იმ დროს, როდესაც მეცნიერები იღვწიან COVID-19-ის ბუნების დასადგენად, ხოლო მრავალ ქვეყანაში ადამიანები სახლიდან მუშაობენ და სწავლობენ, ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელის (NREN) ორგანიზაციები უზრუნველყოფენ ინსტრუმენტებს და სერვისებს ამ საქმიანობის მხარდასაჭერად. გამონაკლისს არ წარმოადგენენ პარტნიორები ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში EaPConnect – ისინი სხვადასხვა გზით უჭერენ მხარს საკუთარ საზოგადოებებს ექვს პარტნიორ ქვეყანაში – აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში.
სამეცნიერო კვლევის გააქტიურება
მოლდოველი მეცნიერები იღებენ და აანალიზებენ COVID-19-ის მკურნალობისთვის შესაბამის სამედიცინო მონაცემებს მოლდოვას ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელის ასოციაციის RENAM დახმარებით. ინტერნეტის ქსელის ინფრასტრუქტურის, ინფორმაციის კომპიუტერული დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა საშუალებას აძლევს კიშინიოვის გადაუდებელი მედიცინის ინსტიტუტს გამოიყენოს DICOM (ციფრული ვიზუალიზაცია და კომუნიკაცია მედიცინაში) ქსელი სამედიცინო ვიზუალური მონაცემების შენახვისა და გადაცემისთვის. ისინი მონაწილეობენ საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტებში პარტნიორებთან ერთად ევროკავშირის ქვეყნებიდან და იყენებენ ამ გამოცდილებას თანამშრომლობების ჩამოსაყალიბებლად მოლდოვაში. გარდა ამისა, მოლდოვას ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელის ასოციაცია (RENAM) აქტიურად უჭერდა მხარს PRACE (პარტნიორობა თანამედროვე კომპიუტერული სისტემებისთვის ევროპაში) სქემას იმ წინადადებების დაჩქარებული განხილვისათვის, რომელთა მიზანია COVID-19-ის გავლენის შემცირება. ბიო-მოლეკულური კვლევის, ბიო-ინფორმატიკის, ბიო-სიმულაციების და ეპიდემიოლოგიური ანალიზის სფეროში მომუშავე მოლდოველ მეცნიერებს შეუძლიათ განაცხადების შეტანა სამეცნიერო საქმიანობისთვის საჭირო კომპიუტერული რესურსების მისაღებად. სომხეთში, ASNET-AM (სომხეთის აკადემიური სამეცნიერო კვლევის კომპიუტერული ქსელი) მხარს უჭერს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინფორმატიკის და ავტომატიზაციის პრობლემების ინსტიტუტის მოსამზადებელ მუშაობას ვირუსის ქცევის მოდელირების მიზნით. ისინი იწყებენ თანამშრომლობას ჯანმრთელობის სამინისტროსთან მაღალი ტექნოლოგიების სფეროში პანდემიის
მოსალოდნელი გამოსავლების და აღდგენის შესაძლებლობების მოდელირების მიზნით.
საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია GRENA გამოეხმაურა რამდენიმე უნივერსიტეტის მოთხოვნებს და გაზარდა მათი ვირტუალური მანქანების რესურსები და მოახდინეს მათი კონფიგურაციის ოპტიმიზაცია. ბელარუსში, სადაც მეცნიერებს უკვე ჰქონდათ გამოცდილება ცილის ნაერთების სინთეზირებაში მაღალმწარმოებლური გამოთვლითი ტექნოლოგიების გამოყენებით, BASNET ხელს უწყობს ინფორმატიკის პრობლემების გაერთიანებული ინსტიტუტის (UIIP) ბიო-ინფორმატიკის დარგის მკვლევრებს წინადადების წარდგენაში Fastgrants ინიციატივისთვის, რომელიც COVID-19-თან ბრძოლის მიზნით გამოცხადდა.
პროექტის EaPConnect ყველა პარტნიორი ახლა იკვლევს სხვა გზებს ერთმანეთთან და ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყონ ე-ჯანმრთელობას და კვლევას დიაგნოსტიკის, მკურნალობის და პრევენციის საკითხებში.
ონლაინ საკომუნიკაციო და სასწავლო ინსტრუმენტები
კვლევითი ინსტიტუტებით, რომლებიც უკვე სარგებლობენ ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელების (NREN) მიერ მიწოდებული მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი კავშირით და თანამედროვე სერვისებით, კრიზისის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გადაუდებელი საკითხი იყო სახლიდან მუშაობის და სწავლის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ვიდეო-კონფერენციების და ვებ-კონფერენციების შესაძლებლობა, ე-სწავლის პლატფორმები და სხვა ონლაინ ინსტრუმენტები უკვე უზრუნველყოფილი იყო EaPConnect პარტნიორების მიერ, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა კონკრეტულად პანდემიის პასუხად საკუთარ შეთავაზებებს ახალი ინსტრუმენტები დაამატა.
გამოსაყენებლად მოსახერხებელი eduMEET ონლაინ შეხვედრის პროგრამა შემუშავებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის GÉANT (GN4-3) მიერ. ის ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა, როგორც დამოუკიდებელი ინსტრუმენტი, ან როგორც პროგრამის openUp2U ნაწილი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Up2U პროექტის „შემდეგი თაობის ციფრული სასწავლო გარემო“ შემოკლებული ვერსია. ახლა RENAM მომხმარებელს სთავაზობს პროგრამებს eduMEET და openUp2U, აქტიურად უწევს პოპულარიზაციას ამ ინსტრუმენტებს საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის, და სურს მხარდაჭერის მიღება მოლდოვის რესპუბლიკის განათლების, კულტურის და მეცნიერების სამინისტროსგან იმისათვის, რომ უზრუნველყოს უწყვეტი სწავლება კრიზისის პერიოდში. ასოციაციამ URAN (უკრაინა) სასწრაფოდ შექმნა eduMEET პროგრამის EaPConnect, პროექტების Up2U და GÉANT მხარდაჭერით. 24 მარტს მისი დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში, ეს
ინსტრუმენტი იზიდავდა რეგულარულ მომხმარებლებს და ჰყავდა 100 ერთდროული მომხმარებელი დატვირთულ პერიოდში.
გარდა ამისა, URAN, RENAM და ASNET-AM მომხმარებელს სთავაზობს ინსტრუმენტებს ღია კოდის მქონე ვებ-კონფერენციის სისტემის BigBlueButton საფუძველზე, რომელსაც eduMEET პროგრამისგან განსხვავებული ფუნქციები აქვს. პოპულარობა მოიხვეჭა ასოციაციის URAN ონლაინ შეხვედრის ინსტრუმენტმა, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება ამ კრიზისის პერიოდში. ASNET-AM მომხმარებელს სთავაზობს შეხვედრის გამარტივებულ ინსტრუმენტს (meet.asnet.am), უფრო სრულყოფილ საკონფერენციო ინსტრუმენტს (barev.asnet.am), და Moodle-ზე დამყარებულ ე-სწავლების ინსტრუმენტს (edu.asnet.am). საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციის GRENA IT აკადემიამ გამოსცადა BigBlueButton და Zoom საკუთარი ე-სწავლების WEBEX-ზე გადაყვანამდე. BASNET-მა გადაჭრა ტექნიკური საკითხები იმისათვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ონლაინ-შეხვედრების ჩატარება ბელარუსის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (NASB) პრეზიდიუმში.
აზერბაიჯანში ყურადღება გამახვილებული იყო ტრენინგის ახალი ფორმების შემუშავებასა და გამოყენებაზე (დისტანციური სწავლების ჩათვლით) და ინტერაქტიული სწავლების საშუალებების გამოყენებაზე. ახლა ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელი AzScienceNet მასპინძლობს დისტანციური სწავლების ცენტრს მის სამეცნიერო კორპორაციულ ქსელში აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საინფორმაციო ტექნოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე. ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები კრიზისის პერიოდში ონლაინ ლექციების სისტემას იყენებენ. დაგეგმილია დისტანციური საგანმანათლებლო სერვისის შექმნა, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აზერბაიჯანის საგანმანათლებლო სისტემის გრძელვადიან ინოვაციურ განვითარებაში.
სხვა ინიციატივები
საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია (GRENA), გარდა იმისა, რომ მხარს უჭერდა უნივერსიტეტებს ტექნიკური პრობლემების გადაჭრაში ე-სწავლებასთან და ვიდეო-კონფერენციებთან დაკავშირებით, რამდენიმე სხვადასხვა მედია-ორგანიზაციასა და ახალი ამბების სააგენტოსთან წვდომის პოტენციალის და VM რესურსების ზრდის საშუალებით ის ასევე ეხმარებოდა მოსახლეობას ახალი ინფორმაციის მიღებაში COVID-19-თან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ საქართველოსა და მსოფლიოში.
ბელარუსში დაავადების შემთხვევები გაჩნდა უფრო გვიან, ვიდრე მრავალ სხვა ქვეყანაში და მან დახურვა და შეზღუდვების დაწესება მხოლოდ აპრილის დასაწყისში დაიწყო. თუმცა, ერთი ინიციატივა, რომელსაც მხარს უჭერს ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელი (NREN) BASNET, არის ონლაინ კონცერტები ცოცხალი შესრულებით
‘Music Therapy’ – ეს არის საგანმანათლებლო გასართობი პროგრამა ფართო საზოგადოებისთვის.
კვლევის და განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფა
ინტერნეტ-სერვისის კომერციულ მიმწოდებლებს სჭირდებოდათ უდიდესი ძალისხმევა, რომ დაეკმაყოფილებინათ მოთხოვნა ფართოზოლოვან კავშირზე, ეროვნულ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელებს კი აქვთ საკმაო პოტენციალი იმისათვის, რომ უზრუნველყონ უმნიშვნელოვანესი კვლევების უწყვეტობა. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის EaPConnect პარტნიორების პერსონალი სახლში, „კარანტინში“ უსაფრთხოდ მუშაობს, ყველა პარტნიორი უზრუნველყოფს საკუთარი მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ქსელების და სერვისების მუშაობის უწყვეტობას, რაც გადამწყვეტია მათი ქვეყნების სამეცნიერო წრეების საქმიანობისთვის.
პროექტის EaPConnect მიზანია რეგიონული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელის შექმნა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ზოგადი ამოცანაა ციფრული ტექნოლოგიების სფეროში უთანასწორობის შემცირება, ინტრა-რეგიონული კავშირების გაუმჯობესება და ადგილობრივი მეცნიერების, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მონაწილეობის მხარდაჭერა გლობალურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო კოლაბორაციებში.
ინფორმაცია პროექტის EaPConnect ვებგვერდზეკორონავირუსი: ევროკავშირი მხარში უდგას მის აღმოსავლეთ პარტნიორებს