EaPConnect ახალი ფაზის დასაწყისში მიღწევებს განიხილავს

  • თარიღი: 30/06/20
  • გააზიარეთ:

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EaPConnect მეორე ფაზა ივლისში დაიწყება, და მას ხელს შეუწყობს ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული პოლიტიკური ვალდებულებები, რაც გულისხმობს ციფრული სფეროს მძლავრ განვითარებას ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში.

გასული ხუთი წლის განმავლობაში პროექტის EaPConnect ძირითად მიღწევებს შორის არის ინტეგრაციის გაუმჯობესება GÉANT საქმიანობასთან, სერვისებთან და ქსელთან, და პრივილეგიები კვლევის, განათლების და უფრო ფართო საზოგადოებისთვის აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში.

მთავარია კავშირი

პროექტამდე EaPConnect, კავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და GEANT პანევროპულ ქსელს შორის იყო არაპირდაპირი, დაბალი პოტენციალის, ან საერთოდ არ არსებობდა. ახლა ყველა ქვეყანა არის დაკავშირებული პოტენციალის ათჯერ ზრდით საქართველოში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, უკრაინაში და ბელარუსში, და დაახლოებით შვიდჯერ ზრდით – სომხეთში. შესყიდვებმა GÉANT ქსელთან თანამშრომლობაში წარმატებას მიაღწია ინტერნეტ-კავშირის ფასების შემცირებით 60%-მდე ბელარუსსა და უკრაინაში, და 80%-მდე – სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.

კავშირის გაუმჯობესება გადამწყვეტია მაღალი ინფორმაციული ტევადობის კვლევისთვის. მაგალითად, უკრაინელი და ბელარუსი მაღალი ენერგიების ფიზიკოსები ხელს უწყობენ სამყაროს ფუნდამენტური საიდუმლოებების ამოცნობას ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტების მონაცემთა გამოყენებით.

სერვისები და მხარდაჭერა

800,000-მდე სტუდენტს, მკვლევარს და პერსონალს უნივერსიტეტებში, კვლევით ინსტიტუტებში და სხვა დაკავშირებულ დაწესებულებებში აქვს წვდომა პროექტის EaPConnect პარტნიორ ქსელებსა და სერვისებზე. პროექტის განმავლობაში დაკავშირებული დაწესებულებების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში (17%), სომხეთსა (26%) და აზერბაიჯანში (58%).

COVID-19-ის პასუხად კრიზისის განმავლობაში ასევე გააქტიურდა ონლაინ შეხვედრები და სასწავლო საშუალებების მიწოდება სწავლის გაგრძელების უზრუნველყოფის მიზნით.

გარდა ამისა, გაძლიერდა პარტნიორთა “ქლაუდ” სერვისები – ახლა მათ 126 ორგანიზაცია იყენებს, კერძოდ, აკადემიური პუბლიკაციებისთვის უკრაინაში, კლიმატის ცვლილების პროგნოზირებისთვის საქართველოში, ექსტრემალური ამინდის პროგნოზირებისთვის სომხეთში და სამედიცინო ვიზუალიზაციის მეთოდების მართვისა და ანალიზისთვის მოლდოვასა და ბელარუსში.

საზოგადოება და თანამშრომლობა

პროექტმა EaPConnect შექმნა პროდუქტიული ადამიანური ქსელები მის აღმოსავლეთ პარტნიორებთან, სხვა ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელები (NREN)

და ე-ინფრასტრუქტურები. ათი ევროპული და სამი არაევროპული ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელი (NREN) ასოცირებული პარტნიორები არიან; პრაქტიკული ტექნიკური თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებელი მენტორობის სქემის შედეგია სომხური კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტებზე გადაუდებელი რეაგირების ეროვნული გუნდი. პროექტის ოთხმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ე-ინფრასტრუქტურის კონფერენციამ (EaPEC)“ მიიზიდა 530-მდე ადამიანი 50-ზე მეტი ორგანიზაციიდან და მოახდინა 22 პროექტის დემონსტრირება, რომლებიც შეირჩა პროგრამის (განმარტე შენი კვლევის პროგრამა ფარგლებში. 30 ტრენინგის ღონისძიების და სემინარის საშუალებით 500-მდე მონაწილეს მიეცა შეხვედრის და ერთად სწავლის საშუალება. ეს ღონისძიებები დაეხმარა ურთიერთობების ჩამოყალიბებას და გაუმჯობესებას მეცნიერებთან,

ეროვნულ სამინისტროებთან და უწყებებთან, და პარტნიორების ცნობადობის გაზრდას ადგილობრივ და ეროვნულ მედიაში.

პროექტის EaPConnect შესახებ

პროექტის EaPConnect მიზანია რეგიონული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელის შექმნა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ზოგადი ამოცანაა ციფრული ტექნოლოგიების სფეროში უთანასწორობის შემცირება, ინტრა-რეგიონული კავშირების გაუმჯობესება და ადგილობრივი მეცნიერების, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მონაწილეობის მხარდაჭერა გლობალურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო კოლაბორაციებში.

წაიკითხეთ ანგარიში სრულად

ახალი ამბები

იხილეთ ყველა