26 მაისს აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელმა (EaPeReg) მონაწილეობა მიიღო ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) რეგიონული განვითარების ფორუმში ევროპისთვის, და წვლილი შეიტანა ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ევროპის რეგიონული ინიციატივების 2020-21 წლების განხორციელების გეგმაში.
ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო EaPeReg-ის ექსპერტებისთვის, რომლებმაც გააზიარეს ინფორმაცია EaPeReg-ის მიდინარე პროექტების შესახებ და მიიღეს ინფორმაცია ITU-ს პროექტების შესახებ ევროპის რეგიონში.
ახლახან ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელს (EaPeReg) და ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირს (ITU) შორის საფუძვლად დაედება EaPeReg-ის ექსპერტების ITU-ს ექსპერტებთან თანამშრომლობას ITU-ს პროექტებზე ევროკავშირში, მათ შორის პროექტზე ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის კარტირების სისტემის საინვესტიციო შესაძლებლობების მხარდაჭერა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის; ამ პროექტში მონაწილეობს რამდენიმე აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყანა (მოლდოვა, საქართველო და უკრაინა), და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები.
ევროკავშირის ინიციატივა EU4Digital აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელთან თანამშრომლობით მხარს უჭერს ძალისხმევას საერთო როუმინგული სივრცის მისაღწევად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის 2020 წლამდე, ასევე ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის გაძლიერებას და სიხშირეების განაწილების კოორდინირებული სტრატეგიის შემუშავებას.