ექვსი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საკუთარი ვალდებულება განახორციელონ ყოველგვარი საჭირო ღონისძიება ეროვნულ დონეზე იმისათვის, რომ 2021 წლის დეკემბრისთვის ხელმოსაწერად მზად იყოს როგორც როუმინგის რეგიონული შეთანხმება, ისე სპექტრის რეგიონული შეთანხმება.
აღნიშნული ვალდებულება ორივე შეთანხმებასთან დაკავშირებით აღებული იყო მონაწილე მხარეთა ფორუმზე, რომელიც 23 სექტემბერს ჩატარდა. ფორუმი ორგანიზებული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) მიერ და მას ესწრებოდნენ შესაბამისი ორგანიზაციები ექვსივე პარტნიორი ქვეყნიდან.
ორივე შეთანხმება EU4Digital ინიციატივის საქმიანობის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. მოსალოდნელია, რომ როუმინგის რეგიონული შეთანხმება როუმინგის ფასებს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში პრაქტიკულად 90%-ით შეამცირებს ხუთი წლის განმავლობაში, მისი დადებითი გავლენა კი 4.6 მილიონ ევროდ არის შეფასებული. სპექტრის რეგიონული შეთანხმებით შესაძლებელი გახდება სიხშირის ძირითადი ზოლების ჰარმონიზაცია 5G ტექნოლოგიის განვითარების მიზნის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც დააჩქარებს მაღალსიჩქარიანი მობილური ტექნოლოგიების დანერგვას პარტნიორ ქვეყნებში.
მონაწილე მხარეთა ფორუმს აღმოსავლეთ პარტნიორობის ორგანიზაციების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ევროკომისიის 84 წარმომადგენელი დაესწრო.
მონაწილეების მიაწოდეს ასევე განახლებული ინფორმაცია სარეგულაციო მმართველობის შესახებ. პროგრამის EU4Digital ეს მიმართულება დასრულდება თითოეული პარტნიორი ქვეყნისთვის კანონპროექტის მომზადებით, რომელიც გააუმჯობესებს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების პოტენციალს, ხელს შეუწყობს როუმინგის და სპექტრის შეთანხმებების განხორციელებას, კონკურენციას ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.