კიშინიოვში აღმოსავლეთ პარტნიორობის კვლევისა და ინოვაციის ყოველწლიური კონფერენცია ჩატარდა

  • თარიღი: 27/10/19
  • გააზიარეთ:

მოლდოვის განათლების, კულტურის და მეცნიერების სამინისტრომ ევროკავშირის კვლევის და ინოვაციების გენერალურ დირექტორატის და სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის მხარდაჭერით 21 ოქტომბერს ჩაატარა  აღმოსავლეთ პარტნიორობის ყოველწლიური კონფერენცია ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის კვლევისა და ინოვაციების დარგში თანამშრომლობის საკითხზე 2020 წლის შემდეგ.

კონფერენციას დაესწრნენ მინისტრები და მაღალი რანგის ოფიციალური პირები მოლდოვადან და ევროკომისიიდან, ასევე კვლევასა და ინოვაციაზე პასუხისმგებელი ხელისუფლების 100 მეტი წარმომადგენელი, მეცნიერები, კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა).

თავის სიტყვაში განათლების, კულტურის და მეცნიერების მინისტრმა ლილიანა ნიკოლაესკუ-ონოფრეიმ დაასახელა მოლდოვის რესპუბლიკის მთავარი მიღწევები კვლევის და ინოვაციების სფეროში, მათ შორის ეროვნული სტრატეგიული გეგმის დამტკიცება მოლდოვის რესპუბლიკის ინტეგრაციისთვის ევროპული კვლევების სივრცეში, ეროვნული პროგრამის დამტკიცება კვლევის და ინოვაციის სფეროში 2020-2023 წლებისთვის და მიერთება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამასთან „ჰორიზონტი 2020“. „ჩვენთვის ახალი გამოწვევაა კვლევის და ინოვაციის შემდეგ პროგრამასთან – „ჰორიზონტი ევროპა“ – მიერთება, რომელიც ნიშნავს მოლდოვის რესპუბლიკის შემდგომ ინტეგრაციას ევროპულ კვლევის სივრცეში“, აღნიშნა მინისტრმა.

ქალბატონმა სიგნე რაცომ, ევროკომისიის კვლევის და ინოვაციების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროპული კვლევების სივრცე ორიენტირებულია ღია მეცნიერებისა და ღია ინოვაციის პრინციპზე, და აღმოსავლეთ პარტნიორობა სთავაზობს გადაწყვეტილებებს საზოგადოებრივი გამოწვევებისთვის. ევროკავშირის კვლევის და ინოვაციის ახალი ჩარჩო-პროგრამა, „ჰორიზონტი ევროპა“, ხელს შეუწყობს მეცნიერების და ტექნოლოგიის გაძლიერებას, რათა შესაძლებელი გახადოს ძირითადი გლობალური გამოწვევების გადაჭრა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანმრთელობა, დაბერება, უსაფრთხოება, გარემოს დაბინძურება და კლიმატის ცვლილება.  „ ჩვენ ვაცნობიერებთ თქვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს, მაგრამ სადაც არის ნება, იქ გზა მოიძებნება, მოლდოვის რესპუბლიკას კი აქვს ასეთი ნება“.

კონფერენციაზე გაშუქდა კვლევისა და ინოვაციის სფეროს განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მეცნიერებისა და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომი ევროკავშირის პროგრამები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საქმიანობა კვლევისა და ინოვაციის პროგრამებში.

ინიციატივის EU4Digitalსაშუალებით ევროკავშირი ხელს უწყობს რეფორმებს და საქმიანობას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) კვლევის, „სტარტაპების“ და ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ევროკავშირის გამოცდილების და სათანადო პრაქტიკის საფუძველზე.

Press release

ახალი ამბები

იხილეთ ყველა