აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები როუმინგის რეგიონული შეთანხმების პრინციპებზე თანხმდებიან
თარიღი: 21/11/19
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების როუმინგის
რეგიონული შეთანხმების ძირითადი პრინციპები შეთანხმებული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის
ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) როუმინგის მონაწილე მხარეთა
შეხვედრაზე, რომელიც ჩატარდა 12 ნოემბერს ვილნიუსში, ლიეტუვა. სავარაუდოდ, შეთანხმებას
ხელი 2020 წლის ბოლომდე მოეწერება.
როუმინგის მონაწილე
მხარეთა შეხვედრა წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების
მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (REWG) მიმდინარე
ინიციატივას, რომელსაც თავმჯდომარეობენ უკრაინის კომუნიკაციების და ინფორმატიზაციის
სახელმწიფო რეგულირების ეროვნული კომისია და ლიეტუვის რესპუბლიკის კომუნიკაციების მარეგულირებელი
ორგანო (RRT). როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი (REWG) პასუხისმგებელია იმ ინიციატივის
კოორდინაციაზე, რომელიც წარმოადგინა უკრაინამ 2015 წელს საერთო როუმინგული სივრცის
შესაქმნელად აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის.
ვილნიუსში შეხვედრის
განმავლობაში სამუშაო ჯგუფის წევრებს ჰქონდათ მოლაპარაკებები აღმოსავლეთ პარტნიორობის
რეგიონის შესაბამის სამინისტროებთან და ისინი შეთანხმდნენ როუმინგის რეგიონული შეთანხმების (RRA) ძირითად პრინციპებზე, რომლებსაც ხელი უნდა
მოეწეროს ევროკავშირის ექვს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანას შორის. როუმინგის რეგიონული
შეთანხმების (RRA) მიზანია ჰარმონიზაცია და როუმინგის ფასების შემცირება შემდეგ ქვეყნებს
შორის: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. შეხვედრის
შემდეგ შეიქმნება როუმინგის რეგიონული შეთანხმების (RRA) სამუშაო ვერსია, რასაც მოჰყვება
ეროვნული საჯარო კონსულტაციები ოპერატორების და კომპეტენტური ორგანოების მონაწილეობით.
სავარაუდოდ, როუმინგის რეგიონული შეთანხმებას (RRA) ხელი 2020 წლის ბოლომდე მოეწერება.
მეორე საგულისხმო ეტაპი,
მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში სოციალური და ეკონომიკური
ინტეგრაციის უფრო ფართო კონტექსტში – ეს არის ერთიანი როუმინგული სივრცის შექმნა აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის. აღმოსავლეთ პარტნიორობის
ქვეყნების ციფრული ეკონომიკის მინისტრთა მესამე შეხვედრაზე, რომელიც 2019 წლის 28 თებერვალს
ბუქარესტში ჩატარდა, ამ მნიშვნელოვანი მიზნისკენ პირველი ნაბიჯი გადაიდგა – მონაწილე
მხარეები შეთანხმდნენ დისკუსიების დაწყებაზე ინიციატივის განსახორციელებლად, რომელიც
ითვალისწინებს როუმინგის ტარიფების შემცირებას აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის
რეგიონებს შორის; შეთანხმდნენ ასევე აღნიშნული ინიციატივის მიზანშეწონილობის კვლევის
დაწყებაზე.
ამ მასშტაბური მიზნის
უფრო ფართო პოლიტიკურ დონეზე წარსადგენად, მონაწილე მხარეთა შეხვედრის შემდეგ ჩატარდა
სპეციალური ბრიფინგი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების
ელჩებისთვის. ინფორმაცია მიმდინარე მდგომარეობის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას
შორის როუმინგის რეგიონული შეთანხმების (RRA) ხელმოწერაში მიღწეული პროგრესის შესახებ
გააცნეს ბრიფინგის მონაწილეებს – ელჩებს და წარმომადგენლებს შემდეგი ქვეყნებიდან: სომხეთი,
აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ლატვია, პოლონეთი, რუმინეთი უნგრეთი და
გერმანია. მონაწილეებს ასევე გააცნეს ინიციატივის მომდევნო ეტაპი – ერთიანი როუმინგული
სივრცის შექმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს
შორის
როუმინგის მონაწილე მხარეთა შეხვედრა ორგანიზებული იყო ლიტვის რესპუბლიკის კომუნიკაციების
მარეგულირებელი ორგანოს (RRT) მიერ უკრაინის კომუნიკაციების და ინფორმატიზაციის სახელმწიფო
რეგულირების ეროვნულ კომისიასთან და ევროკომისიასთან თანამშრომლობით.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.