დაწყებულია რეგისტრაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ე–ინფრასტრუქტურის 2019 წლის კონფერენციისთვის, რომელიც 25–26 სექტემბერს სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩატარდება.
წლევანდელი კონფერენციის თემა იქნება „დაკავშირება კულტურის საშუალებით“. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები არიან პოლიტიკაზე პასუხისმგებლები, სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელები, ქსელური კავშირების, კულტურული მემკვიდრეობის, მეცნიერებისა და განათლებისთვის მაღალეფექტური გამოთვლითი სისტემების დარგის ექსპერტები; კონფერენციაზე დასწრება შეუძლია განსახილველი საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს. ამ საკითხებს შორის იქნება ე-ინფრასტრუქტურის აპლიკაციები, ღია და ე-მეცნიერება, კიბერ-უსაფრთხოება, მანქანური სწავლება და ხელოვნური ინტელექტი, cloud ან ინფრასტრუქტურა, როგორც სერვისი, ციფრული ბიბლიოთეკები და კულტურული მემკვიდრეობის გადაყვანა ციფრულ ფორმატში. დამატებითი ინფორმაცია რეგისტრაციის პროცესის შესახებ იხილეთ აქ.
კონფერენციის ორგანიზატორია პროექტი EaPConnect, რომლის ერთ-ერთი მიზანია სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების დაკავშირება ერთმანეთთან ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.