აღმოსავლეთ პარტნიორობა: უფრო ძლიერი ციფრული ეკონომიკის ხელშეწყობა ევროკავშირის ექვსი პარტნიორისთვის
თარიღი: 28/02/19
28 თებერვალს ევროპის კავშირის საბჭომ რუმინეთის თავმჯდომარეობით ევროკომისიასთან ერთად ბუქარესტში უმასპინძლა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალს ციფრული ეკონომიკის საკითხებზე.
ღონისძიებაზე შეიკრიბნენ ციფრულ ეკონომიკაზე პასუხისმგებელი მინისტრები და მათი პარტნიორები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) რეგიონის მასშტაბით თანამშრომლობის გაღრმავების მხარდასაჭერად ციფრულ სექტორში.
ანდრუს ანსიპმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ერთიანი ციფრული ბაზრის სფეროში, ღონისძიების წინ განაცხადა: „ციფრული ეკონომიკა არის სფერო ჯერ კიდევ არარეალიზებული პოტენციალით, და ის უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის რეალური სარგებლის მოტანის თვალსაზრისით მოქალაქეებისათვის. დღეს ჩვენმა აღმოსავლეთ პარტნიორებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს წინ ამ რეგიონის ქვეყნებს შორის როუმინგის ტარიფების შესამცირებლად. ეს არის რეალური გავლენის მქონე ერთი კონკრეტული ნაბიჯი, მაგრამ უმნიშვნელოვანესია მუშაობა ციფრული სფეროს თითოეულ ასპექტზე – მათ შორის მონაცემთა ნაკადზე, უსაფრთხოებაზე და რეგულაციების ჰარმონიზაციაზე“.
მინისტერიალი იყო შესაძლებლობა სექტორში არსებული ძირითადი გამოწვევების განსახილველად. ახლახან დაწყებული ინიციატივა EU4Digital ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაძლიერებას ამ სექტორში ევროკავშირსა და მის ექვს აღმოსავლეთ პარტნიორს შორის. აღნიშნულის შედეგი იქნება გაუმჯობესებული ონლაინ სერვისები უფრო დაბალი ფასებით და უფრო ფართო არჩევანით, და პერსონალური მონაცემების გაძლიერებული დაცვა. ის ასევე მოიზიდავს ინვესტიციებს და ხელს შეუწყობს ვაჭრობის განვითარებას და დასაქმებას. არსებული კომპანიები გაიზრდება უფრო სწრაფად, ხოლო სტარტაპების შექმნა გამარტივდება.
მინისტერიალი იყო ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების და ექვსი პარტნიორი ქვეყნის იმ ერთობლივი ვალდებულების შემდგომი განვითარება, რომელიც აღებული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე 2017 წლის ნოემბერში, და რომლის მიზანია რეალური სარგებლის მოტანა მოქალაქეებისთვის რეგიონში, მკაფიოდ ჩამოყალიბებული სამუშაო გეგმის – 20 შედეგი 2020 წლისთვის – საფუძველზე, ოთხ პრიორიტეტულ სფეროში (უფრო ძლიერი ეკონომიკა, უფრო ძლიერი მმართველობა, უფრო ძლიერი კავშირები და უფრო ძლიერი საზოგადოება).
რეგიონში ციფრული ეკონომიკის განვითარებისთვის თანამშრომლობის კონტექსტში ევროკავშირი ორიენტირებულია იმ პოტენციალის გამოყენებაზე, რომელსაც ციფრული დღის წესრიგის ბაზარი სთავაზობს ბიზნესს და მოქალაქეებს. ამ ბაზრის დაკავშირება სამეზობლოს ქვეყნებთან სასარგებლო იქნება ყველა მოქალაქისთვის მთელ რეგიონში. ევროკავშირი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს როუმინგის ტარიფების შემცირებაში, კიბერ-უსაფრთხოების პრობლემების კოორდინირებულ მოგვარებაში და იმ პოტენციალის გამოყენებაში, რომლითაც ერთიანი ციფრული ბაზარი უზრუნველყოფს ბიზნესს და მოქალაქეებს რეგიონში სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდის მიზნით.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.