The Eastern Partnership Ministerial Meeting on the Digital Economy in Bucharest

აღმოსავლეთ პარტნიორობა: უფრო ძლიერი ციფრული ეკონომიკის ხელშეწყობა ევროკავშირის ექვსი პარტნიორისთვის

  • თარიღი: 28/02/19
  • გააზიარეთ:

28 თებერვალს ევროპის კავშირის საბჭომ რუმინეთის თავმჯდომარეობით ევროკომისიასთან ერთად ბუქარესტში უმასპინძლა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალს ციფრული ეკონომიკის საკითხებზე.

ღონისძიებაზე შეიკრიბნენ ციფრულ ეკონომიკაზე პასუხისმგებელი მინისტრები და მათი პარტნიორები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) რეგიონის მასშტაბით თანამშრომლობის გაღრმავების მხარდასაჭერად ციფრულ სექტორში.

ანდრუს ანსიპმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ერთიანი ციფრული ბაზრის სფეროში, ღონისძიების წინ განაცხადა: „ციფრული ეკონომიკა არის სფერო ჯერ კიდევ არარეალიზებული პოტენციალით, და ის უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის რეალური სარგებლის მოტანის თვალსაზრისით მოქალაქეებისათვის. დღეს ჩვენმა აღმოსავლეთ პარტნიორებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს წინ ამ რეგიონის ქვეყნებს შორის როუმინგის ტარიფების შესამცირებლად. ეს არის რეალური გავლენის მქონე ერთი კონკრეტული ნაბიჯი, მაგრამ უმნიშვნელოვანესია მუშაობა ციფრული სფეროს თითოეულ ასპექტზე – მათ შორის მონაცემთა ნაკადზე, უსაფრთხოებაზე და რეგულაციების ჰარმონიზაციაზე“.

მინისტერიალი იყო შესაძლებლობა სექტორში არსებული ძირითადი გამოწვევების განსახილველად. ახლახან დაწყებული ინიციატივა EU4Digital ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაძლიერებას ამ სექტორში ევროკავშირსა და მის ექვს აღმოსავლეთ პარტნიორს შორის. აღნიშნულის შედეგი იქნება გაუმჯობესებული ონლაინ სერვისები უფრო დაბალი ფასებით და უფრო ფართო არჩევანით, და პერსონალური მონაცემების გაძლიერებული დაცვა. ის ასევე მოიზიდავს ინვესტიციებს და ხელს შეუწყობს ვაჭრობის განვითარებას და დასაქმებას. არსებული კომპანიები გაიზრდება უფრო სწრაფად, ხოლო სტარტაპების შექმნა გამარტივდება.

მინისტერიალი იყო ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების და ექვსი პარტნიორი ქვეყნის იმ ერთობლივი ვალდებულების შემდგომი განვითარება, რომელიც აღებული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე 2017 წლის ნოემბერში, და რომლის მიზანია რეალური სარგებლის მოტანა მოქალაქეებისთვის რეგიონში, მკაფიოდ ჩამოყალიბებული სამუშაო გეგმის – 20 შედეგი 2020 წლისთვის – საფუძველზე, ოთხ პრიორიტეტულ სფეროში (უფრო ძლიერი ეკონომიკა, უფრო ძლიერი მმართველობა, უფრო ძლიერი კავშირები და უფრო ძლიერი საზოგადოება).

რეგიონში ციფრული ეკონომიკის განვითარებისთვის თანამშრომლობის კონტექსტში ევროკავშირი ორიენტირებულია იმ პოტენციალის გამოყენებაზე, რომელსაც ციფრული დღის წესრიგის ბაზარი სთავაზობს ბიზნესს და მოქალაქეებს. ამ ბაზრის დაკავშირება სამეზობლოს ქვეყნებთან სასარგებლო იქნება ყველა მოქალაქისთვის მთელ რეგიონში. ევროკავშირი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს როუმინგის ტარიფების შემცირებაში, კიბერ-უსაფრთხოების პრობლემების კოორდინირებულ მოგვარებაში და იმ პოტენციალის გამოყენებაში, რომლითაც ერთიანი ციფრული ბაზარი უზრუნველყოფს ბიზნესს და მოქალაქეებს რეგიონში სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდის მიზნით.

Press release

EU Support to the Digital Economy in the Eastern Partnership

ახალი ამბები

იხილეთ ყველა