სტარტაპები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებშიიმ კომპანიებს შორის იქნება, რომლებიც სარგებლობას მიიღებენ ახალი პარტნიორული ურთიერთობიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) და ბალტიისპირეთის ქვეყნებში მდებარე წამყვან სტარტაპ-აქსელერატორს Startup Wise Guys შორის.
ფინანსური ტექნოლოგიების (ფინტექი) სფეროში აქტიურად მომუშავე კომპანიებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონებიდან შეუძლიათ განაცხადის შეტანა სპეციალურ ვებსატზე სპეციალურად შემუშავებულ აქსელერატორის პროგრამაზე, რომელშიც კომბინირებულია უახლესი ფინტექი და ბანკის მიზნები კონკურენტუნარიანი და მდგრადი ეკონომიკის განვითარების მხარდასაჭერად. ეს პროგრამა მოიცავს ფინანსური ტექნოლოგიების ფართო სპექტრს, მათ შორის ფინანსური ტექნოლოგიების ნებისმიერ გადაწყვეტას, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს აღდგენას Covid-19-ის შემდგომ პერიოდში.
გამარჯვებული კანდიდატები არა მარტო მონაწილეობას მიიღებენ ინტენსიური ტრენინგის ხუთთვიან პროგრამაში, არამედ ასევე მოიზიდავენ 100,000 ევრომდე ინვესტიციებს, მათი სიმწიფის დონის საფუძველზე, პროგრამიდან Startup Wise Guys, რომელმაც შეიძლება გადამწყვეტი როლი შეასრულოს მათ მიერ წარმატების მიღწევაში. საერთაშორისო მენტორების ჯგუფი მათ გამოცდილებას გაუზიარებს და გაუწევს რეკომენდაციებს.
ფინტექის აქსელერატორი პროგრამა ეძებს ფინტექის, ქონების ტექნოლოგიების, სარეგულაციო ტექნოლოგიების, სადაზღვევო ტექნოლოგიების, ანალიტიკის და კიბერუსაფრთხოების სტარტაპებს; მას ასევე შეუძლია დააკმაყოფილოს ადრეულ ეტაპზე მყოფი გუნდების და უფრო გამოცდილი გუნდების საჭიროებები.
განაცხადები მიიღება 28 აგვისტომდე.
სტარტაპების პროგრამა ჩატარდება ვილნიუსში, ლიტვის დედაქალაქში, და ის ოქტომბერში დაიწყება. პროგრამის თანადაფინანსებას ახორციელებს TaiwanBusiness – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდი. ეს არის სრულგანაკვეთიანი პროგრამა, რომელშიც კომბინირებულია ადგილზე მუშაობის და ონლაინ მოდულები.
პროგრამა ლიტვაში ჩატარდება, თუმცა მონაწილეებისთვის გეოგრაფიული შეზღუდვა არ არსებობს. განაცხადების შეტანას დაბეჯითებით ურჩევენ სტარტაპებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ნებისმიერი რეგიონიდან – აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის ჩათვლით. წარმატებული აპლიკანტები განთავსდებიან
ე. წ. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კოჰორტაში“, რომელიც ფოკუსირებულია გადაწყვეტების შემუშავებაზე ბანკის ამოცანების შესაბამისად.
Startup Wise Guys არის ადრეული ეტაპის ერთი-ერთი აქსელერატორი, რომელმაც დაიწყო 19 აქსელერატორი პროგრამა 2012 წლიდან; მისი მხარდამჭერები იყვნენ დამფუძნებლები 45 ქვეყნიდან და 200-ზე მეტი საერთაშორისო მენტორი. 2019 წელს ის დასახელდა ევროპის 10 წამყვან აქსელერატორ პროგრამას შორის და წამყვან ვენჩურული კაპირტალის ფონდად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
პროგრამისთვის Startup Wise Guys ეს იქნება ფინტექზე ორიენტირებული მეოთხე აქსელერატორი პროგრამა და პირველი პარტნიორული ურთიერთობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს მთავრობებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ფინტექის სარეგულაციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით (მაგ. სარეგულაციო ქვიშის ყუთების შექმნით, სადაც შეიძლება ფინტექის ახალი მეთოდოლოგიების გამოცდა არსებულ სარეგულაციო გარემოში, სტრატეგიული გეგმების შემუშავება და პოლიტიკის დასახვის სხვა საქმიანობაში მონაწილეობა) ეს პარტნიორობა წარმოადგენს შემდგომ ნაბიჯს ფინტექის ეკოსისტემების განვითარების მიმართულებით ბანკის რეგიონებში.
„მოხარულები ვართ დავიწყოთ ეს ახალი თანამშრომლობა აქსელერატორთან Startup Wise Guys ფინტექის სტარტაპების რაოდენობის გასაზრდელად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდის TaiwanBusiness დახმარებით. ჩვენი, როგორც გარდამავალ ქვეყნებში მომუშავე ბანკის წინსვლას ხელს უწყობს ამ ქვეყნების წარმატება, ხოლო ფინტექი აღნიშნულის მნიშვნელოვანი ახალი შემადგენელია. პარტნიორული ურთიერთობა აქსელერატორთან Startup Wise Guys ახალ განზომილებას აძლევს ამ საქმიანობას, რომლის საშუალებით შეგვიძლია ინოვაციური ტექნოლოგიების მხარდაჭერა ჩვენს რეგიონებში, და ძალისხმევის გაწევა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ზოგადი სტრატეგიული ამოცანების გადასაწყვეტად”, აღნიშნა ჯეკ კუბასმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორის თანაშემწემ ადგილობრივი ვალუტის და კაპიტალის ბაზრების სფეროში .
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრესრელიზი