ე-კომერციის ბაზრის ცვლილებები 2021 წელს და მას შემდეგ – პროგრამის EU4Digital ე-კომერციის საინფორმაციო ღონისძიება ბიზნესის ციფრული წარმატების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

  • თარიღი: 21/05/21 – 21/05/21
  • გააზიარეთ:

21 მაისს პროგრამა EU4Digital ატარებს ვირტუალურ საინფორმაციო ღონისძიებას თემაზე „ცვლილებები ე-კომერციაში 2021 წელს და მას შემდეგ: რას უნდა მოველოდეთ და როგორ მოვამზადოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები“?

შეხვედრის მთავარი მიზანია ცოდნის გაუმჯობესება იმ ცვლილებების და ახალი წესების შესახებ ონლაინ ვაჭრობის სფეროში, რომლებიც ძალაში შედის 2021 წლის 1 ივლისიდან ევროკომისიის 2021 წლის დღგ-ს ე-კომერციის პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, ღონისძიებაზე დემონსტრირებული იქნება რამდენიმე პრაქტიკული მაგალითი, თუ როგორ უნდა მოემზადონ ე-კომერციაში დასაქმებულები მომავალი ცვლილებებისთვის. უფრო კონკრეტულად, დეტალურად იქნება განხილული შემდეგი თემები:

  • ტენდენციები და მამოძრავებელი ძალები, რომლებიც განსაზღვრავს ევროკავშირის ე-კომერციის სექტორს.
  • ევროკავშირის ე-კომერციის პაკეტი, მომავალი ცვლილებები და გამოწვევები.
  • ე-კომერციაში მონაწილეთა მიერ განსახორციელებელი საქმიანობა – რის მომზადებაა საჭირო და როგორ?
  • შემთხვევები პრაქტიკიდან მოსამზადებლად – პროგრამის EU4Digital და სხვა მაგალითები.

რატომ არის ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება ახალი წესების შესახებ და ამ წესებისთვის მომზადება?

ე-კომერცია ბიზნესის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი გახდა; სულ უფრო მეტი კომპანია გადადის საკუთარი პროდუქტების ონლაინ ციფრულ გაყიდვაზე, რადგან ადამიანები ახლა უფრო მიდრეკილები არიან ნივთების ინტერნეტით შეძენის მიმართ, ვიდრე წარსულში. 2021 წლის ივლისიდან ძალაში შედის ევროკავშირის ახალი კანონები დისტანციური ვაჭრობისთვის. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ვარაუდით, ეს წესები გათვალისწინებული და დაცული იქნება მათი ყველა სავაჭრო პარტნიორის მიერ, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ წარმოებული ბიზნესის ჩათვლით. ეს ცვლილებები მოითხოვს ადაპტაციას ამანათების მიტანის ბიზნესის, საბაჟოს და საგადასახადო უწყებების, ასევე ონლაინ ბაზრისა და გამყიდველების მხრიდან, რათა თავიდან იქნას აცილებული ისეთი გართულებები სახელმწიფოთაშორის ე-კომერციაში, როგორიცაა ჯარიმები, დაგვიანება მიწოდების ჯაჭვის სისტემაში და შემოსავლების დაკარგვა. ღონისძიების მონაწილეები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას მომავალი ცვლილებების შესახებ (იხ. ქვემოთ სქემა), ასევე მხარდაჭერას შემდეგი ცვლილებებისათვის მოსამზადებლად:

  1. სავალდებულო ელექტრონული საბაჟო დეკლარაცია;
  2. ამანათების ყველა ოპერატორისთვის ხელმისაწვდომი შემცირებული საბაჟო მონაცემთა პაკეტი 2021 წლის ივლისიდან;
  3. ჰარმონიზებული საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც ამანათისთვის მინიჭებულ ყველა საიდენტიფიკაციო კოდს მასში არსებულ ნივთებთან აკავშირებს;
  4. ახალი წესები გადასახადების გადასახდელად 150 ევროზე ნაკლები ფასის მქონე პროდუქტებზე იმპორტის „ერთფანჯრიანი მაღაზიის“ საშუალებით.

სქემა 1: 2021 წლის ცვლილებების მიმოხილვა ე-კომერციის სფეროში

სავარაუდოდ, ღონისძიებას ე-კომერციის ასზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, მათ შორის სამინისტროები, საბაჟო უწყებები, საფოსტო ოპერატორები, ბაზრები, ბიზნეს-ასოციაციები, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობები, პროგრამის EU4Digital სამუშაო ჯგუფის წევრები და ვირტუალური საწყობის საპილოტე პროექტის მონაწილეები.

შეხვედრაზე, რომლის მოდერატორი იქნება პროგრამა EU4Digital და რომელიც პრეზენტაციებისა და კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართება, სიტყვით გამოვლენ შემდეგი სპიკერები:

  • ვალტერ ტრეზეკი, მსოფლიო საფოსტო კავშირის საკონსულტაციო კომიტეტის თავმჯდომარე და Ecommerce Europe-ის ე-ლოგისტიკის სამუშაო ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარე
  • ფლორიან სეიკელი, გერმანიის ე-კომერციის ასოციაციის გენერალური დირექტორი
  • იან ჰიტელი, კომპანიის Joresco გენერალური დირექტორი და ლიეტუვის GS1 საბჭოს წევრი
  • ვლადიმირ აბრამიჩევი, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ციფრული სტრატეგიის გუნდის ხელმძღვანელი

თუ დაინტერესებული ხართ ამ ღონისძიებაში მონაწილეობით, გაიარეთ რეგისტრაცია ამ ბმულზე 2021 წლის 20 მაისამდე.მას შემდეგ, რაც ფორმას შეავსებთ, პროგრამა EU4Digital გამოგიგზავნით მოსაწვევ კალენდარს აქტიური ბმულით ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

დამატებითი ინფორმაცია. ღონისძიება ორგანიზებულია ე-კომერციის ქსელური აქტივობის ღონისძიებების ფარგლებში. გახდით საინფორმაციო ბიულეტენის ხელმომწერი და იყავით ყოველთვის ინფორმირებული.

მოვლენები

იხილეთ ყველა