ე-მიწოდება პრაქტიკაში: პროგრამის EU4Digital ვირტუალური სასწავლო ვიზიტი მეთოდებს და შესაძლებლობებს აშუქებს

  • თარიღი: 13/10/20
  • გააზიარეთ:

პროგრამამ EU4Digital 9 ოქტომბერს ჩაატარა ვირტუალური სასწავლო ვიზიტი ე-მიწოდების საკითხებზე. ვირტუალური ვიზიტის მიზანი იყო მონაწილეებისთვის ე-მიწოდების მეთოდის გაცნობა – მისი მიზნების, ღირებულების და სარგებლიანობის გაცნობიერება, და მისი პრაქტიკული მუშაობის პროცესის უკეთ გააზრება.

ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებას დაესწრო 45-ზე მეტი მონაწილე აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან, რომლებიც მუშაობენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაწესებულებებში; მათ შორის იყვნენ  ოფიციალური პირები სახელმწიფოთაშორისი ე-ვაჭრობის სფეროდან, პროგრამის EU4Digital ე-მიწოდების საპილოტე პროექტის მონაწილეები და დამკვირვებლები, და სხვა დაინტერესებული მხარეები.

ღონისძიების განმავლობაში მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება მოესმინათ ე-მიწოდების შესახებ უშუალოდ ამ სფეროს პროფესიონალებისგან, და განეხორციელებინათ ვირტუალური ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებსა და ორგანიზაციებში მთელი ევროპის მასშტაბით; ეს ორგანიზაციებია ევროპის დამაკავშირებელი მექანიზმი (CEF) Digital,  e-CODEXOpenPeppol და ნორვეგიის სახელმწიფო და ფინანსური მართვის სააგენტო.

ვიზიტი დასაწყისში ევროკომისიის ინფორმატიკის გენერალური დირექტორატის
(DG DIGIT) მონაწილე მხარეთა მართვის ოფიცერმა ინეს და კოსტამ გააკეთა შესავალი
ე-მიწოდების სფეროში, დაინტერესებული მხარეებისთვის ხელმისაწვდომი სერვისების და მხარდაჭერის განმარტებით.  პრეზენტაციაში გაშუქდა ის ფაქტი, რომ ევროკომისიამ შეიმუშავა შემადგენელი ნაწილები, ხოლო სტანდარტები და სპეციფიკაციები უფასოა და ყოველგვარი საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა ღიად არის ხელმისაწვდომი.

ვიზიტის შემდგომი ეტაპზე განიხილეს ე-მიწოდების გამოყენების მაგალითი სამართლის სფეროში, კერძოდ, e-CODEX, რომელიც წარმოადგინეს პერმანენტული საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელმა ფრენკ ვოუდმა და e-CODEX-ის ბიზნეს-კონსულტანტმა ჰუუბ მელკერმა. მათ განიხილეს, თუ როგორ უწყობს ხელს პროექტი e-CODEX სახელმწიფოთაშორისი ციფრული მონაცემების გაცვლას სასამართლოებს, პროკურატურებს და სხვა კომპეტენტურ ინსტანციებს შორის.

მეორე განხილული მაგალითი ეხებოდა ე-მიწოდების გამოყენებას სახელმწიფო შესყიდვებში და ე-ანგარიშ-ფაქტურებში. სესიას წარმართავდა ასოციაციის OpenPeppol ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სტივენ გრეჰემი. მან აღნიშნა, რომ გასულ წელს განხორციელდა 150 მილიონზე მეტი ბიზნეს-ტრანზაქციის გაცვლა Peppol Network ქსელში, და რომ ამ ქსელს უკვე 300,000 აქტიური მომხმარებელი ჰყავს. მათ შორის არიან პროგრამის EU4Digital ე-მიწოდების პროექტის მონაწილეები უკრაინას და პოლონეთს შორის. ვინაიდან პანევროპული ონლაინ სახელმწიფო შესყიდვების (Peppol) გამოყენება მთელ მსოფლიოში ვრცელდება, იგეგმება პანევროპული ონლაინ სახელმწიფო შესყიდვების დამატებითი სერვისების და სფეროების შემოღება (მაგ. სამართალდამცავი უწყებების მხარდაჭერა ბიზნეს-საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებაში). ვიზიტის დასკვნით ნაწილში სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ეროვნული სტანდარტის მაგალითად განიხილეს, თუ როგორ იყენებს ნორვეგია პანევროპული ონლაინ სახელმწიფო შესყიდვების (Peppol) ე-მიწოდების მეთოდს; პრეზენტაცია ამ თემაზე გააკეთა ნორვეგიის სახელმწიფო და ფინანსური მართვის სააგენტოს ნორვეგიის პანევროპული ონლაინ სახელმწიფო შესყიდვების (Peppol) უწყების ხელმძღვანელმა
ანა-ლის ბერგმა. ამ პრეზენტაციამ და შემდგომმა დისკუსიამ საშუალება მისცა მონაწილეებს მიეღოთ ინფორმაცია მეთოდის დანერგვის პროცესის შესახებ ნორვეგიის მაგალითზე.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა