22 სექტემბერს ინიციატივის EU4Digital ე-ჯანმრთელობის მიმართულებამ მოაწყო ვირტუალური ღონისძიება საკითხზე ე-ჯანმრთელობის ინოვაციები აქტიური და ჯანმრთელი დაბერებისთვის – კარგი პრაქტიკა და საერთაშორისო თანამშრომლობა. ეს არის ე-ჯანმრთელობის მიმდინარე წლისთვის დაგეგემილი თანამშრომლობის ღონისძიებათა ციკლის მეოთხე ვირტუალური ღონისძიება. მისი მიზანი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის ე-ჯანმრთელობის ქსელის წევრების შეკრება, და მათთვის საერთაშორისო თანამშრომლობის და აღიარებული კარგი პრაქტიკის შესაძლებლობების გაცნობა.
ღონისძიების პირველ ნაწილში პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდმა ქსელის წევრებს გაუზიარა 2021 წლის მომავალი ღონისძიებების გეგმა (ე-ჯანმრთელობის სტრატეგიის განვითარება და ე-ჯანმრთელობის ჰარმონიზაციის გაიდლაინების დანერგვის პროგრესის მონიტორინგი). ამ დისკუსიის შემდეგ EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდმა გააკეთა პრეზენტაცია ე-ჯანმრთელობის ქსელის თანამშრომლობის ძირითად მიღწევებზე პროექტის EU4Digital მიმდინარეობის პერიოდში.
ღონისძიების მეორე ნაწილში მოწვეულმა სპიკერმა ესტონეთიდან – ჯანმრთელობის ტექნოლოგიების განყოფილების და ჯანმრთელობის დაკავშირებული კლასტერის მენეჯერმა პირეტ ჰირვმა – ქსელს გააცნო აქტიური და ჯანმრთელი დაბერების ინოვაციური ქსელების (IN-4-AHA ) კონსორციუმი, რომელიც დღესდღეობით ხელს უწყობს აქტიურ და ჯანმრთელ დაბერებას საერთაშორისო თანამშრომლობის საშუალებით. სპიკერმა განიხილა აქტიური და ჯანმრთელი დაბერების ინოვაციური ქსელების (IN-4-AHA) მიზნები, საქმიანობა და გავლენა, და ამ ქსელების მხრიდან ინოვაციური სქეილაფების საფუძვლიანი მხარდაჭერა.
ღონისძიების მესამე ნაწილში მოწვეული სპიკერი იტალიიდან – ტერიტორიული საავადმყოფოს სარეაბილიტაციო კარდიოლოგიის განყოფილების და უწყვეტი მეთვალყურეობის განყოფილების ხელმძღვანელი სიმონეტა სკალვინი – ე-ჯანმრთელობის ქსელის წევრებს ესაუბრა ტელემედიცინის შესახებ, რომელიც ინტეგრირებული მზრუნველობის რეალური ინსტრუმენტია ქრონიკულ პაციენტებში. მან ქსელის წევრებს გააცნო სამეცნიერო კვლევაზე დამყარებული ციფრული ჯანმრთელობის მეთოდები, მათ შორის – ჯანმრთელობის სერვისებით დისტანციური უზრუნველყოფა ტელემედიცინის საშუალებით COVID-19-ის პანდემიის პერიოდში და მას შემდეგ.
დასკვნით ნაწილში მოწვეული სპიკერების ჯგუფმა შოტლანდიიდან – საერთაშორისო ურთიერთობების და ევროპის ჯანმრთელობის ტელემატიკის ასოციაციის (EHTEL) ხელმძღვანელმა დონა ჰენდერსონმა, შოტლანდიის მთავრობის Near Me ქსელის ხელმძღვანელმა მარკ ბესუიკმა და შოტლანდიის მთავრობის Near Me ქსელის ხარისხის გაუმჯობესების ლიდერმა ეროვნულ დონეზე როზმარი კუპერმა – ისაუბრეს ვიდეო-საკონსულტაციო სერვისის Near Me შესახებ. სპიკერებმა მოიცვეს სერვისის Near Me ყველა ასპექტი, კერძოდ პრაქტიკის დაწყება, პერსონალის ტრენინგი, გავლენა მოქალაქეებზე და მიღებული გამოცდილება. ღონისძიება დასრულდა რამდენიმე პოზიტიური კომენტარით ქსელის წერების მხრიდან – მათ დამსწრეებს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები ე-ჯანმრთელობის ინოვაციური პრაქტიკის შესახებ მთელ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
დამატებითი ინფორმაცია
IN4AHA – ინოვაციის გაძლიერება აქტიური და ჯანმრთელი დაბერებისთვის, საკონტაქტო ინფორმაცია:
- https://innovation4ageing.tehnopol.ee/
- https://twitter.com/EIP_AHA
- https://www.linkedin.com/groups/8912125/
- https://www.facebook.com/IN4AHA
Near Me ვიდეო-კონსულტაცია კარგი პრაქტიკის მხარდასაჭერად, საკონტაქტო ინფორმაცია:
ციფრული ჯანმრთელობის ინტერვენციები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის: სისტემატური მიმოხილვა და მეტა-ანალიზი(პუბლიკაციის ბმული):https://www.mayoclinicproceedings.org/article/S0025-6196(15)00073-7/fulltext