ე-ჯანმრთელობის ქსელის შეხვედრა COVID-19-ის საპასუხო ღონისძიებებს განიხილავს

  • თარიღი: 18/05/21
  • გააზიარეთ:

პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდმა მოაწყო ვირტუალური შეხვედრა COVID-19-ის საპასუხო ღონისძიებების განსახილველად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ეს არის მეორე ვირტუალური შეხვედრა მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი ე-ჯანმრთელობის თანამშრომლობის შეხვედრების ციკლიდან.

6 მაისის შეხვედრის მიზანი იყო ე-ჯანმრთელობის ქსელი წევრების შეკრება აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან, მათთვის COVID-19-თან დაკავშირებული მენეჯმენტის ახალი გადაწყვეტების და ამ გადაწყვეტებში ე-ჯანმრთელობის როლის გაცნობა, და ინფორმაციის გაზიარება მთელი ქსელისთვის COVID-19-ზე მათი რეაგირების შესახებ.

ღონისძიების პირველ ნაწილში ორმა სპიკერმა – ევროკომისიის საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტის და ტექნოლოგიის გენერალური დირექტორატის (DG CNECT) ე-ჯანმრთელობის, კეთილდღეობის და დაბერების პოლიტიკის საკითხების სპეციალისტმა მიხილ სვეერტსმა, და ევროკომისიის ჯანმრთელობის და სურსათის უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპული საცნობარო ქსელების და ციფრული ჯანმრთელობის პოლიტიკის საკითხების სპეციალისტმა კონსტანტინ ჰიპონენმა დამსწრეებს გააცნეს საკუთარი საქმიანობა ციფრული მწვანე სერტიფიკატის საკითხებზე.

ციფრული მწვანე სერტიფიკატის დანიშნულებაა მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება ევროკავშირის ფარგლებში COVID-19-ის პანდემიის პერიოდში; სერტიფიკატის გაცემაზე პასუხისმგებლები არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. სერტიფიკატის გაცემა შეუძლიათ მაგ. საავადმყოფოებს, ტესტირების ცენტრებს ან ჯანდაცვის უწყებებს. სერტიფიკატის ციფრული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება მობილურ მოწყობილობაზე, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ მისი ბეჭდური ვერსიის მოთხოვნა. ორივე ვერსიას ექნება მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი QR კოდი და სერტიფიკატის ავთენტიკურობის/ნამდვილობის დამადასტურებელი ციფრული ბეჭედი. ევროკომისიამ განმარტა, რომ ციფრული მწვანე სერტიფიკატი ხელს უწყობს იმ ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას,

  • ვისაც ჩატარებული აქვს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია,
  • ვისი ტესტის პასუხიც უარყოფითა, ან
  • ვინც  COVID-19-სგან გამოჯანმრთელდა.

შემდეგი ეტაპები მოიცავს ევროკომისიის მიერ ციფრული ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც გაამარტივებს ციფრული მწვანე სერტიფიკატის ავთენტიკურობის/ნამდვილობის დადგენას; მოსალოდნელია, რომ სერტიფიკატები სრულად ფუნქციონირებადი იქნება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში 2021 წლის ზაფხულამდე.

შეხვედრის მეორე ნაწილში პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის მიმართულებამ პრეზენტაცია გააკეთა შემდეგ საკითხებზე: ევროკავშირის რეაგირება COVID-19-ის პანდემიაზე, ევროკავშირის გამოცდილება ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერაში და ე-ჯანმრთელობის როლი. COVID-19-ის პასუხის სათანადო მენეჯმენტის მიზნით, ევროკომისიამ გასული წლის ივნისში წარმოადგინა ევროკავშირის ვაქცინების სტრატეგია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავების, წარმოების და გავრცელების დასაჩქარებლად. ევროკავშირში გამოყენებისთვის დამტკიცებულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ოთხი ვაქცინა. ევროკომისიის მიერ დასახული ვაქცინაციის მიზნების შესასრულებლად, რომლებიც გულისხმობს 2021 წლის ზაფხულამდე მოზრდილი მოსახლეობის მინიმუმ 70%-ის ვაქცინაციას, აუცილებელია ვაქცინაციის კამპანიების ეფექტური და ეფექტიანი წარმართვა. ე-ჯანმრთელობის ქსელისთვის წარდგენილი იქნა ევროკავშირის ქვეყნების მიერ ვაქცინაციის პროცესში არსებული გამოწვევების დაძლევის რამდენიმე მაგალითი. მაგალითად, ზოგიერთმა ქვეყანამ შემოიღო საინფორმაციო ტექნოლოგიური პლატფორმები მასობრივი ვაქცინაციის პროცესის სათანადო ზოგადი მენეჯმენტის მიზნით, ხოლო სხვებმა შეიმუშავეს ვაქცინაციის აპლიკაცია/რეგისტრაციის სისტემები.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები მიიწვიეს საკუთარი პრაქტიკის გასაზიარებლად COVID-19-ის მენეჯმენტის და ვაქცინაციის მხარდაჭერის პროცესის საკითხებზე.

უკრაინის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ საქმიანობაში დანერგილი ე-ჯანმრთელობის რამდენიმე წარმატებული გადაწყვეტის, მათ შორის ელექტრონული დაბადების მოწმობის eBaby შესახებ შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე: ავადმყოფობის ელექტრონული ისტორია (EHR), იმუნიზაციის ავადმყოფობის ელექტრონული ისტორია (EHR immunisation), ანგარიში COVID-19-ის შესახებ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრისთვის ავადმყოფობის ელექტრონული ისტორიის საფუძველზე (PHC COVID reporting) და დაავადებებზე ზედამხედველობის ინტეგრირებული ელექტრონული სისტემა (EIDSS). 

საქართველოს წარმომადგენლებმა დამსწრეებს გაუზიარეს საკუთარი წარმატებები კომპლექსურ იმუნიზაციის სისტემაზე მუშაობასთან დაკავშრებით, რომელიც უზრუნველყოფს იმუნიზაციის პროცესის უწყვეტ მონიტორინგს მთელ ქვეყანაში. პანდემიის პერიოდში ეს სისტემა განახლდა COVID-19-ის მენეჯმენტის მხარდასაჭერად, რაც მოიცავს ვაქცინაციას და ტესტირებას COVID-19-ის საწინააღმდეგო ზომების ხელშეწყობის მიზნით.

მოლდოვის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა დამსწრეებს გააცნეს საკუთარი მიღწევები სხვადსხვა სფეროში, მათ შორის COVID-19-ის მენეჯმენტის მხარდაჭერის ელექტრონული საშუალებები, ვაქცინაციის სერტიფიკატები, ვაქცინების მარაგების მართვის საინფორმაციო სისტემები, და სხვა. 

დამატებითი ინფორმაცია

ე-ჯანმრთელობის ქსელი, ევროკომისია და დამოუკიდებელი ევროპელი ექსპერტები აქტიურად მონაწილეობენ ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფის მუშაობაში ჭკვიან ვაქცინაციის სერტიფიკატებზე.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა