2020 წლის 6 ოქტომბერს პროგრამის EU4Digital მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორ დაჩქარდეს 5G-ს დაწყება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. საღამოს შეხვედრა იყო ერთ-ერთი პარალელური ღონისძიება ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის 5-9 ოქტომბრის შეხვედრის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებებიდან.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტმა მონაწილემ, მათ შორის იყვნენ: სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (SEWG) წევრები, ევროკომისია (საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტის და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორატი – DG CONNECT, სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი – DG NEAR), ჰარმონიზებული ციფრული ბაზრების (HDM) კოორდინატორები, ევროკავშირის წარმომადგენლობები და სხვა დაინტერესებული მონაწილე მხარეები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.
მონაწილეებს მიეცათ უნიკალური შანსი მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია ადამიანების და გარემოს ელექტრომაგნიტური ტალღებისგან დაცვის შესახებ, და თერმულ ეფექტთან და ათვლის დონეებთან დაკავშირებული ძირითადი შეზღუდვების შესახებ, იმ ზღვრულ მაჩვენებლებზე მითითებით, რომელთა დაკმაყოფილება უსაფრთხოდ ითვლება. ამ საკითხებზე პრეზენტაცია გააკეთა ინიციატივის EU4Digital სპექტრის გუნდის ხელმძღვანელმა მარსინ ბიეკმა 5G-ს ეფექტურ და წარმატებულ დანერგვასთან დაკავშირებით; პრეზენტაცია ასევე მოიცავდა მაგალითებს 4G-სა და 5G-ს დანერგვის შესახებ იტალიაში, პოლონეთსა და ბელგიაში.
პრეზენტაციის შემდეგ მოისმინეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (SEWG) ხელმძღვანელის რომან ქურდაძის გამოხმაურება, რომელმაც წარმოადგინა სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის პრიორიტეტები 5G-ს საკითხზე, მათ შორის 5G ქსელების დანერგვა და ექსპლოატაცია, სპექტრის გაზიარება და კიბერუსაფრთხოება 5G ქსელებისთვის, მაუწყებლობა 5G-ში და ულტრა-მაღალი სიხშირის (UHF) ზოლის გამოყენება მომავალში. ღონისძიების დაიხურა ზოგადი დისკუსიით 5G-ს დანერგვასთან დაკავშირებული მიმდინარე მდგომარეობის და სამომავლო გეგმების შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. 700 მჰც რადიოსიხშირის ზოლის განთავისუფლება ახალი თაობის 5G ტექნოლოგიის დასანერგად წარმოადგენს სამიდან ერთ-ერთ მთავარ საკითხს პროგრამის EU4Digital ტელეკომის წესების თემატური სფეროს ფარგლებში. პროგრამის EU4Digital მიზანია მხარი დაუჭიროს კოორდინირებული მიდგომის შემუშავებას და განხორციელებას
700 მჰც გასათავისუფლებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში. საქმიანობის დღევანდელ ეტაპზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის 700 მჰც გასათავისუფლებელი რეგიონული სტრატეგიული გეგმა უკვე გადაეცა ქვეყნებს განსახორციელებლად, ხოლო რეგიონული სპექტრის შეთანხმება (RSA) არის განხილვის საბოლოო ეტაპზე და სავარაუდოდ, მას ხელი 2021 წლის დასაწყისში მოეწერება.