ე-უნარების ქსელის სამუშაო შეხვედრაზე თბილისში ციფრული უნარების სფეროს განვითარება განიხილეს

  • თარიღი: 29/01/20
  • გააზიარეთ:

2019 წლის 17-18 დეკემბერს თბილისში (საქართველო) ჩატარდა ე-უნარების ქსელის მე-7 სამუშაო შეხვედრა, რომელმაც გააშუქა უახლესი განვითარება ციფრული უნარების სფეროში და განიხილა არსებული საბაზო პარამეტრები ციფრული უნარების ინდიკატორების გასაზომად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ინიციატივის EU4Digital ციფრული უნარების ქსელი წარმოადგენს პლატფორმას საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გასაზიარებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას და ევროკავშირს შორის, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობას და იდეების შემუშავებას ჰარმონიზაციის ერთობლივი პროექტებისთვის.

სამუშაო შეხვედრის დროს მონაწილეებმა განიხილეს და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება შემდეგ საკითხებზე: ევროპული კომპეტენციების ჩარჩოს მიღება, ციფრული უნარების გაზომვა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მზაობა საკუთარი მიდგომების ადაპტაციისთვის ევროკავშირის პრაქტიკასთან.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს ციფრული უნარების და დასაქმების კოალიციების მდგომარეობა და ის, თუ რა არის საჭირო წარმატებული კოალიციის ჩამოყალიბების, მართვის და ადმინისტრირებისთვის თითოეულ ქვეყანაში.

დასასრულს მონაწილეებმა წარმოადგინეს და განიხილეს ციფრულ უნარებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ასპექტები, შედეგები და ძირითადი ინიციატივები აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში.

ღონისძიების განმავლობაში მონაწილეები შეთანხმდნენ განსახორციელებელ საქმიანობაზე შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ეროვნული კოალიციების ჩამოყალიბება, ერთობლივი მიდგომა ციფრული უნარების გაზომვის მიმართ, ასევე ტრენინგები, სასწავლო ვიზიტები და კონფერენციები ევროკავშირის პრაქტიკის გაზიარების მხარდასაჭერად.EU4Digital ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირი მხარს უჭერს ციფრულ უნარებთან დაკავშირებული სტრატეგიების დანერგვას  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მეთოდოლოგიის შესამუშავებას ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების პროგნოზირებისთვის, ასევე ეროვნული კოალიციების ჩამოყალიბებას ციფრული სამუშაო ადგილებისთვის და კომპეტენციების ჩარჩოს შექმნას მცირე და საშუალო საწარმოებისა და მიკრობიზნესისთვის.


ახალი ამბები

იხილეთ ყველა