ე-უნარების ქსელის სამუშაო შეხვედრა თბილისში

  • თარიღი: 13/11/19
  • გააზიარეთ:

17-18 დეკემბერს თბილისში ინიციატივის EU4Digital მიერ ორგანიზებული იქნება ე-უნარების ქსელის სამუშაო შეხვედრა.

ე-უნარების ქსელის სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანია საშუალება მისცეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და უახლესი განვითარების შედეგები ციფრული უნარების სფეროში, და განიხილონ არსებული საწყისი დონე პარტნიორ ქვეყნებში ციფრული უნარების ინდიკატორების შეფასებასთან დაკავშირებით.

ქსელური სამუშაო შეხვედრის მთავარი შედეგი იქნება EU4Digital კითხვარის შედეგების განხილვა და დამტკიცება; კითხვარი გამიზნულია სათანადო ინფორმაციის და მონაცემების შესაკრებად არსებული საწყისი სიტუაციის შესახებ ციფრული უნარების შეფასებასთან და პროგნოზირებასთან დაკავშირებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

სამუშაო შეხვედრის განმავლობაში წარმოდგენილი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად განხილული იქნება მცირე და საშუალო საწარმოების და მიკრობიზნესის კომპეტენციების ჩარჩოს შემუშავების მეთოდოლოგია და ციფრული უნარების და დასაქმების კოალიციის სტატუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ცალკეულ ქვეყნებში.

EU4Digital ინიციატივის ფარგლებში ე-უნარების ქსელი ფოკუსირებულია ეროვნული ციფრული უნარების სტრატეგიების შემუშავებასა და დანერგვაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, კერძოდ, ეროვნული კოალიციების ჩამოყალიბებით ციფრული სამუშაო ადგილებისთვის, ევროკავშირის „ელექტრონული უნარების და სამუშაო ადგილების კოალიციის“ საფუძველზე.

EU4Digital eSkills


მოვლენები

იხილეთ ყველა