პროგრამა EU4Digital 2 ივლისს ორგანიზებას უკეთებს პირველ ერთობლივ სამუშაო შეხვედრას უკრაინასთან და პოლონეთთან შემდგომი ნაბიჯების გასაცნობად და დასაწყებად ე-ვაჭრობის საპილოტე პროექტის განსახორციელებლად – ე-მიწოდების გადაწყვეტისთვის საზღვრისპირა მონაცემთა გაცვლის მიზნით.
2020 წლის დასაწყისში მიღებული იყო ოფიციალური ინფორმაცია ევროკომისიიდან შერჩეული საპილოტე ქვეყნების შესახებ ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის ე-მიწოდების გადაწყვეტის საპილოტე პროექტისთვის – ეს ქვეყნებია პოლონეთი და უკრაინა. საპილოტე ქვეყნების წარმომადგენლებთან მიმდინარე დისკუსიების და კონსულტაციების შემდეგ ჩატარდება პირველი შეხვედრა ყველა მონაწილე მხარესთან; შეხვედრა ორგანიზებული იქნება ვირტუალურად პროგრამის EU4Digital მიერ.
შეხვედრის მთავარი ამოცანაა ე-მიწოდების გადაწყვეტის, საპილოტე კონცეფციის, მმართველობის სტრუქტურის და პილოტირების სხვა შესაბამისი ასპექტების წარდგენა.
პროგრამის EU4Digital ექსპერტთა გუნდი ნომინირებულ სპეციალისტებთან, შერჩეული ქვეყნების წარმომადგენლებთან და სხვა მონაწილეებთან ერთად განიხილავს ე-მიწოდების საპილოტე პროგრამის წარმატებით განხორციელების შესაბამის ასპექტებს. გარდა ამისა, პროგრამის EU4Digital ექსპერტები წარმოადგენენ დაგეგმილი საკანონმდებლო ანალიზის სტრატეგიას, განიხილავენ ე-მიწოდების პილოტის ვადებს, მიმდინარე პროგრესს და სხვა მონაწილე მხარეებთან ერთად შეათანხმებენ მომდევნო ნაბიჯებს.
საპილოტე პროექტის შესახებ
საზღვრისპირა ე-ვაჭრობის საპილოტე პროექტი მოსინჯავს ნიადაგს ელექტრონული ანგარიშფაქტურების გაცვლისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის შერჩეულ ქვეყნებში ევროკავშირის მასშტაბით დანერგილი გადაწყვეტების და სტანდარტების გამოყენებით.
ე-მიწოდების გადაწყვეტის პილოტირების განმავლობაში შეიკრიბება მონაწილე კომპანიების და სამთავრობო უწყებების მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ გაუმჯობესდეს რეალური გადაწყვეტის განხორციელების პროცესი. მომზადდება შედეგები და რეკომენდაციები (იურიდიული, საორგანიზაციო, ტექნიკური, პროცესთან დაკავშირებული) და გადაეცემა დაინტერესებულ მხარეებს. გარდა ამისა, ორგანიზებული იქნება ვიზიტები ობიექტებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებისთვის პილოტირებულ გადაწყვეტაზე დაკვირვების და მისი მოდელის საკუთარ ქვეყანაში დანერგვის მიზნით.
პროგრამის EU4Digital შესახებ: ე-ვაჭრობის აქტივობები ე-მიწოდების საპილოტე პროექტი წარმოადგენს ე-ვაჭრობის აქტივობის ნაწილს, რომელსაც ახორციელებს პროგრამა EU4Digital. პროგრამის EU4Digital საშუალებით ევროკავშირი ხელს უწყობს ვაჭრობის გამარტივებას და ჰარმონიზაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან; ეს ხორციელდება საერთო ჩარჩოების მხარდაჭერით ე-კომერციის, ე-საბაჟოს და ე-ლოგისტიკისთვის, ასევე მუშაობით ციფრული სატრანსპორტო დერეფნების მიმართულებით.