პროგრამის EU4Digital ღონისძიებაზე ე-ვაჭრობის სფეროს მიღწევები და პერსპექტივები გაშუქდა
თარიღი: 13/10/20
პრეზენტაცია ელექტრონული ვაჭრობის სფეროს წინსვლის და სამომავლო გეგმების შესახებ გაიმართა პროგრამის EU4Digital 2020 წლის 9 ოქტომბრის თემატურ სესიაზე, 5-9 ოქტომბერს ვირტუალურად ჩატარებული ყოველწლიური საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში.
ე-ვაჭრობის სესიას დაესწრო 60-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის:
სიტყვით გამომსვლელები ევროკომისიიდან;
პროგრამის EU4Digital ე-ვაჭრობის საკონტაქტო ქსელის წევრები;
ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის (HDM) კოორდინატორები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან;
სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ე-ვაჭრობის ექსპერტები;
პროგრამის EU4Digital ეროვნული კოორდინატორები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.
პროგრამის EU4Digital ე-ვაჭრობის თემატური მიმართულების ხელმძღვანელმა რუტა სალვიტე-ტამოსიუნიენემ მიმოიხილა ე-ვაჭრობის საქმიანობის წინსვლა და გეგმები , მათ შორის ე-მიწოდების, ე-საბაჟოს და ე-კომერციის საპილოტე პროექტები, ასევე ციფრული სატრანსპორტო დერეფნისთვის (DTC) მოსამზადებელი ღონისძიებები. კერძოდ, პროგრამის EU4Digital გუნდმა წარმოადგინა ძირითადი მიღწევები საკოორდინაციო კომიტეტის გასული შეხვედრის შემდეგ, მათი სარგებლიანობა ბიზნესის, მთავრობის და მოქალაქეებისთვის, და სექტორის სამომავლო გეგმები.
წარმოდგენილი იყო სახელმწიფოთაშორისი ე-ვაჭრობის ერთ-ერთი საეტაპო საქმიანობა (ე-მიწოდება): 9 ოქტომბერს წარმატებით დაიწყო ე-მიწოდების საპილოტე პროექტი უკრაინის და პოლონეთის ოთხ კომპანიას შორის. საპილოტე პროექტი შესაძლებლობას მისცემს მონაწილე მხარეებს გაცვალონ მონაცემები ევროკავშირთან და მის ფარგლებს გარეთ.
ე-საბაჟოში ერთ-ერთი ძირითადი მიღწევა იყო გაძლიერებული ორმხრივი თანამშრომლობა საბაჟო სამსახურებს შორის ლიეტუვასა და ბელარუსში. როგორც პროგრამამ EU4Digital აღნიშნა, დადასტურებულია, რომ მონაცემთა სისტემატური ელექტრონული გაცვლის (SEED) მეთოდს აქვს ადაპტაციის პოტენციალი მომხმარებლის საჭიროებების და ეროვნული მოთხოვნების მიმართ. ამჟამად მიმდინარეობს საჭირო შესწორებების განხორციელება, და ლიეტუვას და ბელარუსს შორის საპილოტე პროექტი პროგნოზის მიხედვით 2020 წლის ნოემბერში დაიწყება.
ციფრული სატრანსპორტო დერეფნის აქტივობა დასრულებულია; შემუშავებულია სამწლიანი პროგრამა და განსაზღვრულია მოსამზადებელი სამუშაო ციფრული სატრანსპორტო დერეფნის შესაქმნელად ბალტიის და შავ ზღვებს შორის. ეს პროგრამა ნერგავს მიმდინარე ინიციატივებს ბელარუსსა და უკრაინაში, რამაც დაადასტურა მათი სურვილი განაგრძონ საქმიანობა ციფრული სატრანსპორტო დერეფნის საკითხზე, ევროკავშირის ძირითადი კანონმდებლობის და განვითარების შესაბამისად. განხორციელებული პროგრამის მიზანია დააწესოს ლოგისტიკური ინფორმაციის უხარვეზო უწყვეტი გაცვლა სატრანსპორტო დერეფნის ორივე მხარეს შავ და ბალტიის ზღვებს შორის. პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტია 10.5 მილიონი ევრო და მისი დაწყება შესაძლებელია 2021 წლის დასაწყისში. ე-კომერციის გუნდმა დაასრულა ე-კომერციის მიმდინარე ვითარების შესწავლა ევროკავშირში, მათ შორის კანონმდებლობის, სტანდარტების და ეკოსისტემის ძირითად
სფეროში, რაც უმნიშვნელოვანესია B2C სახელმწიფოთაშორისი ტრანზაქციებისთვის. აღნიშნულმა შექმნა საფუძველი დიდი რაოდენობის მონაცემთა შესაგროვებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, 50-ზე მეტი მონაწილით მთელი რეგიონის მასშტაბით, და 100-ზე მეტი დასმული კითხვით 15-ზე მეტ ძირითად სფეროში, რაც ე-კომერციის მთელ ღირებულებათა ჯაჭვს მოიცავს. ამჟამად მთავრდება ხარვეზების განსაზღვრა და რეკომენდაციების შემუშავება რეგიონულ და ეროვნულ დონეზე. აღნიშნულის მიზანია სახელმწიფოთაშორისი ე-კომერციის წინაშე არსებული ბარიერების აღმოფხვრა და მისი განვითარების ხელშეწყობა, რასაც 2020 წლის ნოემბრისთვის დაგეგმილი საპილოტე პროექტიც დაუჭერს მხარს.
ამ სესიის განმავლობაში, ე-ვაჭრობის ქსელის კოორდინატორმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სხვა წარმომადგენლებმა გამოხატეს საპილოტე პროექტებში უფრო მეტი ქვეყნის მონაწილეობის სურვილი; ასევე საპილოტე პროექტების სხვა სახეობის ტრანსპორტში (მაგ. საზღვაო) და სხვა სფეროებში (მაგ. სანიტარია და ფიტოსანიტარია) ჩატარების სურვილი.
დამატებით ინფორმაცია ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის მეორე ყოველწლიური შეხვედრა ორგანიზებული იყო პროგრამის EU4Digital მიერ ვირტუალური სესიების სერიის სახით, რომლებზეც პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები იქნა განხილული. გახდით საინფორმაციო ბიულეტენის ხელმომწერი და იყავით ყოველთვის ინფორმირებული.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.