ობიექტივშია ე-ვაჭრობა: საზღვარზე მოლოდინის დროის შემცირება საბაჟო ინფორმაციის გაცვლის საშუალებით

  • თარიღი: 23/03/20
  • გააზიარეთ:

მზარდად გლობალიზებულ სამყაროში სწრაფად მზარდი ტრაფიკით და საზღვრისპირა საქმიანობით, თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, რომლებიც ახორციელებენ კონტროლს საზღვრის ორივე მხარეს, გადამწყვეტ როლს ასრულებს კანონიერი ვაჭრობის მხარდაჭერაში. ეფექტური თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლის ავტომატიზაცია ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

ევროკავშირს და მის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის არსებობს 31 საგზაო სასაზღვრო გადაკვეთის პუნქტი. 2018 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ევროკავშირის მიმართულებით სასაზღვრო პუნქტი გადაკვეთა დაახლოებით 1.65 მილიონმა სატვირთო მანქანამ, ხოლო საპირისპირო მიმართულებით – 1.8 მილიონმა სატვირთო მანქანამ. ერთი საზღვრის გადაკვეთის პუნქტი ემსახურება საშუალოდ 10,000 სატვირთო მანქანას თვეში ორივე მიმართულებით.

საზღვრის გადაკვეთის იმ პუნქტებზე, რომლებსაც აქვთ სახმელეთო ტვირთების ტრანზიტის დიდი მოცულობა, კომერციული სატვირთო მანქანების რაოდენობა კიდევ უფრო დიდია. მაგალითად, საზღვარს ბელარუსსა და ლიეტუვას შორის აქვს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დატვირთული კომერციული ტრაფიკის ნაკადი ევროკავშირში შესვლისას ამ რეგიონში. 2019 წელს საშუალოდ 1,700 სატვირთო მანქანას ემსახურებოდნენ დღეში ორივე მიმართულებით (საზღვრის გადაკვეთის ოთხ პუნქტზე). ამასთან შედარებით, ტრაფიკის იგივე მოცულობას (საშუალოდ 1,900 სატვირთო მანქანას დღეში) ატარებს ორჯერ მეტი საზღვრის გადაკვეთის პუნქტი (რვა პუნქტი) პოლონეთისა და უკრაინის საზღვარზე. ზოგიერთ შემთხვევაში, რიგებმა ბელარუს-ლიეტუვის საზღვარზე შეიძლება 14-16 კმ-ს მიაღწიოს, რასაც საზღვრის გადაკვეთისთვის დაახლოებით ორიდან ოთხ დღემდე სჭირდება. ამის შედეგია არა მარტო საქონლის დაგვიანებით მიწოდება, არამედ რეგიონებს შორის მოქმედი ბიზნესის შემოსავლების დაკარგვა.

გრძელი რიგები და უშიშროების არაეფექტური მართვა

საზღვარზე გრძელი რიგების და მოლოდინის დროის გარდა, მეორე მნიშვნელოვანი პრობლემაა შესაბამისი კომუნიკაციის არარსებობა და ინფორმაციის დროულად მიუღებლობა. ამის შედეგია უსაფრთხოების და უშიშროების არაეფექტური მართვა. როგორც აღმოსავლეთ სამეზობლოში, ისე ევროკავშირში, აუცილებელია რეალურ დროში არსებული სანდო და მკაფიო ინფორმაცია უსაფრთხოების და უშიშროების რისკების სამართავად, საბაჟო კონტროლზე ყურადღების გასამახვილებლად, და რეგიონის ფინანსური და ეკონომიკური ინტერესების დასაცავად, იმავდროულად კანონიერი ვაჭრობის მხარდაჭერით.

დღევანდელ ციფრულ გარემოში, გადაწყვეტის საშუალება, რომელიც შეძლებდა საბაჟო პროცესების ოპტიმიზაციას და ავტომატიზაციას ისეთი მახასიათებლების საშუალებით, როგორიცაა ჩამოსვლისწინა ინფორმაციის გაცვლა ან საზღვრის გადაკვეთის პუნქტებზე ტრაფიკის პროგნოზირების მექანიზმები, უფრო მეტად არის საჭირო, ვიდრე ოდესმე. მიუხედავად ამისა, ასეთი გადაწყვეტა ამჟამად არ გამოიყენება, და ინფორმაციის გაცვლა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის ამჟამად ხდება მხოლოდ ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების და/ან ბილატერალური შეთანხმებების კონტექსტში.

ინფორმაციის გაცვლა ევროკავშირის გარე საზღვარზე არის შეზღუდული, არასტრუქტურირებული და უმეტესად ხორციელდება მოთხოვნის საფუძველზე. დისკუსიები საბაჟო ინფორმაციის გაცვლის შესახებ მესამე ქვეყნებთან მხოლოდ ახლახან იყო ინიცირებული. აქედან გამომდინარე, ევროკავშირს და ბელარუსს შორის შეიქმნა საბაჟო დიალოგის სამუშაო ჯგუფი ინფორმაციის გაცვლის პრობლემების გადასაჭრელად ქვეყნებს შორის.

საბაჟო ინფორმაციის ოპტიმიზებული და ავტომატიზებული გაცვლის სისტემის ერთი კარგი მაგალითი განხორციელდა დასავლეთ ბალკანეთში. მონაცემთა სისტემატური ელექტრონული გაცვლის (SEED) გადაწყვეტის დანერგვა რეგიონის ექვს ქვეყანაში დაეხმარა ჩამოსვლისწინა მონაცემების სისტემატური და ავტომატიზებული გაცვლის შემოღებას, რასაც შედეგად მოჰყვა რეგიონული თანამშრომლობის და კანონის აღსრულების გაუმჯობესება. გადაწყვეტის განხორციელება დაფინანსებული იყო ევროკავშირის მიერ.

მოწინავე გადაწყვეტის საშუალებების ტესტირება აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის

ე-ვაჭრობის და ე-საბაჟოს სფეროში საკუთარი საქმიანობის ფარგლებში, პროგრამა EU4Digital გეგმავს საბაჟო ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების პილოტირებას. მოხდება მოწინავე გადაწყვეტის საშუალებების ტესტირება რამდენიმე სამიზნე ჯგუფთან – აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის, ასევე პარტნიორ ქვეყნებს და ევროკავშირს შორის. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საჭირო საკანონმდებლო ბაზა ამჟამად არ არსებობს, მაინც შესაძლებელია ინფორმაციის გაცვლის მოწინავე საშუალებების ტესტირება და პოტენციური სარგებლის განსაზღვრა. გარდა ამისა, აღნიშნული შექმნის საჭირო საკანონმდებლო, ტექნიკური და საორგანიზაციო მოდიფიკაციების და რეკომენდაციების განსაზღვრის შესაძლებლობას გადაწყვეტის სრულმასშტაბიანი განხორციელებისთვის.

ე-საბაჟო საქმიანობის მიზანია ხელი შეუწყოს საბაჟოებს შორის მონაცემთა დროულ გაცვლას, და უჩვენოს შედეგები, კონკრეტულად კი გააუმჯობესოს საქონლის გაშვების დრო. ამ ამოცანების მისაღწევად, ე-საბაჟოს საპილოტე საქმიანობა კონცენტრირებული იქნება იმ ორი მეზობელი ქვეყნის საზღვრისპირა საბაჟო ოფისებს შორის, სადაც ყველაზე მაღალია ვაჭრობის მაჩვენებელი.

გარკვეული მოსამზადებელი სამუშაო შერჩეული საპილოტე საქმიანობის შერჩეული გადაწყვეტისთვის უკვე ჩატარდა, მათ შორის:

•   ჩამოსვლისწინა ინფორმაციის გაცვლის არსებული ალტერნატივების ანალიზი;

•   პარტნიორი ქვეყნების საქმის ვითარების ანალიზი, მათ შორის განხილული ქვეყნების წყვილები, რომლებიც ევროკომისიას წარუდგინეს;

•   განსაზღვრული სია იმ პრიორიტეტულ მონაცემთა სცენარებით, რომელთა გაცვლა უნდა მოხდეს საპილოტე საქმიანობის დროს;

•   წინასწარი სამოქმედო გეგმა საპილოტე ქვეყნებისთვის, მათ შორის ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა სპეციალისტების დასახელება საპილოტე პროექტისთვის.

არსებული გადაწყვეტის საშუალებების ანალიზის ჩატარების შემდეგ, მონაცემთა სისტემატური ელექტრონული გაცვლა (SEED) გამოიკვეთა, როგორც ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი შემდეგი მიზეზების გამო: მისი უსაფრთხოების და მონაცემთა აპრობირებული სტანდარტები, მარტივი ადაპტაცია მთელი რეგიონის ეროვნულ სისტემებთან, და მოქნილობა ფუნქციურობის და მონაცემთა ერთობლიობის გაცვლის მოთხოვნების თვალსაზრისით.

ეფექტური სისტემა: დასავლეთ ბალკანეთის მაგალითი

დასავლეთ ბალკანეთში პროექტის მთავარი ამოცანა იყო საბაჟო ადმინისტრაციების ძალისხმევის მხარდაჭერა მონაცემთა სისტემატური ელექტრონული გაცვლის (SEED) სისტემის დანერგვაში ჩამოსვლიწინა ინფორმაციის გაცვლის მიზნით. მონაცემთა სისტემატური ელექტრონული გაცვლის (SEED) დანერგვით, საბაჟო ადმინისტრაციებმა რეგიონში შეძლეს საკუთარი ადმინისტრაციული პოტენციალის გაზრდა საინფორმაციო ტექნოლოგიების და რისკის ანალიზის სფეროში, ასევე შემოსავლის გაზრდა, და ახლა შეუძლიათ უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლა რეგიონული თანამშრომლობის გაუმჯობესების პარალელურად. ამ სისტემის საშუალებით შესაძლებელია შემდეგი სახის დარღვევებთან და გაყალბებასთან ბრძოლა, ან მათი აღმოფხვრა: 

•   ფასის შემცირება (ინვოისების შეცვლა / საბაჟო ღირებულების შემცირება საბაჟოზე შესვლისას);

•   დატვირთული სატვირთო მანქანების გასვლის ყალბი დადასტურება (დარღვევა, დაკავშირებული დღგ-ს ანაზღაურებასთან);

•   ATA კარნეტების გამოყენებასთან/ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული დარღვევები.

მონაცემთა სისტემატური ელექტრონული გაცვლის (SEED) პროექტის შემდეგი ფაზა დასავლეთ ბალკანეთში ავსებს ჩამოსვლისწინა ინფორმაციის გაცვლის სისტემას, რომელიც შეესაბამება სავაჭრო ნაკადებს ბენეფიციარებს შორის. ეს ნიშნავს, რომ საბაჟო უწყებების გარდა, რეგიონულ ელექტრონულ მონაცემთა გაცვლაში SEED+ სისტემა ჩართავს როგორც SPS უწყებებს (ფიტოსანიტარიის და ვეტერინარული ინსპექციები), ისე წამლის სააგენტოებს. ეს იძლევა სერტიფიკატების და სხვა სათანადო დოკუმენტაციის წინასწარი გაცვლის საშუალებას საზღვრის გადაკვეთის პროცედურების და განბაჟების ფორმალობების გამარტივების და დაჩქარების მიზნით.   

იწყება საპილოტე პროექტი ბელარუსს და ლიეტუვას შორის

საპილოტე ქვეყნების შემოთავაზებული განხილვის შემდეგ, ევროკომისიას ახლა უკვე დამტკიცებული აქვს ბელარუსი და ლიეტუვა, როგორც საპილოტე ქვეყნები ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის საბაჟო ინფორმაციის გაცვლის საპილოტე პროექტისთვის. აქედან გამომდინარე, მიღებული იქნა საპილოტე პროექტში მონაწილეობის სურვილის და მზაობის დადასტურებები, და ორგანიზებული იყო მონაწილე ქვეყნების პირველი სამუშაო შეხვედრა.

თავდაპირველი სამუშაო შეხვედრა პროგრამის EU4Digital ე-საბაჟოს ექსპერტებსა და საპილოტე ქვეყნების სპეციალისტებს შორის შედგა 2020 წლის 27 თებერვალს ვილნიუსში, ლიეტუვა. შეხვედრის დროს წარმოდგენილი და განხილული იყო შერჩეული გადაწყვეტის საშუალება (მონაცემთა სისტემატური ელექტრონული გაცვლა – SEED) და მისი ფუნქციურობა, მონაწილეებს კი ჰქონდათ შესაძლებლობა ენახათ SEED გადაწყვეტის საშუალების ცოცხალი დემონსტრაცია. დაიწყო ასევე დისკუსიები პოტენციურ მონაცემთა ერთობლიობის შესახებ, რომელთა გაცვლა უნდა განხორციელდეს.

28 თებერვალს ვილნიუსში ვიზიტის დროს, SEED ექსპერტები ასევე ეწვივნენ მედინინკაის საზღვრის გადაკვეთის პუნქტს, სადაც მათ უჩვენეს არსებული საბაჟო სისტემა და ინფრასტრუქტურა.

მეორე სამუშაო შეხვედრა (ტელეკონფერენცია) საპილოტე ქვეყნებთან შედგა 23 მარტს. შეხვედრის მიზანი – იმ პოტენციური ფუნქციების შეთანხმება, რომელთა პილოტირება უნდა განხორციელდეს; ასევე მეტი ტექნიკური დეტალის განხილვა, როგორიცაა მაგ. კომპიუტერული აპარატურა, პროგრამული პლატფორმა და სხვ.

მოსალოდნელია, რომ საპილოტე პროექტი ბელარუს-ლიეტუვის საზღვარზე ჩაატარებს მონაცემთა გაცვლის გავლენის ტესტირებას საზღვრის უფრო სწრაფად გადაკვეთაზე, ასევე უსაფრთხოების და უშიშროების რისკის მენეჯმენტზე. გარდა ამისა, საპილოტე პროექტი ხელს შეუწყობს იმ ბარიერების განსაზღვრას, რომელთა აღმოფხვრა კვლავაც საჭიროა საორგანიზაციო, საკანონმდებლო და ტექნიკურ სფეროებში.

ამის შედეგად მოსალოდნელია, რომ მომავალში საპილოტე პროექტი შეიძლება იქცეს სრულად ფუნქციონირებად გადაწყვეტის საშუალებად, რომელიც ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას ე-ვაჭრობის გასამარტივებლად სხვა საზღვრებზე ევროკავშირსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის.


წარმატების ისტორიები

იხილეთ ყველა