2019 წლის 10-11 ოქტომბერს ჰელსინკში ჩატარდება ე-ვაჭრობის ქსელის მე-7 სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანია იმ საერთო ხედვის, საპილოტე პროექტების მასშტაბის და მოსამზადებელი ღონისძიებების წარდგენა და ქსელის სამუშაო ჯგუფებთან ერთად განხილვა, რომლებიც შემუშავებულია პროექტის EU4Digital ექსპერტთა გუნდის მიერ შესაბამისი ე-ვაჭრობის, ე-საბაჟოს, ე-ლოგისტიკის და ციფრული დერეფნების საქმიანობისთვის.
გარდა ამისა, 2019 წლის 9 ოქტომბერს მონაწილეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ “ციფრული ტრანსპორტის დღეების” კონფერენციის შესაბამის სესიებში; კონფერენცია არის ევროკავშირის მთავარი ღონისძიება, მიძღვნილი სავაჭრო/სატრანსპორტო ქსელების და ლოგისტიკის სექტორის ციფრული ტრანსფორმაციისთვის 2019 წელს.