ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინვესტიცია საქართველოს სოფლებს სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფს
თარიღი: 17/12/21
ევროპის საინვესტიციო ბანკი – ევროპის კავშირის ბანკი – საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ქსელის გასაფართოებლად განახორციელებს 34 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციას, რომელიც საქართველოს 1000 სოფელსა და შორეულ დასახლებაში მცხოვრებ 500000-მდე ადამიანს სწრაფ და საიმედო ინტერნეტ-სერვისებს მიაწვდის.
ინვესტიცია დააფინანსებს 5000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის ინსტალაციას და უზრუნველყოფს ღია დაშვების ინფრასტრუქტურის დანერგვას საქართველოს საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებისთვის მათ მიერ სწრაფი ინტერნეტის სერვისების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირმა გარანტია გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე გასცა.
ეს პროექტი მხარს უჭერს გაუმჯობესებულ ციფრულ კავშირს – როგორც საქართველოსთვის ხუთი საფლაგმანო ინიციატივიდან ერთ-ერთს, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ეს ახალი ოპერაცია არის ევროპის გუნდის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, რათა საქართველოს მხარი დაუჭიროს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაში, ეკოლოგიური და მდგრადი სოციალური და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში და ქვეყნის მასშტაბით სტიქიური უბედურებებისადმი, როგორიცაა COVID-19 პანდემია, მდგრადობის გაზრდაში.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა:„საქართველოში ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის სფეროში ინვესტიცია მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის და ასევე კეთილდღეობის მოსაპოვებლად… ეს საფლაგმანო პროგრამა ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების გაჩენას და სოფლებსა და ქალაქებს შორის არსებული ციფრული სხვაობის შემცირებას მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების გზით დაახლოებით 1000 სოფლისთვის. მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს მოდერნიზაციის, ეკონომიკური განვითარებისა და აღდგენის საქმეში, ასევე ციფრული ინტეგრაციის ხელშეწყობა მისი ეროვნული ფართოზოლოვანი სტრატეგიის შესაბამისად“.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობაზე, აღნიშნა: „ჩვენი ინვესტიცია სწრაფ და საიმედო ინტერნეტ სერვისებში საქართველოს სოფლებისთვის… მხარს უჭერს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობისა და მისი მდგრადი და ეკოლოგიური განვითარებისთვის. … ევროპის გუნდთან, EU4Digital-თან, მსოფლიო ბანკთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად, ვაშენებთ თანამედროვე ინფრასტრუქტურას, რომელიც უმნიშვნელოვანესია თანამედროვე და აყვავებული საქართველოსთვის“.
ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი საქართველოს Open Net პროგრამის ფარგლებში საჭირო ციფრულ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს, და საქართველოს სოფლებში ხელს შეუწყობს და გააფართოებს ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან კერძო პირებსა და საწარმოების წვდომას. ეს პროგრამა ითვალისწინებს თანამედროვე ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას ქვეყანაში ციფრული სხვაობის შესამცირებლად, საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად. Open Net პროგრამა არის Log-In Georgia პროექტის მთავარი კომპონენტი, რომელიც ქვეყანაში ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან კერძო პირებისა და საწარმოების წვდომას ხელს უწყობს. ინფრასტრუქტურის განვითარების გარდა, Log In Georgia პროექტს ასევე გააჩნია პოტენციალი, ხელი შეუწყოს განათლებას, ჯანდაცვას და ფინანსურ სერვისებს, როგორც გაუმჯობესებული ფართოზოლოვანი კავშირის სარგებელს შერჩეულ სოფლებში; იგი ზრდის ქალების, სოციალური უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ციფრულ ჩართულობას.
Log-in Georgia პროექტი და Open Net პროგრამა სრულად უჭერენ მხარს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებას, რომელიც მომზადებულია ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ევროკავშირმა და მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობას სტრატეგიის შემუშავებაში ორმაგი ტექნიკური დახმარება გაუწიეს. იგი მოიცავდა დახმარებას სამართლებრივი, პოლიტიკისა და მარეგულირებელი რეფორმების შემუშავებასა და ასევე ეროვნულ ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების წახალისების სქემის შექმნაში.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.