ევროკავშირის კოდირების კვირეულის 2020 სასტარტო ღონისძიება ციფრული მომავლის უნარების მხარდასაჭერად

  • თარიღი: 08/10/20
  • გააზიარეთ:

ევროპული კოდირების მე-8 კვირეული – ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი მასობრივი ინიციატივა, რომლის მიზანია ყველას გააცნოს კოდირება და ციფრული ტექნოლოგიები გასართობი და სასიამოვნო საშუალებებით – 8 ოქტომბერს გაიხსნა ონლაინ ღონისძიების სახით. 10-დან 25 ოქტომბრამდე კოდირების კვირეულზე წარმოდგენილი იქნება უამრავი ონლაინ საქმიანობა და ორიგინალური #CodeWeekDance გამოწვევა, რომელშიც მონაწილეობის საშუალება ექნებათ სკოლებს, მასწავლებლებს, ბიბლიოთეკებს და მრავალ სხვა ორგანიზაციას.

ევროკომისიის წარმომადგენელმა ინოვაციების, მეცნიერების, კულტურის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეებში, მარია გაბრიელმა, განაცხადა: “მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვთანამშრომლობ ევროკავშირის კოდირების კვირეულთან, რომელიც არის ყველა ასაკის ადამიანის სტიმული ინფორმაციის მისაღებად პროგრამირების, კომპიუტერების და მრავალი სხვა ტექნოლოგიური საქმიანობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ წელს ყველა ღონისძიება ონლაინ სივრცეში გადავიტანეთ არსებული გარემოებების გამო, ჩვენი მისწრაფება არ შეცვლილა: ჩვენი მიზანია მივწვდეთ მილიონობით ადამიანს ევროპის მასშტაბით და დავეხმაროთ მათ ტექნოლოგიების გაცნობაში, ახალი უნარების ათვისებაში, და გავაძლიეროთ ისინი ციფრული სწავლის საშუალებით”.

გასულ წელს ევროკავშირის კოდირების კვირეულში 4.2 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში.

დამატებითი ინფორმაცია


ახალი ამბები

იხილეთ ყველა