თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ 10 დღე იმისათვის, რომ შეუერთდეთ მასწავლებლების, მშობლების და კოდირების ენთუზიასტების ჯგუფს და გაიაროთ რეგისტრაცია #CodeWeek გაცნობით ონლაინ კურსზე კოდირების და გამოთვლითი აზროვნების თემაზე.
შეფასების მიხედვით, ამ გაცნობითი კურსის სამუშაო სულ ხუთ საათს გრძელდება. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დაიწყონ და დაამთავრონ კურსი ერთი დღის, ან ხუთი კვირის განმავლობაში 11 მაისიდან 15 ივნისამდე, მათი თავისუფალი დროიდან გამომდინარე.
ამ მოკლე გაცნობითი კურსის მიზანია გახადოს ინიციატივა EU Code Week (ევროკავშირის კოდირების კვირეული) უფრო მიმზიდველი და აზრიანი მასწავლებლების, სკოლების და მშობლებისთვის, და მიაწოდოს მათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს კოდირების და გამოთვლით აზროვნების ინტეგრირებას გაკვეთილებში. კოდირების შესწავლას შეუძლია გააძლიეროს მოსწავლეები იმისათვის, რომ ისინი ჩადგნენ ციფრული საზოგადოების ავანგარდში, უკეთ გაიაზრონ გარემომცველი სამყარო და გაზარდონ წარმატების შესაძლებლობები პირად და პროფესიულ ცხოვრებაში.
კურსი უზრუნველყოფს მონაწილეებს კოდირების და გამოთვლითი აზროვნების ცოდნით და უნარებით, ასევე იდეებით, უფასო ტრენინგის მასალებით და რესურსებით იმისათვის, რომ დაეხმაროს მათ Code Week ღონისძიების ორგანიზებაში ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე.
მასწავლებლები, მშობლები და განათლების სფეროს პროფესიონალები გაეცნობიან ინიციატივას Code Week და მასში მონაწილეობის წესებს; ამ ინიციატივამ გასულ წელს ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ 4.2 მილიონი ადამიანი შეკრიბა. ღია მასობრივი ონლაინ კურსის დასასრულს ათვისებული ცოდნის და უნარების გარდა, ის მონაწილეები, რომლებმაც კურსი წარმატებით დაასრულეს, მიიღებენ European Schoolnet-ის სამკერდე ნიშანს და სერთიფიკატს. გარდა ამისა, ევროკავშირის კოდირების კვირეულში (EU Code Week) მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, ისინი მიიღებენ ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ სერთიფიკატს.
მოგესალმებით ევროკავშირის Code Week ხელმეორე გაცნობით ღია მასობრივი ონლაინ კურსზე