EU Code Week

  • თარიღი: 10/10/20 – 25/10/20
  • გააზიარეთ:

ინიციატივა EU Code Week (ევროკავშირის კოდირების კვირა) რომელიც 2020 წლის 10-25 ოქტომბერს ჩატარდება, არის მასობრივი მოძრაობა, რომელიც ნიშნავს შემოქმედებით მიდგომას, პრობლემების გადაჭრას და თანამშრომლობას პროგრამირების და სხვა ტექნიკური აქტივობების საშუალებით.

მისი ხედვაა გახადოს პროგრამირება უფრო ცნობადი, უჩვენოს ახალგაზრდებს, მოზრდილებს და ხანდაზმულებს, თუ როგორ უნდა გაცოცხლდეს იდეა კოდირების საშუალებით, როგორ მოხდეს ამ უნარებისთვის საიდუმლოების ნიღბის ჩამოხსნა და მოტივირებული ადამიანების შეკრება სწავლის მიზნით.

ჩაერთეთ ინიციატივაში EU Code Week კოდირების ღონისძიების ორგანიზებით თქვენს ქალაქში, მონაწილეობის მიღებით ღონისძიებაში გამოწვევა – კოდირების კვირა ყველასთვის (Code Week 4 All Challenge) და ღონისძიებების ერთმანეთთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნებში, ან დაეხმარეთ  ინიციატივის Code Week ხედვის გავრცელებას – გახდით ინიციატივის ევროკავშირის კოდირების კვირის ელჩი თქვენს ქვეყანაში!

2019 წელს ინიციატივაში EU Code Week მონაწილეობა მიიღო 4,2 მილიონმა ადამიანმა მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან.

მონაწილეთა საშუალო ასაკი იყო 11 წელი, ხოლო მონაწილეთა 49% 2019 წელს ქალები და გოგონები იყვნენ. ინიციატივის EU Code Week ღონისძიებების 92% სკოლებში ჩატარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ 2019 წლის კამპანიის განმავლობაში მასწავლებლების გასაძლიერებლად გაწეული ძალისხმევა წარმატებული იყო.

აქტივობის ორგანიზება ან მასში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ამოარჩიეთ თემა და სამიზნე აუდიტორია, და დაამატეთ თქვენი აქტივობა რუკაზე.

მოვლენები

იხილეთ ყველა