ევროკავშირი საქართველოში იწყებს ახალ პროექტს ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების მხარდასაჭერად EU4Digital ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის, ელექტრონული სერვისებისა და რეგულაციების გაუმჯობესებას
თარიღი: 13/05/19
ევროკავშირმა ოფიციალურად წარადგინა ახალი პროგრამა
EU4Digital, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული
ეკონომიკისა და საზოგადოების მხარდაჭერას საქართველოში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის
ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან
თანამშრომლობით.
EU4Digital მიზნად ისახავს ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის სიკეთეების ინტეგრაციას
საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. აღნიშნული ინიციატივით ევროკავშირი
ხელს შეუწყობს ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების პოტენციალის განვითარებას, რაც
განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, მოსახლეობის ცხოვრების
დონის გაუმჯობესებასა და ბიზნესის გაძლიერებას.
EU4Digital-ის ფარგლებში, ევროკავშირი
ხელს შეუწყობს საქართველოს როუმინგის ტარიფების
შემცირებაში და მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი
ინფრასტრუქტურის განვითარებაში. აღნიშნული განაპირობებს ეკონომიკურ გაძლიერებას, ელექტრონული სერვისების გაუმჯობესებას, საზოგადოების
მასშტაბით ციფრული ჩარჩოების ჰარმონიზაციას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ლოჯისტიკა თუ ჯანდაცვა, კიბერუსაფრთხოება თუ ციფრული უნარ-ჩვევები.
პროგრამა ოფიციალურად წარადგინეს კარლო ნატალემ, ევროკავშირის
ელჩის მოადგილემ საქართველოში და ლაშა მიქავამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის მოადგილემ.
„ევროკავშირი მოხარულია, წარადგინოს EU4Digital პროგრამა საქართველოში. ძლიერი ციფრული ინფრასტრუქტურა არის გზა მომავლისკენ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით ჩვენ შევქმნით არა მხოლოდ უფრო ძლიერ ციფრულ ეკონომიკას, არამედ განვავითარებთ იმ სფეროებს, სადაც არსებობს პოტენციალი – ბიზნესი, მეწარმეობა, ტურიზმი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები თუ ინოვაცია. აღნიშნული მხარდაჭერა მჭიდრო კავშირშია ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიასთან, რომელზე მუშაობაც ამჟამად მიმდინარეობს“ – აღნიშნა კარლო ნატალემ.„ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარში (DSM) ეტაპობრივი ინტეგრაცია საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
აქტიურად ვართ ჩართულნი
ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის პროექტში და
პროექტის ფარგლებში შექმნილ
EU4Digital 6 ქსელში, რომლებიც წარმოადგენს
ერთგვარ პლატფორმას ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყანებს შორის საუკეთესო გამოცდილებისა
და პრაქტიკის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს სინერგიას ციფრულ სფეროში და ჰარმონიზაციის
კუთხით ერთობლივი პროექტების იდენტიფიცირებას“ – განაცხადა ლაშა მიქავამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის მოადგილემ.
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ შედგა პროგრამის პრეზენტაცია
და პანელური დისკუსია საქართველოსა თუ რეგიონის ციფრულ სივრცეში არსებულ სხვა ინიციატივებთან
EU4Digital-ის ინტეგრაციის შესახებ.
EU4Digital
რეგიონულ დონეზე ოფიციალურად 2019 წლიდან ხორციელდება
და 2021 წლამდე გაგრძელდება. 6 ქვეყანაში დაგეგმილი
საქმიანობისთვის პროექტის ბიუჯეტი 12 მილიონი ევროა. EU4Digital ტექნიკურ დახმარებას
უზრუნველყოფს შემდეგ სფეროებში: ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების
საქმიანობა, მათ შორის ეროვნული მარეგულირებლების დამოუკიდებლობა, სპექტრის ჰარმონიზაცია,
ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება და როუმინგის ტარიფების ჰარმონიზაცია. ელექტრონული
ვაჭრობა ელექტრონული კომერციის, საბაჟოსა და ლოჯისტიკის ჩათვლით; ციფრული ნდობა და
კიბერუსაფრთხოება; ციფრული უნარ-ჩვევები; ციფრული ინოვაცია, სტარტაპების ეკოსისტემა
და ელექტრონული ჯანმრთელობა.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.