ევროკავშირის ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ღონისძიება ციფრული პოლიტიკის საკითხებზე ახლა ვებინარების ციკლის საშუალებით არის ხელმისაწვდომი

  • თარიღი: 19/08/21
  • გააზიარეთ:

ევროკომისია მისი ინსტიტუციური მშენებლობის ინსტრუმენტების, TAIEX-ის და Twinning-ის მოდერნიზაციის პროცესის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო ადმინისტრაციებისთვის ჩაატარებს ვებინარების ციკლს, რომლის მიზანია ევროკავშირის ექსპერტული გამოცდილების უფრო ეფექტურად გაზიარება COVID-19-ის პანდემიის შუქზე.

TAIEX-ის ორი ვირტუალური ღონისძიება – ევროკავშირის ციფრული პოლიტიკის და მწვანე შეთანხმების საკითხებზე – პირველად გადაკეთდა ვებინარების სერიად. ახლა ისინი ხელმისაწვდომია საჯარო ადმინისტრაციებისთვის მთელ მსოფლიოში ევროკომისიის პრიორიტეტების და TAIEX-ის ახალი ციფრული შესაძლებლობების პოპულარიზაციის მიზნით. ყოველი ექსპერტის პრეზენტაცია წარმოდგენილია სუბტიტრებით რამდენიმე ენაზე.

TAIEX-ის სრულად ვირტუალურ რეჟიმში მუშაობის პირველი 12 თვის განმავლობაში, ინსტრუმენტს ჰყავდა საშუალოდ 50%-ით მეტი დამსწრე და  მან შეძლო 58%-ით მეტი ექსპერტის მობილიზება თითოეულ ღონისძიებაზე, ვიდრე პანდემიამდე 12 თვის განმავლობაში. ღონისძიებები უფრო საინტერესო, დინამიური და შთამბეჭდავი გახდა.

ევროკომისია გიწვევთ ვებინარების სანახავად და მათ გასაზიარებლად თქვენს პარტნიორებთან.

ვებინარები ციფრული პოლიტიკის საკითხებზე

ღონისძიების დღის წესრიგი და სლაიდები: europa.eu/!bD37hd

ანონსი: vimeo.com/568494412 

ნაწილი 1 – ციფრული გარდაქმნის მხარდაჭერა: vimeo.com/568567767
ნაწილი 2 – ევროპული მონაცემების სტრატეგია: vimeo.com/568582478
ნაწილი 3 – ხელოვნური ინტელექტი: vimeo.com/568587221
ნაწილი 4 – კიბერუსაფრთხოება და 5G ინსტრუმენტები: vimeo.com/568589471
ნაწილი 5 – ციფრული სერვისების აქტი: vimeo.com/568591032
ნაწილი 6 – ციფრული განათლების სამოქმედო გეგმა: vimeo.com/568593065
ნაწილი 7 – საერთო დამტენის ინიციატივა: vimeo.com/568597505
ნაწილი 8 – სამრეწველო პოლიტიკა: vimeo.com/568599764
ნაწილი 9 – ერთიანი ბაზრის ბარიერები: vimeo.com/568602693
ნაწილი 10 – ერთიანი ბაზრის გაძლიერების სამოქმედო გეგმა: vimeo.com/568604227
ნაწილი 11 – მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა: vimeo.com/568605717
ნაწილი 12 – ციფრული ფინანსების სტრატეგია: vimeo.com/568607452
ნაწილი 13 – ციფრული ბაზრების აქტი: vimeo.com/568609735
ნაწილი 14 – ჰორიზონტი ევროპა: vimeo.com/568612145


ახალი ამბები

იხილეთ ყველა