ევროკავშირის ორგანიზაციები თანამშრომლობენ კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან მილიონობით ადამიანი გადაერთო დისტანციურ მუშაობაზე და დისტანციურ სწავლაზე კორონავირუსის პანდემიის პერიოდში – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გამოაქვეყნეს ევროკომისიამ, ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სააგენტომ (ENISA), კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტებზე გადაუდებელი რეაგირების გუნდმა ევროკავშირის ინსტიტუტების, უწყებების და სააგენტოებისთვის (CERT-EU), და ევროპოლმა.
“პანდემიამ წარმოშვა ფართომასშტაბიანი შფოთვა და აიძულა უამრავი ადამიანი სახლიდან მუშაობაზე გადასულიყო. მავნე ელემენტები აქტიურად იყენებენ ამ ახალ პრობლემურ გარემოებას დისტანციურად მომუშავე ადამიანების და ბიზნესისთვის ზიანის მისაყენებლად. ევროკავშირის შესაბამისი უწყებები მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან ამ მავნე საქმიანობის აღმოსაჩენად, ცნობიერების ასამაღლებლად საზოგადოების შესაბამის ფენებში და სახლებში გამოკეტილი მოქალაქეების დასაცავად,” აღნიშნულია 20 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
“ევროკომისია, ევროპის კიბერუსაფრთხოების სააგენტო (ENISA)კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტებზე გადაუდებელი რეაგირების ეროვნული გუნდი-ევროკავშირი და ევროპოლი, ასევე სხვა ორგანიზაციები, გააგრძელებენ სიტუაციის მონიტორინგს და კოორდინაციას საჭიროების მიხედვით, უფრო უსაფრთხო კიბერსივრცის უზრუნველსაყოფად ევროკავშირისა და მსოფლიოსთვის”.