EU4Digital – ე-ხელმოწერის გაფართოებული პროექტი დასრულებულია

  • თარიღი: 04/05/22
  • გააზიარეთ:

პროგრამამ EU4Digital 2022 წლის მარტში დაასრულა ე-ხელმოწერის საპილოტე პროექტის
მე-2 ციკლი უკრაინის, საქართველოს და სომხეთის მონაწილეობით და ჩაატარა ტესტირება ესტონეთის, ლიეტუვის და ლატვიის მონაწილეობით. საპილოტე პროექტის გადაწყვეტები შედგება ელექტრონული ხელმოწერის და ვალიდაციის კომპონენტებისგან, რომლებიც იძლევა ე-ხელმოწერის ოპერაციული თავსებადობის საშუალებას სხვადასხვა ქვეყნის საზღვრებს შორის, რასაც უნდა მოჰყვეს შემდგომი ნაბიჯები რეგიონული ციფრული ნდობის ქსელისა და ორმხრივი აღიარებისთვის.

ოპერაციულად თავსებადი სახელმწიფოთაშორისი ელექტრონული ხელმოწერა
(ე-ხელმოწერა) მთავარ როლს ასრულებს ერთიანი ციფრული ბაზრის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისკენ გაფართოებაში. მაგრამ არსებული ტექნოლოგიური გადაწყვეტები, საორგანიზაციო და საკანონმდებლო ჩარჩოები ჯერ კიდევ განსხვავებულია როგორც თავად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ისე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან. შეუფერხებელი სახელმწიფოთაშორისი ოპერაციულად თავსებადი ციფრული ნდობის სერვისების განვითარების პროცესში, სახელმწიფოთაშორისი
ე-ხელმოწერის პილოტირების მე-2 ციკლი პროგრამის EU4Digital ხელმძღვანელობით
2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, თებერვალში კი საპილოტე გადაწყვეტებს წარმატებით ჩაუტარდა ტესტირება ტექნიკურ ოპერაციულ თავსებადობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის 3 ქვეყანას და ევროკავშირის 3 წევრ სახელმწიფოს შორის: უკრაინა, საქართველო და სომხეთი, და ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. ე-ხელმოწერის პილოტირების მე-2 ციკლის წარმატება იმეორებს წინა ე-ხელმოწერის პილოტირების წარმატებულ გამოცდილებას, რომელიც ჩატარდა უკრაინის, მოლდოვის და ესტონეთის მონაწილეობით. 

სახელმწიფოთაშორისი ე-ხელმოწერის ოპერაციული თავსებადობის ტესტირება

სახელმწიფოთაშორისი ე-ხელმოწერის საპილოტე გადაწყვეტის განვითარებამ ოპერაციული თავსებადობის მისაღწევად, თითოეულ საპილოტე ქვეყანაში განსაკუთრებული გზა გაიარა:

  • უკრაინაში გუნდმა მოახდინა ონლაინ ელექტრონული ხელმოწერის და ვალიდაციის ინსტრუმენტების დემონსტრირება, ჩაატარა მათი ტესტირება და გამოაქვეყნა ისინი (იხ აქ) და სხვა ოფიციალურ ვებსაიტებზე. საპილოტე პროექტამდე გუნდმა შეიმუშავა ხელმოწერის და ვალიდაციის ინსტრუმენტები, მაგრამ ისინი არ იყო ოპერაციულად თავსებადი სხვა მონაწილე ქვეყნების ინსტრუმენტებთან, მაგ., ამ ინსტრუმენტებში არ იყო გათვალისწინებული სხვა მონაწილეთა ალფავიტები. ტესტირება ჩატარდა რეალურ საწარმოო გარემოში საჯარო ონლაინ ელექტრონული ხელმოწერის ინსტრუმენტის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია საჯარო სამთავრობო პორტალზე. 
  • საქართველოში, ე-ხელმოწერის საპილოტე აქტივობამდე ქვეყანას ქართველი მოქალაქეებისთვის უკვე შეთავაზებული ჰქონდა ხელმოწერის შექმნის და ვალიდაციის გადაწყვეტა სახელწოდებით Unitool, რომელიც გამოყენებული იყო ციფრულად ხელმოწერილი PDF დოკუმენტების შესაქმნელად. პილოტირების პროცესში საქართველომ განახორციელა აუცილებელი განახლებები, რათა მიეღწია XAdES-LT-სთვის, რომელსაც მხარს უჭერს ASiC-E კონტეინერი, შეიმუშავა ვალიდაციის ახალი ინსტრუმენტი, და წარმატებით ჩაუტარა ტესტირება და გამოაქვეყნა ვალიდაციის ვებსაიტი.
  • სომხეთმა განვითარების პროცესში დანერგა ახალი ხელმოწერის კონტეინერი და სხვა ტექნიკური ელემენტები. საპილოტე პროექტამდე, ქვეყანას ჰქონდა საკუთარი შექმნილი ე-ხელმოწერის პროგრამული უზრუნველყოფა სახელწოდებით eSignEkeng, რომელიც იძევა მხოლოდ PDF ფაილების ხელმოწერის საშუალებას. სომხეთმა განაახლა ე-ხელმოწერის საპილოტე გადაწყვეტები XAdES-LT დონემდე (ხელმოწერა დროის აღნიშვნით), რომელსაც მხარს უჭერს ASiC-E კონტეინერი. რეგულარული ტესტირება განხორციელების ყოველი ფაზის განმავლობაში და განვითარების გრაფიკის დაცვა გახდა ხელმოწერის შექმნის ინსტრუმენტის და ვალიდაციის ინსტრუმენტის წარმატებით დასრულების საფუძველი.

მას შემდეგ, რაც პილოტირების ყველა მონაწილემ წარმატებით განახორციელა სახელმწიფოთაშორისი ე-ხელმოწერის პილოტირება, მომზადდა რეკომენდაციების ნაკრები, რომელიც უხელმძღვანელებს მომავალ საქმიანობას, განამტკიცებს არსებულ საუკეთესო პრაქტიკას და გააუმჯობესებს მზადყოფნას სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი აღიარებისთვის. 

ასეთი ტექნოლოგიების განვითარებით ევროკავშირი ქმნის უფრო მყარ ინფრასტრუქტურას ონლაინ ტრანზაქციებისთვის და ამზადებს უფრო დინამიური და სტაბილური ციფრული ეკონომიკის საფუძველს. 

ახალი ამბები

იხილეთ ყველა