სახელმწიფოთაშორისი ელ-კომერციის და ელექტრონული სანდო მომსახურების განვითარებამ შესაძლოა ძირეულად შეცვალოს ბიზნესის მდგომარეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რომლებსაც სურთ მეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირთან ვაჭრობის განვითარება. ბოლო თვეების განმავლობაში პროგრამამ EU4Digital განახორციელა საპილოტე პროექტების რამდენიმე ციკლი ელ-კომერციის, ელ-მიწოდების და ელ-ხელმოწერების გადაწვეტილებების ტესტირებისთვის; ამ გადაწყვეტების დანერგვა მთელ რეგიონში შესაძლოა გახდეს ძირითადი ფაქტორი ციფრული ეკონომიკის ასამოქმედებლად.
პროგრამამ EU4Digital ჩაატარა კამპანია ამ საპილოტე პროექტების ზეგავლენის გასაშუქებლად, და განიხილა უახლოეს მომავალში მათი უფრო ფართოდ ამოქმედების საშუალებები.
კამპანია, რომელიც გაშუქდა ადგილობრივ პრესაში და სოციალურ მედიაში, ემყარებოდა ადგილობრივ მედია-პარტნიორებთან ერთად შემუშავებულ ისტორიების ციკლს.
ამ ისტორიებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:
- ქაღალდის ჯაჭვის გაწყვეტა: ევროკავშირი ხსნის ვაჭრობის ციფრულ გზას უკრაინაში
- კლიკი ვაჭრობისთვის: პროგრამა EU4Digital აზერბაიჯანს ელ-კომერციისთვის მომზადებაში ეხმარება
- ერთი კლიკი ევროპულ ბაზრამდე — როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს ელექტრონული კომერციის განვითარებაში
- სომხური წინდების გაყიდვა გერმანიაში: პროგრამა EU4Digital ერთმანეთთან აახლოებს ევროკავშირის ბაზრებს ელ-კომერციის მხარდაჭერის საშუალებით
- ელ-ხელმოწერა: ნაბიჯი, ციფრული მომავლის მიმართულებით
- ტემპის დაწესება: მოლდოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი პირველი განახორციელებს სახელმწიფოთაშორისი ელ-ხელმოწერის პილოტირებას
- ელ-ხელმოწერა: ევროკავშირთან საქართველოს დამაკავშირებელი ძირითადი ნაბიჯი
- ელ-ხელმოწერა და უკრაინა: ლიდერი საერთაშორისო ბიზნეს-გაცვლების დაჩქარების და გამარტივების მიმართულებით
ეს კამპანია გაშუქდა სოციალურ მედიაში ინფოგრაფიკის ვიდეორგოლების ციკლის საშუალებით, რომლებშიც ხაზგასმული იყო საპილოტე გადაწყვეტების მნიშვნელობა.
გარდა ამისა, კამპანიამ ელ-ბარათების სერიის საშუალებით გააშუქა პროგრამის EU4Digital ელ-ვაჭრობის და ნდობის და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელობით განხორციელებული საქმიანობა; ელ-ბარათები პასუხობდა პრაქტიკულ შეკითხვებს პრიორიტეტულ თემებზე.