EU4Digital სტარტაპის და ინოვაციების ყოველწლიური ფორუმი 2023: ყურადღების ცენტრშია ციფრული უნარები

  • თარიღი: 26/02/23
  • გააზიარეთ:

2023 წლის სტარტაპების და ინოვაციების ყოველწლიურ ფორუმზე პროგრამა EU4Digital იწვევს პოლიტიკაზე პასუხისმგებელ ძირითად პირებს, სტარტაპის ეკოსისტემების წამყვან ორგანიზაციებს და ციფრული ინოვაციების და სტარტაპის ეკოსისტემების განვითარების სფეროს ექსპერტებს. ამ მაღალი დონის პოლიტიკურ ღონისძიებაზე განსახილველი ძირითადი საკითხი იქნება „ციფრული ტექნოლოგიები მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული უნარების ყოვლისმომცველი გაუმჯობესებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. ღონისძიება 2023 წლის 9 მარტს დისტანციურად ჩატარდება ვირტუალური სესიის ფორმატში. 

წლევანდელ ფორუმზე შეიკრიბებიან პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირები და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ეკოსისტემის წარმომადგენლები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან, ასევე საერთაშორისო დონორები. ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და სტრატეგიულ გეგმებს მცირე და საშუალო საწარმოების მიერ ციფრული უნარების ათვისებაში მხარდაჭერის საკითხზე, იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 1 მილიონი ადამიანის უნარების გაუმჯობესებას გულისხმობს. 

რეგიონული გამოწვევები 

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებობს რამდენიმე გამოწვევა, მაგალითად, არასაკმარისი ცოდნა ციფრული ტენდენციების და საშუალებების საკითხებზე, ასევე მათი სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენა. გამოკითხვები უჩვენებს, რომ რეგიონის მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული გარდაქმნის გზაზე უდიდესი ბარიერს წარმოადგენს როგორც ცოდნის, ისე შესაძლებლობების ნაკლებობა ბიზნესში ციფრული საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით. ციფრული უნარების ტექნოლოგიური სიმწიფის დაბალი დონის გარდა, არსებობს სირთულეები, რომლებიც უკავშირდება ციფრული მეთოდებით და საშუალებებით სარგებლობას სამუშაო გარემოში. 

ვისთვის არის ეს ფორუმი? 

ამ ღონისძიების აუდიტორია მოიცავს ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წარმომადგენლებს; სამინისტროების წარმომადგენლებს და ინოვაციური ეკოსისტემის და მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის მაკოორდინირებელ სააგენტოებს; საინფორმაციო ტექნოლოგიურ ასოციაციებს და მცირე და საშუალო საწარმოების ქსელებს ფოკუსირებით ციფრულ ბაზრებზე; ინოვაციურ კლასტერებს და ონლაინ ციფრული უნარების პლატფორმის მთავარ ოპერატორებს. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მოწვევა. 

ფორუმის დღის წესრიგი 

ფორუმს მისასალმებელი სიტყვით გახსნის ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წარმომადგენელი; ის მონაწილეებს გააცნობს ევროკავშირის სტრატეგიას და დაგეგმილ კურსს მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული უნარებით მხარდაჭერის შესახებ, გააცნობს ევროკომისიის მხარდაჭერის გეგმებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის და გააშუქებს 2023 წელს, როგორც ევროპის უნარების წელს.  

დღის წესრიგში შეტანილი საკითხები:

  • საპროგრამო მოხსენება აღწერს იმ საშუალებებს და ინოვაციურ მოდელებს, რომელთაც კომპანია EY იყენებს საკუთარი პერსონალის ციფრული უნარების გასაუმჯობესებლად, და რომელთა გამოყენება ასევე შესაძლებელია ციფრული უნარების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში;
  • ექსპერტთა დისკუსია, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამინისტროების წარმომადგენლები წარადგენენ გადაწყვეტებს და განიხილავენ გამოწვევებს;
  • EU4DIGITAL EdTech Hub-ის პრეზენტაციაში განიხილავენ მის მიმდინარე დიზაინს და მიიწვევენ დაინტერესებულ მხარეებს მონაწილეობის მისაღებად მისი საოპერაციო და მმართველობის მოდელის გაუმჯობესებაში, და საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტების შერჩევაში.
  • დისკუსია მრგვალი მაგიდის გარშემო, სადაც საერთაშორისო დონორები ისაუბრებენ მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული უნარების გაუმჯობესების მხარდაჭერის პროგრამებსა და ინიციატივებზე, რომელიც სამაგალითო იქნება და განიხილება ადაპტაციისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. 

ღონისძიების თითოეული ნაწილის დასასრულს მონაწილეებს ექნებათ მთავრობის წარმომადგენლებისთვის და საერთაშორისო დონორებისთვის კითხვების დასმის, და საკუთარი გამოცდილების და მოსაზრებების გაზიარების საშუალება.   

იხილეთ ფორუმის დეტალური დღის წესრიგი

საკონტაქტო და შემდგომი ინფორმაცია 

კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების გუნდს იმეილზე eu4digital@lt.ey.com; წერილის საკითხად მიუთითეთ „სტარტაპის და ინოვაციების ფორუმი 2023“.  

ამ მაღალი დონის ღონისძიების ფასილიტატორია პროგრამა EU4Digital. მოსალოდნელია, რომ ეს ღონისძიება გახდება ყოველწლიური დამოუკიდებელი ფორუმი ინოვაციის და სტარტაპების საკითხზე. ინოვაციის პირველი ფორუმი „ინოვაციური გადაწყვეტები სტარტაპის ეკოსისტემების განვითარებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში„ 2022 წლის 27 იანვარს ჩატარდა. ღონისძიების დასრულდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სტარტაპის ეკოსისტემის პლატფორმის ამოქმედებით. 

მოვლენები

იხილეთ ყველა