EU4Digital სტარტაპის და ინოვაციების ყოველწლიური ფორუმი 2023: ყურადღების ცენტრშია ციფრული უნარები
თარიღი: 26/02/23
2023 წლის სტარტაპების და ინოვაციების ყოველწლიურ ფორუმზე პროგრამა EU4Digital იწვევს პოლიტიკაზე პასუხისმგებელ ძირითად პირებს, სტარტაპის ეკოსისტემების წამყვან ორგანიზაციებს და ციფრული ინოვაციების და სტარტაპის ეკოსისტემების განვითარების სფეროს ექსპერტებს. ამ მაღალი დონის პოლიტიკურ ღონისძიებაზე განსახილველი ძირითადი საკითხი იქნება „ციფრული ტექნოლოგიები მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული უნარების ყოვლისმომცველი გაუმჯობესებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. ღონისძიება 2023 წლის 9 მარტს დისტანციურად ჩატარდება ვირტუალური სესიის ფორმატში.
წლევანდელ ფორუმზე შეიკრიბებიან პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირები და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ეკოსისტემის წარმომადგენლები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან, ასევე საერთაშორისო დონორები. ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და სტრატეგიულ გეგმებს მცირე და საშუალო საწარმოების მიერ ციფრული უნარების ათვისებაში მხარდაჭერის საკითხზე, იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 1 მილიონი ადამიანის უნარების გაუმჯობესებას გულისხმობს.
რეგიონული გამოწვევები
აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებობს რამდენიმე გამოწვევა, მაგალითად, არასაკმარისი ცოდნა ციფრული ტენდენციების და საშუალებების საკითხებზე, ასევე მათი სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენა. გამოკითხვები უჩვენებს, რომ რეგიონის მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული გარდაქმნის გზაზე უდიდესი ბარიერს წარმოადგენს როგორც ცოდნის, ისე შესაძლებლობების ნაკლებობა ბიზნესში ციფრული საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით. ციფრული უნარების ტექნოლოგიური სიმწიფის დაბალი დონის გარდა, არსებობს სირთულეები, რომლებიც უკავშირდება ციფრული მეთოდებით და საშუალებებით სარგებლობას სამუშაო გარემოში.
ვისთვის არის ეს ფორუმი?
ამ ღონისძიების აუდიტორია მოიცავს ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წარმომადგენლებს; სამინისტროების წარმომადგენლებს და ინოვაციური ეკოსისტემის და მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის მაკოორდინირებელ სააგენტოებს; საინფორმაციო ტექნოლოგიურ ასოციაციებს და მცირე და საშუალო საწარმოების ქსელებს ფოკუსირებით ციფრულ ბაზრებზე; ინოვაციურ კლასტერებს და ონლაინ ციფრული უნარების პლატფორმის მთავარ ოპერატორებს. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მოწვევა.
ფორუმის დღის წესრიგი
ფორუმს მისასალმებელი სიტყვით გახსნის ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წარმომადგენელი; ის მონაწილეებს გააცნობს ევროკავშირის სტრატეგიას და დაგეგმილ კურსს მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული უნარებით მხარდაჭერის შესახებ, გააცნობს ევროკომისიის მხარდაჭერის გეგმებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის და გააშუქებს 2023 წელს, როგორც ევროპის უნარების წელს.
დღის წესრიგში შეტანილი საკითხები:
საპროგრამო მოხსენება აღწერს იმ საშუალებებს და ინოვაციურ მოდელებს, რომელთაც კომპანია EY იყენებს საკუთარი პერსონალის ციფრული უნარების გასაუმჯობესებლად, და რომელთა გამოყენება ასევე შესაძლებელია ციფრული უნარების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში;
ექსპერტთა დისკუსია, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამინისტროების წარმომადგენლები წარადგენენ გადაწყვეტებს და განიხილავენ გამოწვევებს;
EU4DIGITALEdTech Hub-ის პრეზენტაციაში განიხილავენ მის მიმდინარე დიზაინს და მიიწვევენ დაინტერესებულ მხარეებს მონაწილეობის მისაღებად მისი საოპერაციო და მმართველობის მოდელის გაუმჯობესებაში, და საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტების შერჩევაში.
დისკუსია მრგვალი მაგიდის გარშემო, სადაც საერთაშორისო დონორები ისაუბრებენ მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული უნარების გაუმჯობესების მხარდაჭერის პროგრამებსა და ინიციატივებზე, რომელიც სამაგალითო იქნება და განიხილება ადაპტაციისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
ღონისძიების თითოეული ნაწილის დასასრულს მონაწილეებს ექნებათ მთავრობის წარმომადგენლებისთვის და საერთაშორისო დონორებისთვის კითხვების დასმის, და საკუთარი გამოცდილების და მოსაზრებების გაზიარების საშუალება.
კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების გუნდს იმეილზე eu4digital@lt.ey.com; წერილის საკითხად მიუთითეთ „სტარტაპის და ინოვაციების ფორუმი 2023“.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.