8-9 ივნისს პროგრამის EU4Digital ე-ვაჭრობის ქსელის მე-10 სემინარზე კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ მონაწილეები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან და ელექტრონულ ვაჭრობაში დასაქმებული წამყვანი ორგანიზაციები ევროკავშირიდან.
მონაწილეებმა განიხილეს:
- 2021-2025 წლების ე-ვაჭრობის ქსელის სამოქმედო გეგმის ბოლო განახლება;
- ის ძირითადი ამოცანები და მისაღწევი შედეგები, რომლებიც შეტანილი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სტაბილური ციფრული ტრანსფორმაციის ახალ პროგრამაში;
- ე-ვაჭრობის ღონისძიებების მიმდინარე სტატუსი, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები პროგრამის EU4Digital ჩარჩოში (ე-მიწოდება, ე-კომერცია, ე-საბაჟო და ციფრული სატრანსპორტო დერეფანი).
გარდა ამისა, ღონისძიებამ უმასპინძლა ევროკავშირის წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც მონაწილეებს გააცნეს ბოლოდროინდელი სიახლეები სარეგულაციო და ინოვაციების პერსპექტივებიდან. პრეზენტაციები გაკეთდა შემდეგ საკითხებზე:
- ინფორმატიკის გენერალური დირექტორატის (DG DIGIT) პროექტის განმახორციელებელმა გუნდმა წარმოადგინა დიდ მონაცემთა ტესტის ინფრასტრუქტურის (BDTI) ევროპის დამაკავშირებლი მექანიზმის სტრუქტურული ელემენტი.
- მობილობის და ტრანსპორტის გენერალური დირექტორატის (DG MOVE) წარმომადგენლებმა დამსწრეებს გააცნეს ელექტრონული ტვირთების ტრანსპორტირების რეგულაციებში არსებული სიახლეები და ევროკავშირის ქმედებები ამ სიახლეების პასუხად.
- გერმანიის ე-კომერციის ასოციაციამ ისაუბრა ევროკავშირის ბოლოდროინდელ პროგრესზე ევროკავშირის 2021 წლის დღგ-ს პაკეტის მომზადებასთან დაკავშირებით.
ღონისძიება ერთობლივად გახსნეს პროგრამის EU4Digital ე-ვაჭრობის ქსელის კოორდინატორმა ბ-ნმა იგორ მიხაილოვსკიმ და პროგრამის EU4Digital გუნდის ხელმძღვანელმა ბ-ნმა არტურას პილიპონისმა; მათ დამსწრეებს გააცნეს ორდღიანი ქსელური ღონისძიების მიზნები. მათ ასევე მიმოიხილეს ე-ვაჭრობის ქსელის სამოქმედო გეგმის სტატუსი და სამომავლოდ დაგეგმილი ამოცანები და მისაღწევი შედეგები. ეს გულისხმობს სახელმწიფოებს შორის თავსებადობის შემდგომ მხარდაჭერას, ციფრული სატრანსპორტო დერეფნების შექმნას, საზღვრის მართვის და კოორდინაციის გაძლიერებას და ე-კომერციის სარეგულაციო და ტექნიკური პირობების გაუმჯობესებას. სემინარი გაგრძელდა სახელმწიფოთაშორისი ე-ვაჭრობის (ე-მიწოდების) საკითხის განხილვით. უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოთაშორისი ე-ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ბ-ნმა კარენ მარტიროსიანმა წარმოადგინა 2021-2025 წლებისთვის შემოთავაზებული ძირითადი აქტივობები, მათ შორის – ერთფანჯრიანი მოდელის შექმნის აუცილებლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ე-ვაჭრობის სისტემებისთვის, და წარმომავლობის სერთიფიკატის ორმხრივი აღიარების და გაცვლის უზრუნველყოფა. შემდეგ პროგრამის EU4Digital ე-ვაჭრობის მიმართულების ხელმძღვანელმა რუტა სალვიტე-ტამოსიუნიენემ დამსწრეებს გააცნო დასკვნა
ე-მიწოდების საპილოტე პროექტის თაობაზე და სამომავლო ამოცანები. მან აღნიშნა, რომ საპილოტე პროექტის ძირითადი შედეგია საპილოტე ქვეყნების ტექნიკურად და ორგანიზაციულად დაკავშრება გლობალურ Peppol (პანევროპული ონლაინ სახელმწიფო შესყიდვების) ე-მიწოდების ქსელთან, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვების მონაცემთა უსაფრთხო და სანდო გაცვლას 30-ზე მეტ ქვეყანას შორის მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, პროგრამის, EU4Digital წამყვანმა ექსპერტებმა იონას ზალინკევიჩიუსმა და რისარდას ბედულსკისმა დამსწრეებს გაუზიარეს საპილოტე
პროექტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გამოცდილება; მათ ასევე წამოაყენეს წინადადება ევროპის დამაკავშირებელი მექანიზმი (CEF) გამოყენებული იყოს სხვა სტრუქტურული ელემენტების პოტენციალის შესასწავლად.
შემდეგ ინფორმატიკის გენერალური დირექტორატის (DG DIGIT) წარმომადგენლებმა ისაუბრეს ევროპის დამაკავშირებელი მექანიზმის (CEF) დიდ მონაცემთა ტესტის ინფრასტრუქტურაზე, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა პაკეტს და ანალიტიკურ სერვისებს, და აძლევს სახელმწიფო ორგანიზაციებს დიდ მონაცემთა ტექნოლოგიებით ექსპერიმენტირების და მონაცემებზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღებაზე გადასვლის საშუალებას. ხაზი გაესვა დიდ მონაცემთა ტესტის ინფრასტრუქტურის (BDTI) მრავალფეროვან გამოყენებას, კერძოდ ისეთ საკითხებში, როგორიცაა ტექსტის ანალიზი, სოციალური მედიის ანალიზი, მომხმარებლის/მოსახლეობის სეგმენტაცია, ვებ-ანალიტიკა და თუნდაც , COVID-19-ის მონაცემთა ანალიზი. ამასთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იქნა პანდემიასთან დაკავშირებული მიმდინარე საპილოტე პროექტების რამდენიმე მაგალითი. პირველი პროექტი – BDTI ეხმარება ქალაქ ფლორენციას პროგნოზირებადი, აღწერილობითი და დროითი რიგის ანალიზის ჩატარებაში მრავლობით მონაცემთა პაკეტების საშუალებით, რომლებიც შეკრებილი იყო COVID-19-ის პანდემიის დროს და მას შემდეგ. მეორე პროექტი მხარს უჭერს ევროპის სისხლის ალიანსის და ევროპის დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ცენტრის კვლევას, რომელიც სწავლობს გამოჯანმრთელების გზაზე მყოფი პაციენტების პლაზმის გამოყენებას COVID-19-ით დაავადებულთა სამკურნალოდ ამ მოხსენების შემდეგ ე-საბაჟოს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ ბ-ნმა ავთანდილ ჭელიძემ მიმოიხილა ე-საბაჟოს კომპონენტისთვის შეთავაზებული საქმიანობა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. მან ისაუბრა საბაჟოს საინფორმაციო გაცვლის მექანიზმის შემდგომი პილოტირების თაობაზე, ავტორიზებული საოპერატორო პროგრამების და სხვების ორმხრივი აღიარების მხარდასაჭერად. პროგრამის EU4Digital ექსპერტმა ქ-ნმა გრეტა მატულიტემ წარმოადგინა უახლესი ღონისძიებები ე-საბაჟოს სფეროში, რომლებიც პროგრამის EU4Digital ჩარჩოს ფარგლებში განხორციელდა. გამოცხადდა საპილოტე პროექტის წარმატებით დამთავრება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნის, კერძოდ, ლიეტუვისა და ბელარუსის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის. აღინიშნა, რომ საჭიროა შეთანხმება აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნების საპილოტე წყვილზე. გარდა ამისა, პროგრამის EU4Digital წამყვანმა ექსპერტმა ბ-ნმა ვლადიმირ ობუჩინამ ისაუბრა ელექტრონულ მონაცემთა სისტემატური გაცვლის (SEED) მეთოდზე და გააშუქა მისი თავსებადობა ტრანზიტის ახალ კომპიუტერიზებულ სისტემასთან (NCTS) და ვაჭრობის კონტროლის და ექსპერტულ სისტემასთან (TRACES).
ე-ლოგისტიკის და ციფრული სატრანსპორტო დერეფნის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა დ-რმა ვალერი ვირკოვსკიმ წარმოადგინა ამ სამუშაო ჯგუფის წინადადებები აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ამოცანების და მისაღები შედეგების თაობაზე სტაბილური ციფრული ტრანსფორმაციის მიზნით 2021-2025 წლებში. მან ხაზი გაუსვა, რომ ძირითადი ამოცანაა ციფრული სატრანსპორტო დერეფნის შექმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის. შემდეგ ქ-ნმა სალვიტე-ტამოსიუნიენემ და ბ-ნმა არტურას პილიპონისმა ერთობლივად წარმოადგინეს უახლესი ინფორმაცია ციფრული სატრანსპორტო დერეფნის დასრულებულ აქტივობაზე პროგრამის EU4Digital ფარგლებში. ამჟამად მიმდინარეობს დისკუსიები და მოლაპარაკება გლობალურ ორგანიზაციებთან და ბენეფიციარებთან ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, შეთანხმების მიღწევის მიზნით სატრანსპორტო დერეფნის ჩამოყალიბებაზე ბალტიის და შავ ზღვებს შორის.
ღონისძიების პირველი დღე დასრულდა მობილობის და ტრანსპორტის გენერალური დირექტორატის წარმომადგენლის პრეზენტაციით, რომელმაც განიხილა უახლესი მონაცემები ელექტრონული ტვირთების ტრანსპორტირების რეგულირებასთან და ევროკავშირის შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებით. ე-ვაჭრობის ქსელის სემინარის მეორე დღე ე-კომერციის საკითხებს დაეთმო. პირველ რიგში, ე-კომერციის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ბ-ნმა ტოფიგ ბაბაევმა მიმოიხილა ე-კომერციის სფეროში დაგეგმილი ძირითადი საქმიანობა, და ამასთან დაკავშირებით გააშუქა შესაბამისი კანონმდებლობის, სტანდარტების, ბიზნეს-პროცესების და მონაცემთა ფორმატების ჰარმონიზაციის აუცილებლობა როგორც
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ისე ევროკავშირთან. პროგრამის EU4Digital წამყვანმა ექსპერტებმა ბ-ნმა ვალტერ ტრეზეკმა და ბ-მა ვოლოდიმირ კოვალენკომ წარმოადგინეს ე-კომერციის დასრულებული საპილოტე პროექტის – ვირტუალური საწყობის კონცეფცია, და ისაუბრეს მისი უპირატესობების შესახებ, როგორიცაა პროდუქციის ერთდროულად განთავსება სხვადასხვა ციფრული კომერციის ვებსაიტზე, პროდუქციის მონაცემთა მართვა ერთ ადგილზე, ე-კომერციის მონაცემთა ავტომატური გაცვლა ვირტუალური საწყობის საშუალებით, უფრო სწრაფი მიწოდება. ამჟამად პროგრამა EU4Digital ამთავრებს რეკომენდაციების შემუშავებას საპილოტე ტექნოლოგიების წარმოებაში დანერგვის და მათი მასშტაბის გაზრდის მიზნით. ტექნოლოგია და ტექნიკური დოკუმენტაცია ბენეფიციარებს 2021 წლის ივნისში გადაეცემათ. ამ საპილოტე პროექტით პროგრამამ EU4Digital და საპილოტე ქვეყნებმა გააღრმავეს ცოდნა ე-კომერციის იმ ახალი საშუალებების შესახებ, რომელთა საშუალებით ხდება ე-კომერციის მონაცემთა ავტომატიზებული ელექტრონული გაცვლა მცირე და საშუალო საწარმოებს, ფოსტას და ხელისუფლებას შორის.
შემდეგ გერმანიის ე-კომერციის ასოციაციის წარმომადგენელმა ისაუბრა ევროკავშირის ბოლოდროინდელ პროგრესზე 2021 წლის ევროკავშირის დღგ-ს პაკეტის მომზადებასთან დაკავშირებით.
ე-მიწოდების ზოგადი სესიის გარდა, პროგრამამ EU4Digital ასევე მოაწყო ე-მიწოდების ვირტუალური საპილოტე პროექტის დემონსტრაცია, რომელიც ე-ვაჭრობის ქსელის სემინარის შემდეგ ჩატარდა.
დასკვნის სახით, ბ-ნმა იგორ მიხაილოვსკიმ ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელობას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის აქვს ქვეყნებისთვის ერთმანეთთან, ევროკავშირთან და სხვა პოტენციურ დონორებთან თანამშრომლობას; ეს უზრუნველყოფს ეროვნული და რეგიონული ინტერესების ეფექტიან და ნაყოფიერ რეალიზებას, და იმავდროულად
ე-ვაჭრობის ქსელის მიზნების განხორციელებას. მოსალოდნელია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩო-პროგრამა მომავალშიც დაუჭერს მხარს ვაჭრობას, კომერციას და სტანდარტების ჰარმონიზაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან.
ღონისძიების განმავლობაში ჩატარებული პრეზენტაციები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
დამატებით ინფორმაცია. ღონისძიება ორგანიზებული იყო პროგრამის EU4Digital
ე-ვაჭრობის ქსელის მიერ სესიის ფარგლებში, რომელსაც ის წელიწადში ორჯერ ატარებს. გახდით საინფორმაციო ბიულეტენის ხელმომწერი და იყავით ყოველთვის ინფორმირებული.