ახალი აქტივობის დაწყებით ტექნოლოგიების სექტორში ქალთა მენტორობის პროგრამების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, პროგრამამ EU4Digital ჩაატარა კამპანია, რომელმაც გააშუქა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების საპროექტო მხარდაჭერა, მთავარი აქცენტით ქალთა დასაქმების მნიშვნელობაზე ტექნიკურ სექტორში.
კამპანია, რომლის მხარდაჭერა განხორციელდა ადგილობრივ პრესაში და სოციალური მედიით, ემყარებოდა ადგილობრივ მედია-პარტნიორებთან თანამშროლობით შექმნილი ისტორიების სერიას. ეს ისტორიები აშუქებდა ქალების მონაწილეობას საინფორმაციო ტექნოლოგიებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ წინაშე არსებულ პრობლემებს, მათ მიერ გენდერული ბარიერების დაძლევას, მათ მხარდასაჭერად ჩატარებულ ღონისძიებებს ეროვნულ დონეზე, და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას, ევროკავშირის და ინიციატივის EU4Digital ჩათვლით.
ამ ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ აქ:
- როგორ უზრუნველვყოთ უსწრაფესი განვითარება სომხეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში? EU4Digital აშუქებს ქალების წამყვან როლს განვითარებაში
- ციფრული განვითარება: საქმიანობა გენდერული თანასწორობის მიმართულებით აზერბაიჯანის საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში
- კარიერა საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში: როგორ აკავებს ინტელექტის გადინებას მოლდოვაში მიმდინარე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერა და უჩვენებს მაგალითს რეგიონში
- როგორ შეუძლიათ ქალებს ინოვაციის სფეროს შეცვლა საქართველოში
- უკრაინის საინფორმაციო ტექნოლოგიური ინდუსტრია: შემდგომი განვითარების ძიება და შესაძლებლობების შექმნა ქალებისთვის
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მნიშვნელობა და ქალთა წინაშე არსებული გამოწვევები ამ სექტორში, ასევე ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული წარმატებული ქალების ისტორიები გაშუქდა სოციალური მედიით ინფოგრაფიკული ვიდეოკლიპების საშუალებით.
გარდა ამისა, კამპანიის მხარდაჭერით გამოქვეყნდა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებში ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი ინფოგრაფიკა. პროგრამის EU4Digital მხარდაჭერა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების პოლიტიკის შერჩეულ სფეროებში ექვს პარტნიორ ქვეყანაში გაშუქდა სტატიების სერიით ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ, და თითოეული ქვეყნისთვის გამოქვეყნებული პოლიტიკის რეკომენდაციებით.