პროგრამის EU4Digital სახელმძღვანელო რეკომენდაციები ქალთა მენტორობის პროგრამების განსახორციელებლად ტექნოლოგიების სექტორში

  • თარიღი: 30/03/21
  • გააზიარეთ:

პროგრამამ EU4Digital დაასრულა მუშაობა, რომლის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მხარდაჭერა ქალთა მენტორობის პროგრამების განსახორციელებლად ტექნოლოგიების სექტორში. აღნიშნულის შედეგია სახელმძღვანელო თემაზე „მენტორობის პროგრამების შექმნა გენდერული უთანასწორობის დასაძლევად საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში“, რომელიც დაიწერა მენტორობის პროგრამის Women Go TechTM (WGT) პრაქტიკული მაგალითის საფუძველზე და რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეალობაზეა მორგებული.

მენტორობა, როგორც ინსტრუმენტი

ჩვეულებრივ,მენტორობა მოიაზრება, როგორც ინდივიდუალური (ერთი-ერთზე) სასწავლო ურთიერთობა სტაჟიორს/მოსწავლესა და ექსპერტს (მენტორს) შორის კონკრეტულ საკითხში ან დისციპლინაში. ეს კონცეფცია განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი სწავლის პროცესის დასაჩქარებლად პროფესიულ სფეროში. პროგრამამ EU4Digitalby მენტორობა შეარჩია გენდერული უთანასწორობის დასაძლევად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რაც მოხდება ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით WGT პროგრამის პროფესიონალების მიერ, რომლებმაც ანალოგიური პროგრამებს ბალტიის და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ჩაუყარეს საფუძველი.

ადაპტაცია ადგილობრივ საჭიროებებზე

ცოდნის გასაზიარებლად ქალთა მენტორობის პროგრამების ორგანიზების საკითხზე ტექნოლოგიების სექტორში, პროგრამამ ითანამშრომლა ექვს ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციასთან – პროგრამა Girls in Tech Armenia  (სომხეთი); Women in ICT Club – Femmes Digitales (აზერბაიჯანი); EPAM (ქალთა EPAM ტრენინგის პროგრამა) (ბელარუსი); საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (საქართველო); მოლდოვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური კომპანიების ასოციაცია (მოლდოვის რესპუბლიკა); Girls in STEM Initiative (უკრაინა).

ჩატარდა რამდენიმე სემინარი შემდეგი საკითხების გასაანალიზებლად: ქალთა პოზიციები ადგილობრივ ტექნოლოგიურ ბაზრებზე, ორგანიზაციების გამოცდილება მენტორობაში და ინფორმაციის მიწოდება ქალთა სხვა პროფესიული პრაქტიკის შესახებ ტექნოლოგიების სექტორში, ასევე ორგანიზაციების მზადყოფნა მენტორული პროგრამების განსახორციელებლად. ეს სემინარები სასარგებლო იყო პარტნიორი ორგანიზაციებისთვის შემდეგი თვალსაზრისით:

  • ცოდნის გადაცემა მენტორობის პროგრამების შექმნის შესახებ, კერძოდ პროგრამის WGT და პარტნიორი ორგანიზაციების პრაქტიკული ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. საფუძველი ჩაეყარა ქალთა მენტორობის ახალი პროგრამების შექმნას და არსებული პროგრამების გაუმჯობესებას რეგიონში.
  • ჩამოყალიბდა ქსელები პარტნიორული ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით. ეს იქნება სამომავლო პარტნიორობის და თანამშრომლობის საფუძველი ერთობლივი ინიციატივების განსახორციელებლად ქალთა თანასწორობის და სხვა საკითხებზე – მაგ. რეგიონული მენტორების ჯგუფის შექმნა მენტორობის მომავალი პროგრამებისთვის.
  • შეიქმნა მენტორობის პროგრამების სახელმძღვანელო რეკომენდაციები, რომლებიც წარმოადგენს მენტორობის პროგრამების შემუშავების საფუძველს ქვეყნის ან რეგიონულ დონეზე.

მენტორობის პროგრამების სახელმძღვანელოს სტრუქტურა სახელმძღვანელოში ყურადღება შემდეგ საკითხებზეა გამახვილებული: პროგრამის სტრუქტურა და საგანმანათლებლო აქტივობების შინაარსი, სამიზნე აუდიტორიები, რესურსები (ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური) და

აღსრულების აქტივობები (მენტორების და შესაბამისი სტაჟიორების შერჩევა). მენტორთა შერჩევა და მონაწილეთა მოზიდვა იყო იმ წარმატებული მენტორობის პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებს შორის, რომლებიც პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოიხსენიეს. გარდა ამისა, ხაზი გაესვა მენტორთა შერჩევის მკაფიო კრიტერიუმების მნიშვნელობას, მათ შორის, სპეციალიზაციას კონკრეტულ ტექნიკურ დარგში, ლიდერის ფუნქციებს.

ადგილობრივ ბენეფიციარებთან ჩატარებული რამდენიმე სესიის შედეგად შემუშავებული იქნა სახელმძღვანელო ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომელსაც სურს მასშტაბირებადი და მაღალი ხარისხის მენტორობის პროგრამის დაწყება, რომელიც თავიდანვე შეძლებს თვალსაჩინო გავლენის მოხდენას. სახელმძღვანელოში მოცემულია პრაქტიკული სია მენტორობის პროგრამის ძირითადი ეტაპების დასაგეგმად, პრაქტიკული განხორციელების გზები და გრაფიკი, მათ შორის წარმატებული მაგალითები და რეკომენდაციები WGT პროგრამის საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე. სახელმძღვანელო შეიძლება ასევე სასარგებლო აღმოჩნდეს შესაბამისი პარტნიორებისთვის, რადგან ის:

  • აღრმავებს ცოდნას მენტორობის კონცეფციის, მისი მნიშვნელობის და სარგებლობის შესახებ როგორც მონაწილეების, ისე მთელი საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ისეთ საკითხში, როგორიცაა გენდერული თანასწორობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების სექტორში.
  • ეხმარება მთავარი გამოწვევების უკეთ გააზრებას, რომლებიც ხელს უშლის  ქალთა მონაწილეობას მენტორობის პროგრამებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. კერძოდ, ეს არის ადგილობრივი დონორების არარსებობა ამგვარი ინიციატივების მხარდასაჭერად, და ადგილობრივი აქტორების შეზღუდული პოტენციალი საგარეო დახმარების მოპოვებაში. გარდა ამისა, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხილული იქნება რეკომენდებული საქმიანობა იმის მითითებით, თუ რა სახის მხარდაჭერა სჭირდებათ ადგილობრივი ეკოსისტემის მონაწილეებს.

შემდგომი ნაბიჯები

პროგრამის EU4Digital მიზანია ხელი შეუწყოს უწყვეტობას და ამისათვის წაახალისოს ადგილობრივი ორგანიზაციები პროგრამის დამოუკიდებლად განხორციელებისთვის. ამიტომ პროგრამა EU4Digital მომდევნო ეტაპზე წამოიწყებს დისკუსიას, რომელიც შეეხება ტექნოლოგიების სფეროში ქალთა მომავლის სტრატეგიას და დაინტერესებულ ორგანიზაციებს. აღნიშნულის მიზანია განიხილოს განხორციელების პოტენციალი ორმხრივ დონეზე ევროკავშირის გენდერული თანასწორობის გემების შესაბამისად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

სახელმძღვანელოს ჩამოტვირთვა შესაძლებელია აქ EU4Digital ბიბლიოთეკიდან.

პროგრამა EU4Digital იწყებს საქმიანობას ქალთა მენტორობის პროგრამის მხარდასაჭერად ტექნოლოგიების სექტორში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

EU4Digital სემინარი: სამოქმედო გეგმის შემუშავება ქალთა მენტორობის პროგრამის განსახორციელებლად ტექნოლოგიების სექტორში

ახალი ამბები

იხილეთ ყველა