30 მაისს პროგრამის EU4Digital ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) აქსელერატორი ამოქმედდა
თარიღი: 14/06/23
2023 წლის 30 მაისს პროგრამამ EU4Digital მისი ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) დაჩქარების აქტივობები დაიწყოDESI-ს აქსელერატორის ერთდღიანი სასტარტო ღონისძიების მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება ამ საქმიანობის, მისი სარგებლობის, და DESI-ს განხორციელების გეგმების შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
DESI წარმოადგენს ინსტრუმენტს ეკონომიკის და საზოგადოების ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის შესაფასებლად ევროკავშირში. ის გამოიყენება განვითარების მონიტორინგისთვის ხუთ მთავარ სფეროში: კავშირი, ადამიანური კაპიტალი, ინტერნეტის გამოყენება, ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია და ციფრული საჯარო სერვისები. ეს საკითხი უაღრესად ფასეული და მნიშვნელოვანია ციფრული ტრანსფორმაციის განხორციელების პროცესში.
EU4Digital DESI-აქსელერატორის ამოქმედების ღონისძიებაზე პროგრამის EU4Digital ციფრული უნარების მიმართულების ხელმძღვანელმა ატის მიგალსმა წარმოადგინა სამოქმედო გეგმა და სარგებლიანობაზე ისაუბრა. მან მონაწილეებს გააცნო მასალები, რომლებიც უნდა დაეხმაროს აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმომადგენლებს DESI-აქსელერატორის აქტივობის განხორციელებაში. ეს მოიცავს კვლევას ინფორმაციის შესაგროვებლად DESI-ს გაზომვების შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და DESI-ს დანერგვის მეთოდოლოგიის შესახებ.
ღონისძიების მეორე ნაწილში განხილული იქნა თავად DESI და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მისი დანერგვის თავისებურებებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. პროგრამის EU4Digital ციფრული უნარების მიმართულების უფროსმა ექსპერტებმა მარა იაკობსონემ და ვიტა ვიტოლა-ლაპინამ სიღრმისეულად გააანალიზეს DESI-ს ირგვლივ არსებული საქმის ვითარება, ურთიერთკავშირი ევროკავშირის ციფრულ ათწლეულთან, და მეთოდოლოგიური ნიუანსები, მათ შორის DESI-ს პრაქტიკულ დანერგვასთან დაკავშირებული პოტენციური გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
ამ ღონისძიებამ შექმნა საფუძველი აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებთან მომავალი თანამშრომლობისთვის და მათი მონაწილეობისთვის EU4Digital DESI-აქსელერატორის ჩარჩოში.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.