EU4Digital ე-ჯანმრთელობის ღონისძიება: ანალიზის მოწინავე მეთოდების გამოყენება სამედიცინო ვიზუალიზაციის სფეროში

  • თარიღი: 12/03/21
  • გააზიარეთ:

გასულ კვირას პროგრამამ EU4Digital ჩაატარა ვირტუალური ღონისძიება სამედიცინო ვიზუალიზაციის სფეროში ანალიზის მოწინავე მეთოდების გამოყენების შესახებ. წელს ეს იყო პირველი შეხვედრა ე-ჯანმრთელობის სფეროში დაგეგმილი თანამშრომლობის ღონისძიებებიდან და მასში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის ე-ჯანმრთელობის ქსელის წევრებმა.

5 მარტის შეხვედრა გახსნა პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის მიმართულების ხელმძღვანელმა, რომელმაც ისაუბრა ე-ჯანმრთელობის მიმდინარე საქმიანობაზე და 2021 წლისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე. გარდა ამისა, პროგრამის EU4Digital გუნდმა წარმოადგინა ახლახან ჩატარებული ე-ჯანმრთელობის საინფორმაციო სოციალური მედია-კამპანიის შედეგები; ამ მედია-კამპანიამ 15 მილიონზე მეტი ადამიანი მოიცვა და გააცნო მათ არაერთი ისტორია ე-ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით.

შემდეგ ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელების (NREN) მოლდოვის ასოციაციის (RENAM) წარმომადგენელმა, დოქტორმა პეტერ ბოგატენცოვმა ღონისძიების მონაწილეებს წარუდგინა პროექტი „EU4Digital:  სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების დაკავშირება (EaPConnect)“, და გააშუქა ე-ჯანმრთელობის ქსელისთვის პერსპექტიული სფეროები, კერძოდ, გაუმჯობესებული კავშირი სპეციალურ ინფრასტრუქტურასთან, რომელიც ხელს უწყობს უსაფრთხო, სანდო და ხარჯთ-ეფექტიან თანამშრომლობას ჯანდაცვის პროფესიონალებს შორის.

შემდეგ ორ პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო პროექტის EaPConnect მიერ მხარდაჭერილი საქმიანობა მოლდოვასა და ბელარუსში.

მოლდოვის ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელის ასოციაციის (RENAM) წარმომადგენელმა ალექსანდრ გოლუბევმა ისაუბრა  კვლევის და განათლების ეროვნული ქსელების (NREN) მხრიდან ქსელის „ციფრული ვიზუალიზაცია და კომუნიკაცია მედიცინაში“ (DICOM Network) აპლიკაციის ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერის შესახებ; ეს აპლიკაცია შეიქმნა სამედიცინო გამოსახულებების გენერირების, შენახვის და გამოყენების მიზნით. ე-ჯანმრთელობის ქსელმა განსაკუთრებულად აღნიშნა ალექსანდრ გოლუბევის საქმიანობის დადებითი პოტენციური გავლენა ჯანდაცვის სექტორზე, კერძოდ, დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა, ხარჯების შემცირება და COVID-19-თან დაკავშირებული ინოვაციური მეთოდები. ამჟამად ქსელი „ციფრული ვიზუალიზაცია და კომუნიკაცია მედიცინაში“ (DICOM Network) ერთმანეთთან აკავშირებს კიშინიოვის ხუთ საავადმყოფოს, უზრუნველყოფს სამედიცინო გამოკვლევებთან უსაფრთხო ონლაინ წვდომას და ექიმების მხარდაჭერას სამედიცინო დაწესებულებების მართვის ხარისხის გაუმჯობესებაში. ღონისძიების მონაწილეები დაინტერესდნენ ამგვარი მომსახურების სხვა ქვეყნებში დანერგვის პერსპექტივით.

ბოლოს დოქტორმა ვასილი კოვალიოვმა ბელარუსის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინფორმატიკის პრობლემების გაერთიანებული ინსტიტუტიდან ისაუბრა სამედიცინო გამოსახულებების ანალიზის ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული გამოთვლითი ვებ-სერვისების შესახებ. მან წარმოადგინა განსაკუთრებული სამუშაო გამოცდილება სამედიცინო გამოსახულებების ანალიზის სფეროში, კერძოდ, მისი მიმდინარე პროექტები და მომავალი გეგმები ღრმა სწავლების და სამედიცინო გამოსახულებების ანალიზის დარგში. მან აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ზოგიერთი ქვეყანა უკვე მჭიდრო თანამშრომლობს ბელარუსთან სამედიცინო გამოსახულებების ანალიზის სფეროში და რომ ქსელში გაწევრიანებისთვის სხვა ქვეყნების არიან მიწვეული.

მოლდოვის ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელის ასოციაცია – www.renam.md

ბიოსამედიცინო გამოსახულებების ანალიზის ჯგუფი – https://image.org.by/ EaP connect – https://eapconnect.eu/

ახალი ამბები

იხილეთ ყველა