პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის ღონისძიება: აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ე-ჯანმრთელობის ჰარმონიზაციის და ოპერაციული თავსებადობის საერთო სახელმძღვანელო რეკომენდაციების პრეზენტაცია

  • თარიღი: 11/01/21
  • გააზიარეთ:

2020 წლის 22 დეკემბერს პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდმა მოაწყო ღონისძიება, რომელზეც ერთმანეთს შეხვდნენ ე-ჯანმრთელობის ქსელის წევრები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ე-ჯანმრთელობის ოპერაციული თავსებადობის სახელმძღვანელო რეკომენდაციების წარდგენის და მათი შემდგომი გამოყენების განხილვის მიზნით.

ოპერაციული თავსებადობა არის სხვადასხვა სისტემების, ორგანიზაციების და ქვეყნების მიერ ჯანმრთელობის ინფორმაციის გაცვლის და მისი გააზრებულად გამოყენების უნარი. 

ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მინისტრები, ე-ჯანმრთელობის ქსელის წარმომადგენლები, დაინტერესებული მხარეები და ევროკავშირის წარმომადგენლობები. მათ მიესალმა პროგრამის EU4Digital გუნდის ხელნძღვანელი არტურას პილიპონისი.

პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდმა გააზიარა ძირითადი რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ე-ჯანმრთელობის ჰარმონიზაციის და ოპერაციული თავსებადობის დასრულებული საერთო სახელმძღვანელო რეკომენდაციებიდან. აღნიშნულის მიზანი იყო პრაქტიკული საკითხების შეთავაზება ოპერაციულად თავსებადი სახელმწიფოთაშორისი ციფრული ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურის დასანერგად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.

გარდა ამისა, მონაწილეებს ჰქონდათ მოსაზრებების, კომენტარების და დამატებითი მოსაზრებების გაზიარების საშუალება სახელმძღვანელო რეკომენდაციების დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შესახებ. ღონისძიების დასასრულს ე-ჯანმრთელობის მიმართულების წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს 2021 წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები სახელმწიფოთაშორისი ე-ჯანმრთელობის თანამშრომლობის შემდგომი მხარდაჭერის მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

EU4Digital eHealth

eHealth Network

Interoperability in eHealth

ახალი ამბები

იხილეთ ყველა