ინიციატივის EU4Digital ონლაინ სამუშაო შეხვედრა ე-ჯანმრთელობის საინფორმაციო და თანამშრომლობის საკითხებზე

  • თარიღი: 11/02/20 – 11/02/20
  • გააზიარეთ:

ინიციატივის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდი 11 თებერვალს აწყობს ონლაინ სამუშაო შეხვედრას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მონაწილე მხარეებისთვის ე-ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ონლაინ სამუშაო შეხვედრის მიზანი იქნება სათანადო თანამშრომლობის ინტერესების განხილვა ე-ჯანმრთელობის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, და ევროკავშირის, პროგრამებში, პროექტებსა და ინიციატივებში მონაწილეობის ხელშეწყობა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროპული ინოვაციების პარტნიორობა აქტიური და ჯანმრთელი დაბერების საკითხზე (EIP on AHA). სამუშაო შეხვედრის მეორე ნაწილში წარმოდგენილი და განხილული იქნება ე-ჯანმრთელობის სიტუაციის დეტალური ფაქტიური ანალიზის შედეგები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. დისკუსიის შედეგების საფუძველზე განისაზღვრება ე-ჯანმრთელობის ჰარმონიზაციის საერთო სახელმძღვანელო რეკომენდაციების და სტანდარტების მიმართულება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის.

მოვლენები

იხილეთ ყველა