ინიციატივის EU4Digital ე-ჯანმრთელობის ქსელის შეხვედრა: ძირითადი ყურადღება ე-ჯანმრთელობის ღონისძიებებზე ზოგად სახელმძღვანელო რეკომენდაციებთან, COVID-19-თან და ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან დაკავშირებით

  • თარიღი: 03/06/20 – 03/06/20
  • გააზიარეთ:

3 ივნისს ინიციატივის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდი აწყობს ე-ჯანმრთელობის ქსელის შეხვედრას, რომლის მიზანია ქსელის წევრების შეკრება ექვსი პარტნიორი ქვეყნიდან დეტალური ინფორმაციის გასაზიარებლად ე-ჯანმრთელობის სფეროს საქმიანობის შესახებ და ინფორმაციის გაზიარების მხარდასაჭერად ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის თაობაზე.

ღონისძიების პირველ ნაწილში ინიციატივის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდი გააზიარებს დეტალებს და თავდაპირველ რეკომენდაციებს ზოგადი სახელმძღვანელო რეკომენდაციების ჰარმონიზაციის და ოპერაციული თავსებადობის შესახებ. გარდა ამისა, ინიციატივის EU4Digital ნდობის და უსაფრთხოების გუნდის წევრი წარმოადგენს ციფრული ნდობის სერვისების ფორმირების შეფასების შედეგებს ორიენტირებით იურიდიულ და ტექნიკურ ასპექტებზე, რომლებიც გამომდინარეობს ნდობის და უსაფრთხოების გუნდის მიერ ჩატარებული შეფასებიდან.

ეს ქსელური შეხვედრა ასევე განიხილავს COVID-19-ის მიმდინარე კრიზისს ისეთი საკითხის საშუალებით, როგორიცაა ეპიდემიოლოგიური მონაცემების ჰარმონიზაცია აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში და ევროკავშირში. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები გააზიარებენ კრიზისთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკას და გამოცდილებას, როგორც წინა სემინარებზე განხილული ღონისძიებების გაგრძელებას.

ღონისძიების მეორე ნაწილი მიეძღვნება ე-ჯანმრთელობის თანამშრომლობის პლატფორმას და რეგიონის მონაწილეობას აქტიური და ჯანმრთელი დაბერების ევროპული ინოვაციების პარტნიორობაში (EIP on AHA). თანამშრომლობის პლატფორმა იქნება თანამშრომლობის და ინფორმაციის გაზიარების სივრცე ე-ჯანმრთელობის ქსელის მონაწილე მხარეებისთვის, ხოლო შეხვედრის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ასევე შემდგომი ნაბიჯები და ინფორმაცია ამ პლატფორმის შესახებ. ამის შემდეგ წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების აქტიური და ჯანმრთელი დაბერების ევროპული ინოვაციების პარტნიორობის ინიციატივებში (EIP on AHA) მონაწილეობასთან დაკავშირებით და წინა შეფასებების შედეგები.

საბოლოოდ, მონაწილეები პარტნიორი ქვეყნებიდან წარმოადგენენ საკუთარ ქვეყნებში არსებულ ციფრული ე-ჯანმრთელობის საუკეთესო პრაქტიკას. ყველა განხილული პუნქტი მოემსახურება როგორც თანამშრომლობის გაუმჯობესებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შორის, ისე პარტნიორი ქვეყნების უფრო აქტიურ მონაწილეობას ევროკავშირის პროგრამებში.

მოვლენები

იხილეთ ყველა