პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის ქსელის შეხვედრა: ძირითადი ყურადღება ოპერაციულად თავსებად სახელმძღვანელო რეკომენდაციებზე, სახელმწიფოთაშორისი ე-ჯანმრთელობის თანამშრომლობის პლატფორმასა და ევროკავშირის ინიციატივების სტრატეგიულ გეგმაზე
თარიღი: 06/11/20
2020 წლის 5 ნოემბერს პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდმა მოაწყო ე-ჯანმრთელობის ქსელის შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ქსელის წევრების მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ე-ჯანმრთელობის მიმართულების საქმიანობის ძირითადი შედეგების გასაცნობად.
ღონისძიების პირველ ნაწილში პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდმა მონაწილეებს გაუზიარა ძირითადი რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ე-ჯანმრთელობის ჰარმონიზაციის და ოპერაციული თავსებადობის საერთო სახელმძღვანელო რეკომენდაციებიდან და სტანდარტებიდან. ამ ნაწილის მიზანი იყო პრაქტიკული საკითხების შეთავაზება ოპერაციულად თავსებადი სახელმწიფოთაშორისი ციფრული ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურის დასანერგად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
ე-ჯანმრთელობის ექსპერტმა ჰენრიკ მარტინსმა წარმოადგინა პორტუგალიის ე-ჯანმრთელობის სტრატეგია – Enesis 2020, დოკუმენტი, რომლიც მოიცავს ქვეყნის ციფრული ჯანმრთელობის სტრატეგიის ყველა ასპექტს. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებები, მათ შორის ჯანდაცვის ხარისხი და უსაფრთხოება, ასევე ჯანმრთელობის პრევენცია, დაცვა და ხელშეწყობა. დეტალურად იქნა აღწერილი პორტუგალიური ტელეჯანმრთელობის სტრატეგია, მათ შორის მისი შესაძლებლობები COVID-19-ის კონტექსტში.
ღონისძიების მომდევნო ნაწილში განიხილეს სახელმწიფოთაშორისი ე-ჯანმრთელობის თანამშრომლობის პლატფორმა. ეს პლატფორმა შეიქმნა, როგორც თანამშრომლობის და ინფორმაციის გაცვლის ახალი სივრცე ე-ჯანმრთელობის ქსელის წევრებს შორის. შეხვედრის განმავლობაში პროგრამის EU4Digital გუნდმა მონაწილეებს გააცნო ინსტრუქციები შესაბამისი ინფორმაციის გასაზიარებლად ამ პლატფორმაზე.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობა ევროკავშირის პროექტებში, პროგრამებსა და ინიციატივებში, კერძოდ, ევროპული ინოვაციების პარტნიორობაში აქტიური და ჯანმრთელი დაბერების საკითხზე (EIP on AHA). პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდმა მიმოიხილა საქმიანობის მიღწევები – საუკეთესო პრაქტიკის და საცნობარო ლოკაციების პოტენციალის განსაზღვრა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში წარმოდგენილი იყო თვინინგის რეკომენდაციებთან ერთად როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირის პრაქტიკასთან (პირველად დადასტურებული ცალკეული ქვეყნების შეხვედრებზე) და თვინინგის რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.
გაიმართა დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შესრულებული საქმიანობის და განსაზღვრული ინოვაციური პრაქტიკის გამოყენება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელის განვითარების შემადგენელ ელემენტებად აქტიური და ჯანმრთელი დაბერების საკითხზე ევროპული ინოვაციების პარტნიორობის პრინციპებზე, ე-ჯანმრთელობის კომუნიკაციის და თანამშრომლობის პლატფორმის გამოყენების საშუალებით.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.