პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის ქსელის შეხვედრა: ძირითადი ყურადღება ოპერაციულად თავსებად სახელმძღვანელო რეკომენდაციებზე, სახელმწიფოთაშორისი ე-ჯანმრთელობის თანამშრომლობის პლატფორმასა და ევროკავშირის ინიციატივების სტრატეგიულ გეგმაზე

  • თარიღი: 06/11/20
  • გააზიარეთ:

2020 წლის 5 ნოემბერს პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდმა მოაწყო ე-ჯანმრთელობის ქსელის შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ქსელის წევრების მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ე-ჯანმრთელობის მიმართულების საქმიანობის ძირითადი შედეგების გასაცნობად.

ღონისძიების პირველ ნაწილში პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდმა მონაწილეებს გაუზიარა ძირითადი რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ე-ჯანმრთელობის ჰარმონიზაციის და ოპერაციული თავსებადობის საერთო სახელმძღვანელო რეკომენდაციებიდან და სტანდარტებიდან. ამ ნაწილის მიზანი იყო პრაქტიკული საკითხების შეთავაზება ოპერაციულად თავსებადი სახელმწიფოთაშორისი ციფრული ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურის დასანერგად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.

ე-ჯანმრთელობის ექსპერტმა ჰენრიკ მარტინსმა წარმოადგინა პორტუგალიის ე-ჯანმრთელობის სტრატეგია – Enesis 2020, დოკუმენტი, რომლიც მოიცავს ქვეყნის ციფრული ჯანმრთელობის სტრატეგიის ყველა ასპექტს. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებები, მათ შორის ჯანდაცვის ხარისხი და უსაფრთხოება, ასევე ჯანმრთელობის პრევენცია, დაცვა და ხელშეწყობა. დეტალურად იქნა აღწერილი პორტუგალიური ტელეჯანმრთელობის სტრატეგია, მათ შორის მისი შესაძლებლობები COVID-19-ის კონტექსტში.

ღონისძიების მომდევნო ნაწილში განიხილეს სახელმწიფოთაშორისი ე-ჯანმრთელობის თანამშრომლობის პლატფორმა. ეს პლატფორმა შეიქმნა, როგორც თანამშრომლობის და ინფორმაციის გაცვლის ახალი სივრცე ე-ჯანმრთელობის ქსელის წევრებს შორის. შეხვედრის განმავლობაში პროგრამის EU4Digital გუნდმა მონაწილეებს გააცნო ინსტრუქციები შესაბამისი ინფორმაციის გასაზიარებლად ამ პლატფორმაზე.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობა ევროკავშირის პროექტებში, პროგრამებსა და ინიციატივებში, კერძოდ, ევროპული ინოვაციების პარტნიორობაში აქტიური და ჯანმრთელი დაბერების საკითხზე (EIP on AHA).  პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდმა მიმოიხილა საქმიანობის მიღწევები – საუკეთესო პრაქტიკის და საცნობარო ლოკაციების პოტენციალის განსაზღვრა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში წარმოდგენილი იყო თვინინგის რეკომენდაციებთან ერთად როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირის პრაქტიკასთან (პირველად დადასტურებული ცალკეული ქვეყნების შეხვედრებზე) და თვინინგის რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

გაიმართა დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შესრულებული საქმიანობის და განსაზღვრული ინოვაციური პრაქტიკის გამოყენება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელის განვითარების შემადგენელ ელემენტებად აქტიური და ჯანმრთელი დაბერების საკითხზე ევროპული ინოვაციების პარტნიორობის პრინციპებზე, ე-ჯანმრთელობის კომუნიკაციის და თანამშრომლობის პლატფორმის გამოყენების საშუალებით.


ახალი ამბები

იხილეთ ყველა