EU4Digital: ე-ჯანმრთელობის ქსელის შეხვედრა აშუქებს COVID-19-ის მონაცემებზე დამყარებულ ინფორმაციაზე რეაგირებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

  • თარიღი: 10/06/20
  • გააზიარეთ:

ინიციატივის EU4Digital ე-ჯანმრთელობის ქსელმა განიხილა COVID-19-ის და დაავადების სტატისტიკის მონაცემთა გაზიარება, და ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა პანდემიის მართვაში.

3 ივნისის ონლაინ შეხვედრის განმავლობაში ევროკომისიის წარმომადგენელმა გააკეთა პრეზენტაცია COVID-19-ის მონაცემთა შეკრებასთან დაკავშირებულ მიმდინარე საქმიანობაზე, კონკრეტული აქცენტით შეკრების სხვადასხვა მეთოდებზე და მონაცემთა ტიპებზე, რომლებიც გამოიყენება COVID-19-ის სტატისტიკური პანელის შესაყვანად  ECML COVID-19 ვებსაიტზე. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს მოუწოდეს გაეზიარებინათ კრიზისის მართვის საკუთარი მეთოდები, და რამდენიმე ქვეყანამ მოიხსენია ან წამოადგინა ეპიდემიოლოგიური მართვის პანელები ინფექციის მაჩვენებლების მონიტორინგისთვის.

საქართველომ წამოადგინა COVID-19-ის მონიტორინგის ცენტრალიზებული სისტემა, რომლის განახლება ხდება დღეში ორჯერ; ასევე სხვა მეთოდები, მაგ. კონტაქტების მიკვლევა მობილური აპლიკაციების გამოყენებით (მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების მოცვა მობილური აპლიკაციებით არ აღმოჩნდა ისეთი მაღალი, როგორიც მოსალოდნელი იყო), და ძალზე ეფექტური და ინოვაციური პრაქტიკა, რომელშიც ელექტრონული რეცეპტების პლატფორმა კომბინირებულია საქართველოს ფოსტის მომსახურებასთან მედიკამენტების მისაწოდებლად რისკის ჯგუფებისთვის. აღსანიშნავია, რომ ე-რეცეპტები უკვე გამოიყენება არა მარტო თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ბელარუსში აქცენტი გაკეთდა საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე კრიზისის მართვის საკითხებში; ქვეყანამ საკუთარი გამოცდილება გააზიარა ისეთი არსებული ინფრასტრუქტურის ხელახალ გამოყენებაზე, როგორიცაა ტელემედიცინა და ე-რეცეპტები, ასევე საკუთარი ეპიდემიოლოგიური მართვის პანელის ვერსიის შემუშავებაზე.

უკრაინამ შეიმუშავა ქვეყანაში არსებული ელექტრონული სამედიცინო ბარათების სისტემის დამატებითი ფუნქციები COVID-19–ის შემთხვევების მოხსენების მიზნით, ასევე ონლაინ ეპიდემიოლოგიური მართვის პანელი დაავადების სტატისტიკის მიმოხილვისთვის. ეს მაღალეფექტური მიდგომა დამყარებული იყო არსებული და ფუნქციონირებადი ეროვნული ე-ჯანმრთელობის ოპერაციულად თავსებადი პლატფორმის თანდათანობით მზარდ და სწრაფ გაფართოებაზე.

აზერბაიჯანმა შეიმუშავა COVID-19-ის გავრცელების მონიტორინგის დამოუკიდებელი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ინტეგრირებულია ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის და ჰოსპიტალური მენეჯმენტის სისტემაში, ხელმისაწვდომია საავადმყოფოებისთვის და ეხმარება მათ იმის განსაზღვრაში, თუ რამდენად კრიტიკულია პაციენტის მდგომარეობა. პანდემიის მონიტორინგის მართვის პანელი ხელმისაწვდომია ქვეყნის კრიზისების მართვის გუნდისთვის და ეს კონკრეტული მოდული სწრაფად დაინერგა ქვეყნის საკუთარი საინფორმაციო ტექნოლოგიური პოტენციალის გამოყენებით.

მოლდოვაში ეპიდემიოლოგიური მონაცემები იკრიბება მრავალი წყაროდან და შედის საჯაროდ ხელმისაწვდომ COVID-19-ის მართვის პანელში, რომელზეც ჩანს ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების შესახებ რეგიონული და ქალაქის დონეზე, და ასევე გავრცელება სხვადასხვა პარამეტრის, მაგ. ასაკის, სქესის, და სხვ. მიხედვით.  ეს ემყარება ყველაზე მაღალი რისკის ადგილების დეტალურ მონაცემებს, და ადამიანებს დაბეჯითებით მოუწოდებენ მიიღონ გონივრული გადაწყვეტილებები იმის შესახებ, წავიდნენ თუ არა  მაღალი რისკის ადგილებში. ამ გვერდის გამოყენების მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო (~1,600,000 ინდივიდუალური ვიზიტორი მარტის შემდეგ).

სომხეთში შემუშავებული იქნა სხვადასხვა აპლიკაცია COVID პასუხებისთვის. ევროკომისიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შეხვედრით პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდმა ხელი შეუწყო ინფორმაციის გაზიარების

შესაძლებლობას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაცემთა ჩართვას ევროკომისიის მართვის პანელში.

შეხვედრის დროს განხილული იქნა, რომ მართვის პანელების საშუალებით ხდება  ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიკვლევა ეროვნულ, განსაკუთრებით კი რეგიონულ დონეზე, რაც აძლევს მოქალაქეებს იმის საშუალებას, რომ უკეთ შეაფასონ საკუთარი არჩევანი მოგზაურობის მისაღები რისკების შესახებ მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვების თანდათანობით გაუქმების პირობებში.

Find out more

ე-ჯანმრთელობის ქსელის შეხვედრა

ევროკავშირის COVID-19-ის სტატისტიკური მართვის პანელი  

COVID-19-ის სტატისტიკური მართვის პანელი: კონკრეტული ინციდენტობის რუკა

COVID-19-ის სტატისტიკური მართვის პანელი: კუმულაციური ინციდენტობის შეფასება


ახალი ამბები

იხილეთ ყველა