პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის ვირტუალური ღონისძიება COVID-19-ზე რეაგირების ღონისძიებებთან დაკავშირებით

  • თარიღი: 06/05/21 – 06/05/21
  • გააზიარეთ:

6 მაისს პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდი აწყობს ე-ჯანმრთელობის ვირტუალურ ღონისძიებას, რომლის მიზანია ე-ჯანმრთელობის ქსელის წევრების შეკრება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მომავალი საქმიანობის და COVID-19-ის მენეჯმენტთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკის განსახილველად. ამას გარდა, ევროკომისია ისარგებლებს შემთხვევით, რათა წარმოადგინოს ახლახან გამოქვეყნებული ნაშრომი ოპერაციულად თავსებადი მწვანე სერთიფიკატების შესახებ უსაფრთხო მგზავრობის მიზნით პანდემიის (შემდგომ) პერიოდში,

ღონისძიების პირველ ნაწილში პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდი განიხილავს ე-ჯანმრთელობის მომავალი საქმიანობის გეგმას სამომავლო ნაბიჯების ე-ჯანმრთელობის ქსელთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ამ დისკუსიის შემდეგ ევროკომისიის წარმომადგენელი გააკეთებს პრეზენტაციას ევროკომისიის ნაშრომის შესახებ მწვანე სერტიფიკატებზე – ამ საბუთით ციფრულ ფორმატში ხდება დადასტურება, რომ:

  • ადამიანს ჩატარებული აქვს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
  • მისი ტესტის პასუხი უარყოფითა, ან
  • ის COVID-19-სგან გამოჯანმრთელდა.

ღონისძიების მეორე ნახევარში პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის მიმართულების ხელმძღვანელი ისაუბრებს ევროკავშირის გამოცდილებაზე, რომლიც გულისხმობს ციფრული გადაწყვეტების მოძიებას ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად და COVID-19-ის მიერ ჯანდაცვის წინაშე დაყენებულ გამოწვევებზე რეაგირების მიზნით. დასასრულს, ე-ჯანმრთელობის ქსელის წარმომადგენლები აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნიდან დამსწრეებს გაუზიარებენ ინფორმაციას COVID-19-ზე ე-ჯანმრთელობის საპასუხო ღონისძიებებისა და ვაქცინაციის მხარდაჭერის შესახებ საკუთარ ქვეყნებში.

მოვლენები

იხილეთ ყველა