პროგრამის EU4Digital ტრენინგი ციფრული უნარების და სამუშაო ადგილების ეროვნული კოალიციების ჩამოყალიბების და მართვის საკითხებზე

  • თარიღი: 13/07/20 – 13/07/20
  • გააზიარეთ:

2020 წლის 13 ივლისს პროგრამა EU4Digital აწყობს ვირტუალურ ტრენინგს ციფრული უნარების და სამუშაო ადგილების ეროვნული კოალიციების ჩამოყალიბების და მართვის საკითხებზე.

 ტრენინგის ამოცანაა გააცნოს მონაწილეებს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა ეროვნული კოალიციების ჩამოყალიბების და მართვისთვის, და განიხილოს რეკომენდაციები და პრინციპები ეროვნული კოალიციების ჩამოსაყალიბებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ტრენინგი მოიცავს:

ეს ტრენინგი ტარდება როგორც პროგრამის EU4Digital ციფრული უნარების თემატური სფეროს აქტივობების ნაწილი, რაც მოიცავს ტრენინგებს, კონფერენციებს და სასწავლო ვიზიტებს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მხარდასაჭერად ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ციფრული უნარების საკითხებზე. პრიორიტეტები ტრენინგებისთვის განსაზღვრა ციფრული უნარების ქსელის მიერ  2020 წლის 29 აპრილს ჩატარებულ ვებინარზე.

ინიციატივის EU4Digital ციფრული უნარების ქსელი წარმოადგენს პლატფორმას საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გასაზიარებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას და ევროკავშირს შორის, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობას და იდეების შემუშავებას ჰარმონიზაციის ერთობლივი პროექტებისთვის.

პროგრამა EU4Digital მხარს უჭერს ამ ქსელს რიგი აქტივობების საშუალებით, მათ შორის – ტრენინგების და კონფერენციების ორგანიზაცია, და სასწავლო ვიზიტები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირებისა და ტრენინგის პროვაიდერებისთვის, ასევე ეროვნული კოალიციების ჩამოყალიბების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. გარდა ამისა, პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა სახელმძღვანელო რეკომენდაციები ციფრული უნარების ეროვნული კოალიციებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

მოვლენები

იხილეთ ყველა