ინიციატივის EU4Digital ტრენინგი ქალთა მენტორობის პროგრამების საკითხზე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში

  • თარიღი: 08/09/20
  • გააზიარეთ:

2020 წლის 20 აგვისტოს ინიციატივამ EU4Digital ჩაატარა ვირტუალური ტრენინგი ქალთა მენტორობის პროგრამების საკითხზე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროში.

ტრენინგის განმავლობაში პროგრამის “Women Go Tech“ დირექტორმა დიანა ჩესონიტემ მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ გახდეს ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სამუშაო ადგილები, ღონისძიებები და ინიციატივები ქალებისთვის უფრო ინკლუზიური და ამ გზით უფრო მეტი ქალი ჩაერთოს ტექნოლოგიების სექტორში.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდი ქალთა ინტერესის გასაღრმავებლად ტექნოლოგიების სექტორისადმი  არის მენტორობის პროგრამების დანერგვა, ვინაიდან ისინი იძლევა საფუძვლიან ინფორმაციას და რეკომენდაციებს კარიერასთან დაკავშირებით; გარდა ამისა ისინი ხელს უწყობს დაგეგმვას, რათა გაუმჯობესდეს ქალთა წარმატებული შრომითი ინტეგრაცია მაღალი ტექნოლოგიების სექტორში.

ტრენინგი მოიცავდა პრეზენტაციას საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ქალთა მენტორობის საკითხზე, ასევე სემინარს, რომელზეც ქვეყნებმა მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს უფრო მეტი ქალის მოზიდვა ტექნოლოგიების სექტორში და დღეისათვის არსებულ ინიციატივებში. ჩატარდა ჯგუფური დისკუსიები შემდეგ საკითხებზე:

  • ბუნებისმეტყველების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის და მათემატიკის (STEM) მიმართ ინტერესის ნაადრევად გაღვიძების ხელშეწყობა;
  • ტექნოლოგიების სფეროში ქალთა დასაქმებასთან დაკავშირებული აშკარა მიკერძოების აღმოფხვრა;
  • ტექნოლოგიების სფეროში არსებულ სამუშაო ადგილებზე ქალთა დასაქმების გაუმჯობესება;
  • ქალთა კარიერული წინსვლის შესაძლებლობების შექმნა;
  • მისაბაძი მაგალითი ქალების და მენტორების განსაზღვრა ტექნოლოგიების სექტორში;
  • ანაზღაურებაში არსებული გენდერული ხარვეზის გამოსწორება ტექნოლოგიების სექტორში.

სემინარის განმავლობაში ჯგუფურ დისკუსიებში მონაწილეობდა 15 ექსპერტზე მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან; მათ დამსწრეებს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები იმ არსებული ბარიერების და გამოწვევების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის ქალთა ინტეგრაციას ტექნოლოგიების სექტორში, ასევე იმ არსებული ინიციატივების შესახებ, რომლებმაც უნდა გააუმჯობესოს ქალთა დასაქმების მაჩვენებელი მაღალ ტექნოლოგიებში სემინარის განმავლობაში წარმოდგენილი პრინციპების გამოყენებით.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული მიკერძოება ქალთა დასაქმებასთან დაკავშირებით ბუნებისმეტყველების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის (STEM) სფეროებში, და რომ მათ ქვეყნებში ასევე არსებობს გენდერული ნაპრალი ტექნოლოგიების სექტორში მომუშავე ქალებს და მამაკაცებს შორის.  მიუხედავად ამისა, უკვე მოქმედებს რამდენიმე ინიციატივა და პრაქტიკა ქალთა ჩართულობის დასაჩქარებლად ტექნოლოგიების სფეროში, მაგ. მენტორობის პროგრამები და STEM-პოპულარიზაციის კამპანიები ქალებისა და გოგონებისთვის. არსებობს ასევე რამდენიმე ქსელი, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ ქალებს და აძლევს მათ საშუალებას გახდნენ მისაბაძი მაგალითები სხვა ქალებისთვის, რომლებიც შესაძლოა დაინტერესებულები იყვნენ კარიერით ტექნოლოგიების სექტორში.

პროგრამა EU4Digital მხარს უჭერს ციფრული უნარების განვითარებას და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ ინოვაციებს სხვადასხვა სახის საქმიანობის საშუალებით, რომელთა შორისაა ტრენინგების, კონფერენციების და სასწავლო ვიზიტების ორგანიზება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირებისა და ტრენინგის პროვაიდერებისთვის, ასევე ქალთა მენტორობის პროგრამების დანერგვის მხარდაჭერა. Women Go Tech: https://www.womengotech.lt/

ახალი ამბები

იხილეთ ყველა