პროგრამის EU4Digital სახელმძღვანელო საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნის და განვითარების მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

  • თარიღი: 13/05/21
  • გააზიარეთ:

პროგრამამ EU4Digital შეიმუშავა ჩარჩო საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამეწარმეო ეკოსისტემების ჩამოყალიბების და გაძლიერების მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში; ეს განხორციელდება სახელმძღვანელოს საშუალებით, რომელშიც შეფასებულია ტექნოლოგიური მზადყოფნა თითოეულ ქვეყანაში და მოცემულია ეკოსისტემის განვითარების რეკომენდაციები ამ ქვეყნებისთვის.

სამეწარმეო ეკოსისტემის არსი

სამეწარმეო ეკოსისტემა შეიძლება განისაზღვროს, როგორც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბის კავშირი, რომელიც აერთიანებს ძალისხმევას ახალი კომპანიების შექმნისა და მათი წარმატების უზრუნველყოფის მიზნით, მათთვის ცოდნის, კაპიტალის, ბაზრების და რესურსების ხელმისაწვდომობის შეთავაზებით. ამით ხდება კომპანიების მოტივირება იმისათვის, რომ მათ მოახდინონ საკუთარი მოგების ინვესტირება იმავე ეკოსისტემაში, რის შედეგად იქმნება ეკონომიკური სიმდიდრე და ვითარდება მრეწველობა. უფრო კონკურენტული და ეფექტიანი ბაზრების შექმნის და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების გარდა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამეწარმეო ეკოსისტემები ძირითადად ორიენტირებულია ინოვაციებზე, ახლი ბიზეს-მოდელების, პროდუქტების და სერვისების შექმნაზე.

სახელმძღვანელოს სტრუქტურა

სახელმძღვანელოში მოცემულია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური სამეწარმეო ეკოსისტემის მონაწილეთა საქმიანობის მაჩვენებლების შეფასება პარტნიორ ქვეყნებში; ეს მონაწილეები არიან პედაგოგები, ინვესტორები, ფასილიტატორები და მაკავშირებლები. გარდა ამისა, სახელმძღვანელოში მოცემულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების შედარებითი ანალიზი, ასევე ანალიზი და რეკომენდაციები ქვეყნის დონეზე, მათ შორის პრაქტიკული ნაბიჯები, დროის სავარაუდო გრაფიკი, ბიუჯეტი და განხორციელებისთვის საჭირო ექსპერტული ცოდნა.

ამ სახელმძღვანელოს შექმნისას ექსპერტებმა შეიმუშავეს და გამოიყენეს სპეციალური მეთოდოლოგია ეკოსისტემების ტექნოლოგიური სიმწიფის და მონაწილეთა საქმიანობის მაჩვენებლები შესაფასებლად ზრდის რამდენიმე პარამეტრის საშუალებით, როგორიცაა ფინანსებზე, ცოდნაზე, ბაზარზე და რესურსებზე (საშუალებებზე) წვდომა. სახელმძღვანელოს შესაქმნელად შეკრიბეს ინფორმაცია რამდენიმე სახელმწიფო წყაროდან, ჩატარდა მრავალრაუნდიანი ინტერვიუები და კონსულტაციები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციის ქსელების წევრებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე ექსპერტებთან, პედაგოგებთან, ინვესტორებთან და სხვ.

ფინანსებზე წვდომის უზრუნველყოფა სტარტაპების უწყვეტი ზრდა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ხელმისაწვდომი დაფინანსების არსებობაზე ეკოსისტემის წევრების – ადგილობრივი მონაწილე მხარეების და სტარტაპების – მხარდასაჭერად. რაც შეეხება საინვესტიციო პოტენციალს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, პროგრამის EU4Digital მიერ ადრე ჩატარებულმა კვლევამ „ბაზრის შეფასება ციფრული ინოვაციის და სქეილაპ ინიციატივისთვის (DISC) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, დაადასტურა ხარვეზის არსებობა ტექნოლოგიური სტარტაპების დაფინანსებაში. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად საინფორმაციო და

საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების სახელმძღვანელოში შეტანილია საინვესტიციო პოტენციალის შექმნის რეკომენდაციები.

აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების ერთ-ერთი საშუალება იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ინოვაციის და სქეილაპ ინიციატივის კაპიტალი – რეგიონული ვენჩურული დაფინანსების ინსტრუმენტი, რომელიც შეიმუშავეს პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების გუნდის ექსპერტებმა. ეს ინსტრუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის ტექნოლოგიურ სტარტაპებს შესთავაზებს კაპიტალზე წვდომას და ცოდნას, დაწყებული იდეიდან, დამთავრებული ზრდის ეტაპებით.

მიმდინარე ეტაპზე, პროგრამა EU4Digital მხარს დაუჭერს ევროკომისიას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის შერჩევაში სატენდერო პროცესის დასაწყებად ამ ინსტრუმენტის რეალიზების მიზნით. აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ინოვაციის და სქეილაპ ინიციატივის კაპიტალი ფუნქციონირებას სავარაუდოდ მომავალ წლებში დაიწყებს.

მონაწილე მხარეთა პერსპექტივა განხორციელების თაობაზე

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამეწარმეო ეკოსისტემის ანალიზის და რეკომენდაციების ქვეყნის დონეზე წარდგენის დროს, რაც ორგანიზებული იყო პროგრამის EU4Digital მიერ 2021 წლის თებერვალში, მონაწილე მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან აღნიშნეს, რომ საჭიროა მუშაობა ნოვატორების და პედაგოგების სამეწარმეო აზროვნების სტილის ჩამოყალიბებაზე. ამისათვის მონაწილე მხარეებმა განსაზღვრეს რამდენიმე კომპონენტი, როგორც სამეწარმეო ეკოსისტემების სწრაფი განვითარების მთავარი წინაპირობა. ეს არის საგანმანათლებლო შესაძლებლობების ხელშეწყობა კვლევის და განვითარების გზით, და სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის ადაპტაცია ერთობლივი პროგრამების საშუალებით. გარდა ამისა, მათ ხაზი გაუსვეს ინვესტიციების და საქმიანობის გამჭვირვალობის მნიშვნელობას რეკომენდაციების განხორციელების პროცესში, და დაადგინეს, რომ მთავრობა უნდა იყოს მაკავშირებელი და მან იზრუნოს ეკოსისტემის საუკეთესო მშენებლების გაძლიერებაზე.

მომდევნო ნაბიჯები

პროგრამის EU4Digital მიზანია პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამეწარმეო ეკოსისტემების განვითარებაში. აქედან გამომდინარე, პროგრამის EU4Digital საქმიანობის მომდევნო ნაბიჯია დისკუსიების დაწყება ადგილობრივ ხელისუფლებებთან, ევროკავშირის წარმომადგენლობებთან და ადგილობრივი ეკოსისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილე სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებთან, ასევე ამ დისკუსიის ხელშეწყობა. მთავარი ამოცანა იქნება წინსვლის გზების ძიება რეკომენდაციების განსახორციელებლად ეროვნულ დონეზე, პოტენციური მფლობელების და დონორების გათვალისწინებით.

სახელმძღვანელოს ჩამოტვირთვა EU4Digital ბიბლიოთეკიდან შესაძლებელია აქ.

პროგრამა EU4Digital მხარს დაუჭერს მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ინოვაციის და სქეილაპ ინიციატივის (DISC) ძირითადი ვენჩურული ფონდის შექმნით და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამეწარმეო ეკოსისტემის პოტენციალის შექმნის სახელმძღვანელოს საშუალებით

პროგრამა EU4Digital ატარებს ბაზრის შეფასებას ციფრული ინოვაციის და სქეილაპ ინიციატივისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

ახალი ამბები

იხილეთ ყველა