2020 წლის 22 სექტემბერს პროგრამამ EU4Digital მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის სავაჭრო კომისიის მუშაობაში, რომელიც პირველად ჩატარდა ვირტუალურად და გააშუქა ე-ვაჭრობის სფეროში მიმდინარე საპილოტე პროექტებში მიღწეული პროგრესი.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სავაჭრო კომისიამ სამი ძირითადი სფერო მოიცვა:
- აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის ტექნიკური სამსახურის მიმდინარე სტატუსის წარდგენა; ამ სამსახურის მიზანია ხელი შეუწყოს საქონელბრუნვას ევროკავშირთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.
- ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირში არსებული ეკონომიკური საქმიანობის ავტორიზებული სუბიექტების (AEO) პროგრამის შესახებ, მისი სარგებლის და კრიტერიუმების ჩათვლით.
- ინფორმირება აღმოსავლეთ პარტნიორობის 2021 წლის სამიტისთვის მზადების შესახებ და მოლოდინები აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ მიღწეული შედეგების შესახებ ვაჭრობის სფეროში 2020 წლის შემდეგ.
სესიის „საინფორმაციო ტექნოლოგიური გადაწყვეტები ვაჭრობის ზრდის მხარდასაჭერად“ განმავლობაში, პროგრამის EU4Digital გუნდის ხელმძღვანელმა არტურას პილიპონისმა გააკეთა პრეზენტაცია ტექნიკური საპილოტე პროექტების მიმდინარე მდგომარეობის შესახებ, რომლებიც ხორციელდება ე-ვაჭრობის თემატური მიმართულების ფარგლებში:
- ელექტრონული მიწოდება: დაწყებულია ტესტირების ფაზა, ხოლო ტრანსსასაზღვრო ანგარიშფაქტურების მონაცემთა გაცვლის პილოტირება
ე-მიწოდების არხის საშუალებით უკრაინას და პოლონეთ შორის სავარაუდოდ 2020 წლის 9 ოქტომბერს დაიწყება. - ელექტრონული საბაჟო: მოსამზადებელი საქმიანობა საპილოტე პროექტებისთვის მიმდინარეობს, ხოლო პილოტირების დაწყება ბელარუსის რესპუბლიკას და ლიეტუვას შორის 2020 წლის ნოემბრის დასაწყისისთვის არის დაგეგმილი.
გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო სტრატეგიული გეგმა ციფრული სატრანსპორტო დერეფნის ჩამოყალიბებისთვის. ღონისძიების განმავლობაში წარმოდგენილი მასალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.