პროგრამა EU4Digital ატარებს ონლაინ კონსულტაციებს მონაწილე მხარეებთან პარტნიორი ქვეყნებიდან, ინვესტირებაში არსებული ხარვეზების და ფინანსების ხელმისაწვდომობის საკითხებზე მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებში

  • თარიღი: 14/07/20
  • გააზიარეთ:

2020 წლის ივნისის დასაწყისში პროგრამის EU4Digital გუნდმა ჩაატარა ონლაინ კონსულტაციების ექვსი რაუნდი ეროვნულ მონაწილე მხარეებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მისი კვლევის ფარგლებში “ბაზრის შეფასება ციფრული ინოვაციის და სქეილ-აფ ინიციატივისთვის (DISC study) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ამ კვლევის მიზანია მაღალტექნოლოგიური სტარტაპების დაფინანსებაში არსებული ფინანსური ხარვეზების განსაზღვრა და მაღალი დონის რეკომენდაციების შემუშავება ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტის და მასთან დაკავშირებული მხარდაჭერის პროგრამებისთვის. კვლევისთვის მაგალითის მიმცემი იყო ციფრული ინოვაციის და სქეილ-აფ ინიციატივა (DISC initiative), რომელიც თავდაპირველად ჩატარდა ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში. კონსულტაციები ორგანიზებული იყო კვლევის შედეგების პრეზენტაციის, ძირითადი რეკომენდაციების შეფასების და მათი ლოკალურ კონტექსტზე მორგების მიზნით.

ამ დისკუსიებში ჩართულები იყვნენ ეროვნული მონაწილე მხარეების ფართო ჯგუფები, კერძოდ:

  • ინვესტორები, სტარტაპები და სხვადასხვა კორპორატიული მონაწილეები;
  • მხარდამჭერი ორგანიზაციები, მათ შორის ტექნოპარკები და აქსელერატორები;
  • უნივერსიტეტები;
  • ინოვაციის ადგილობრივი და საერთაშორისო სააგენტოები, უწყებები და პროგრამები.

ძირითადი გამოკვლეული საკითხები იყო ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტები და მათთან დაკავშირებული პროგრამები რეგიონისთვის შემუშავებული ციფრული ინოვაციის და სქეილ-აფ ინიციატივის (DISC ინიციატივა) ფარგლებში.  კონკრეტულად, განხილული იყო დაფინანსების ძალისხმევის ეტაპობრივი თანმიმდევრობა, სამიზნე დაფინანსების ეტაპები და ტექნიკური სეგმენტები თითოეული ქვეყნისთვის. გარდა ამისა, გუნდმა წამოადგინა შემოთავაზებული დაფინანსების ინსტრუმენტები, საგრანტო პროგრამები და პოტენციალის შექმნის პოტენციური ინიციატივები ინტერნაციონალური აქსელერაციისთვის. საბოლოოდ, წარმოადგინეს ეკოსისტემის მხარდაჭერის უფრო ფართო პოტენციალის ალტერნატივები და საკანონმდებლო და საგადასახადო გარემოს შესაძლო გაუმჯობესების საკითხები. მონაწილე მხარეებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს კვლევის გუნდს. დადგინდა, რომ არსებული ზოგადი რეგიონული ხარვეზების მიუხედავად (უდიდესი ხარვეზები საწყისის-წინა და საწყის სტადიებზე), ექვსი ქვეყნის ადგილობრივი ბაზრები განვითარების

განსხვავებულ ეტაპებზეა და მათ არა აქვთ ერთნაირი დონის ხელმისაწვდომობა კერძო ინვესტიციებთან ან სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებთან. ასევე განსხვავდება საერთაშორისო ინვესტორების ინტერესები რეგიონის მასშტაბით. მიუხედავად ამისა, გაკეთდა დასკვნა, რომ ყველა ეროვნული ბაზარი განვითარების ადრეულ ეტაპზეა და მათ სჭირდებათ მეტი მიზანმიმართული ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტი და ასოცირებული პროგრამა ბაზრის ზრდის და სქეილაფების რაოდენობის სტიმულირებისთვის. ძირითადი რეგიონული კვლევის შედეგები, რომლებიც შემუშავებული და დადასტურებული იქნა ამ კონსულტაციების განმავლობაში, მხარს დაუჭერს ევროკომისიის გეგმების მოდიფიკაციას ადგილობრივი ბაზრების საჭიროებების უკეთ გადასაჭრელად და ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტების და დაკავშირებული პროგრამების შესამუშავებლად რეგიონში.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა