2020 წლის 13 ივლისს პროგრამამ EU4Digital მოაწყო ვირტუალური ტრენინგი ციფრული უნარების და სამუშაო ადგილების ეროვნული კოალიციების ჩამოყალიბების და მართვის საკითხებზე.
ტრენინგის ამოცანა იყო მონაწილეებისთვის ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა ეროვნული კოალიციების ჩამოყალიბების და მართვის საკითხებზე, და რეკომენდაციების და პრინციპების განხილვა ეროვნული კოალიციების ჩამოსაყალიბებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ტრენინგს დაესწრო 30 მონაწილე აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნიდან; ისინი წარმოადგენდნენ დაინტერესებულ მხარეთა ფართო სპექტრს, მათ შორის საჯარო და კერძო სექტორებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ტრენინგზე განიხილეს ციფრული უნარების და სამუშაო ადგილების ეროვნული კოალიციების როლი ოთხ ძირითად სამოქმედო სფეროში:
- ციფრული უნარები ყველასთვის;
- ციფრული უნარები სამუშაო ძალისთვის;
- ციფრული უნარები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროფესიონალებისთვის;
- ციფრული უნარები განათლებაში.
ტრენინგის დროს მონაწილეებს გააცნეს ლატვიის, ლიეტუვის და ირლანდიის გამოცდილება ეროვნული კოალიციების ჩამოყალიბების და მართვის საკითხებში. ტრენინგს წარმართავდნენ მერი კლირი (ირლანდიის ციფრული უნარების და სამუშაო ადგილების ეროვნული კოალიცია, ირლანდიის კომპიუტერული საზოგადოება), ლორეტა კრიზნიაუსკენე (Association Langas į ateitį (ასოციაცია “ფანჯარა მომავალში”), ლიეტუვის ეროვნული ციფრული კოალიცია) და პროგრამის EU4Digital ექსპერტები, როგორც სპიკერები. ტრენინგის დასკვნით ნაწილში განიხილეს ეროვნული კოალიციების დაარსების და მართვის სტატუსი, პრიორიტეტები და გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში.
გამოთქმულ მოსაზრებებში მონაწილეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან კმაყოფილება გამოთქვეს ინფორმაციით კოალიციების მართვის და ამ პროცესის მთავარი ეტაპების შესახებ, და გამოხატეს იმედი, რომ ამგვარი ტრენინგები გააუმჯობესებს თანამშრომლობას ციფრული უნარების განვითარების ჰარმონიზაციისთვის ყველა ქვეყანაში.
“ძალზე მნიშვნელოვანია კოალიციის კარგად ორგანიზება (სტრუქტურა, მიზნების დასახვა, სამოქმედო გეგმა) სხვადასხვა სფეროს ყველა საჭირო მონაწილის განსაზღვრის და ჩართვის მიზნით, რაც სასარგებლო იქნება ძირითადი მიზნის, პრიორიტეტების, ასევე თითოეული წევრის პასუხისმგებლობის და მოლოდინის მკაფიოდ დასახვის თვალსაზრისით”, აღნიშნა ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ამჟამად ეროვნული კოალიციები შექმნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ორ ქვეყანაში – სომხეთსა (2017) და უკრაინაში (2019), და მიმდინარეობს დისკუსიები მათ ჩამოსაყალიბებლად სხვა ქვეყნებში. ეს ტრენინგი ჩატარდა, როგორც პროგრამის EU4Digital აქტივობების ნაწილი, რაც მოიცავს ტრენინგების, კონფერენციების და სასწავლო ვიზიტების სერიებს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მხარდასაჭერად ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ციფრული უნარების საკითხებზე. პრიორიტეტები ტრენინგებისთვის განსაზღვრა ციფრული უნარების ქსელის მიერ 2020 წლის 29 აპრილს ჩატარებულ ვებინარზე. ინიციატივის EU4Digital ციფრული უნარების ქსელი წარმოადგენს პლატფორმას საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გასაზიარებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას და ევროკავშირს შორის, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობას და იდეების შემუშავებას ჰარმონიზაციის ერთობლივი პროექტებისთვის. პროგრამა EU4Digital მხარს უჭერს ამ ქსელს რიგი აქტივობების საშუალებით, მათ შორის – ტრენინგების, კონფერენციების და სასწავლო ვიზიტების ორგანიზებით პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირებისა და ტრენინგის პროვაიდერებისთვის, ასევე ეროვნული კოალიციების ჩამოყალიბების მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.